x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134330
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508412
ნიკოლოზ რაჭველი „იავნანაზე“, პაატა ბურჭულაძესა და დამკვეთთა მიერ აგორებულ კამპანიაზე

image"ჩემი სტატუსი ეხება ფონდ "იავნანას" და მის წინააღმდეგ დაკვეთილ საგაზეთო პუბლიკაციებს.
ძალიან იოლია საკითხში ნაკლებად ჩახედული საზოგადოების დეზინფორმირება, მით უფრო, როდესაც ეგრეთწოდებულ "ჰედლაინების" ქვეშ ხშირად არც კი ვაკვირდებით დეტალებს. პუბლიკაციების ხმაურიანი სათაურები რიგ შემთხვევაში საკმარისია ხოლმე აზრის ფორმირებისთვის. ამიტომ გთხოვთ საკითხის საფუძვლიანად გარკვევის გარეშე არ გამოიტანოთ დასკვნები, ვინაიდან ფონდის მიმართ აგორებული ანტი-პროპაგანდა უშუალოდ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური პარტიის დაძირვას ემსახურება ძალზედ ბოროტი გზით, მისი წარსული საქველმოქმედო საქმიანობის უგულველყოფით და თანხების მითვისების ბრალდებით.
მე როგორც "იავნანას" ერთგული პარტნიორი და ფონდის აქტიური მხარდამჭერი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ყოველი საგაზეთო პუბლიკაცია, რასაც გულდასმით გავეცანი, არის აგებული სიცრუეზე, ვარაუდებზე და ხელოვნური აჟიოტაჟის გამომწვევ დაუსაბუთებელ ფაქტებზე. ვინ თუ არა მე, ზუსტად ვიცი რა თანხები დაიხარჯა ღონისძიებებზე, რომელთა დაფინანსება წლების მანძილზე მიზნობრივად ხორციელდებოდა სახელმწიფოს ან კერძო სპონსორების მიერ (არა ერთი კონცერტი ან გასტროლი), ღონისძიებები, რომელშიც მეტწილად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი იღებდა მონაწილეობას. აღნიშნული თანხები სტატიებში მოწოდებულია, როგორც ქველმოქმედებისათვის გაღებული შემოწირულობების უკვალოდ გაქრობა. არადა მოხსენიებული ციფრები გაცილებით უფრო მცირეა, ვიდრე თუნდაც ამ ზაფხულს სახელმწიფოს გაწეული ხარჯი რამდენიმე ცნობილი ვარსკვლავის საქართველოში ჩამოსაყვანად. საქმე იმაშია, რომ თითოეული ღონისძიების და განსაკუთრებით მარათონების დროს მაყურებელთა მიერ გაღებულ შემოწირულობები ყოველთვის ფონდის საქველმოქმედო მიზნებს ხმარდებოდა, ხოლო უშუალოდ კონცერტების თუ გასტროლების დასაფინანსებლად "იავნანა" დამოუკიდებლად ეძებდა და პოულობდა სპონსორებს, რომელთაც რეკლამის ან მეცენატობის ინტერესი გააჩნდათ. მაგრამ ვინაიდან ფონდი იურიდიული პირია და ერთი ძირითადი ანგარიში გააჩნია ქველმოქმედებისათვის გაღებული ფინანსები და ღონისძიებისათვის მოპოვებული თანხები ერთიან შემოსავლად რეგისტრირდება. მხოლოდ შიდა ორგანიზაციის ფუნქცია არის მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. დაკვეთილი საგაზეთო პუბლიკაციების ავტორების მიზანი კი ხალხის შეცდომაში შეყვანაა და მოსაზრების შექმნა, თითქოს "იავნანა" არაკეთილსინდისიერად ხარჯავდა მის შემოსავლებს.
ყოველივე აქედან გამომდინარე გთხოვთ აღნიშნული პუბლიკაციები განიხილოთ, როგორც გარკვეული ძალების ინტერესის შედეგი, რომ პაატა ბურჭულაძე წინა საარჩევნო პერიოდში იყოს დისკრედიტირებული, რადგან მას მაღალი რეიტინგი, ნდობა და ხალხის სიყვარული გააჩნია.
მე საკმაოდ შორს ვარ პოლიტიკური რეკომენდაციებისგან, უბრალოდ განვიცდი და უზომოდ მტკივა, რომ ფონდის თითოეული თანამშრომელი (განსაკუთრებით მისი სამხატვრო ხელმძვანელი, სიკეთისა და უანგარობის ნამდვილი მაგალითი თეონა ჯორბენაძე) ასეთ განუკითხავობაში თავს დაუცველად, შეურაცხყოფილად და გულნატკენად გრძნობს. ამავე დროს მჯერა, რომ ილია ჭავჭავაძის სიტყვები ამჯერადაც გამართლდება, ნათელს მოჰფენს სიმართლეს და სანთელ-საკმეველი თავის გზას არც ახლა დაკარგავს...
გისურვებთ წინა და პოსტ-საარჩევნო პერიოდის მშვიდობიანად გადაგორებას პირველ ყოვლისა ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ და რაც მთავარია ჩვენი ერთსულოვნების და კეთილგანწყობის შენარჩუნებით, რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი." - განაცხადა ნიკოლოზ რაჩველმა საკუთარ ფეისბუქ გვერძე image

0
97
5-ს მოსწონს
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0