x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"მერსედესმა" მომავლის უპილოტო ავტობუსი გამოსცადა(ვიდეო)
imageკომპანია Mercedes-Benz-მა გამოსცადა თვითმავალი ავტობუსი Future Bus-ი და შეგვიქმნა წარმოდგენა, თუ როგორი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მომავალში.


ავტობუსი შეიქმნა Mercedes-Benz Citaro-ს ბაზაზე, აღჭურვილია 6 ცილინდრიანი 300 ც/ძ-იანი ძრავით. Future Bus -ის შიდა სივრცე მთლიანად ფუტურისტულია და ადგილები დაყოფილია ზონებად, იმისდა მიხედვით რამდენი ხანი მოუწევს ადამიანს მგზავრობა.

image

მთავარი ავტობუსში არის ავტოპილოტის სიტემა CityPilot, რომლითაც ავტობუსს შეუძლია გადაადგილდეს სრულიად ავტონომიურად.



ახდენს წინაღობების, შუქნიშნების, გზაჯვარედინების და ქვეით მოსიარულეთა გადასასვლელების იდენტიფიცირებას.დამონტაჟებული აქვს 10 კამერა, 3D ხედვით, რომლებიც მოკლე და შორ დისტანციებზე კომბინირებულად ახდენენ 200 მეტრის მანძილზე სისტემის ინფორმირებას მოძრაობაზე.

image

CityPilot -ი აღჭურვილია უზუსტესი GPS ნავიგაციით და ახლო და შორეული რადიუსის რადარებით, რომელსაც შეუძლია გზის და მიმართულების სკანირება მოახდინოს.


ავტობუსის მაქსიმალური სიჩქარე 70 კილომეტრია, თუმცა ინჟინრები აპირებენ მომავალში გაზარდონ სიჩქარე.

image


Future Bus-ის ტესტირება ამსტერდამში მოხდა.20 კილომეტრიანი მონაკვეთი მანქანამ წარმატებით გაიარა, აბსოლუტური სიზუსტით დაიცვა მოძრაობის წესები, ჩერდებოდა გაჩერებაზე, შუქნიშანთან, გააატარა ქვეითად მოსიარულეები.საჭიროების შემთხვევაში მძღოლს საშუალება აქვს გამორთოს ავტოპილოტი და ავტობუსის მართვა თავის ხელში აიღოს.


უახლოეს მომავალში დაგეგმილია Future Bus -ის გერმანიის გზებზე გამოცდა.






0
267
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0