x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508488
რას აიძულებდნენ ორსულ ქართველ გოგონას უცხოეთში - შემზარავი ისტორია

imageნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში ქართველი ორსული გოგონას შემზარავ ისტორიას ჰყვება. 21 წლის გოგო დამნაშავეთა ორგანიზებულმა ჯგუფმა ბავშვის გაყიდვის მიზნით იტალიაში ჩაიყვანა და 65 წლის მამაკაცზე დაქორწინებას აიძულებდნენ. სამწუხაროდ არც სამშობლოში ელოდა გოგონას უკეთესი დახვედრა რადგან მამა და ძმები "უკანონო" შვილის გაჩენისთვის სასტიკად აპირებდნენ დაესაჯათ:


"ს პრევენციაა!!!
რამდენიმე დღის წინ საშინელი ისტორიის მომსწრე გავხდი.
დამიკავშირდა 21 წლის გოგონა, რომელიც ქართველ დამნაშავეთა ორგანიზებულმა ჯგუფმა მოტყუებით ჩამოიყვანა იტალიაში. მისი მდგომარეობით ისარგებლეს უსინდისო ადამიანებმა, როდესაც შიტყვეს, რომ ის ორსულად იყო და ეშინოდა ოჯახისწევრებთან გამხელა, შესთავაზეს დახმარება. შეპირდნენ, რომ ჩაიყვანდნენ იტალიაში და შუქმნიდნენ ყველა პირობას ბავშვის შესანარჩუნებლად.
სინამდვილეში ის სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა. მას ამჟამად ემუქრებიან და აიძულებენ მშობიარობის შემდეგ ბავშვი გაყიდოს, ნებაყოფილობით უარი განაცხადოს დედობაზე, ან ცოლად გაჰყვეს 65 წლის უცხო ეროვნების მამაკაცს.
მე, მას შევთავაზე დახმარება, საქართველოში დასაბრუნებლად, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საუკეთესო გამოსავალი, რადგან ოჯახის წევრები, ძმა და მამა, გოგონას უმკაცრესი დასჯით ემუქრებიან, ვინაიდან გოგონა აჩენს (მათი ტერმინით) ეგრეთწოდებულ "უკანონო" შვილს.
იტალიაში გოგონას წაართვეს ყველა საჭირო დოკუმენტი და თანხა, რომელიც გააჩნდა. შეუზღუდეს თავუსფლება და გარკვეული პერიოდი ამყოფებედნენ ფსიქოტროპლი მედიკამენტების ქვეშ, გადაჭარბებული დოზის გამო ის იქნა ჰოსპიტალიზირებული. დედაც და ბავშვიც გადაარჩინეს.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია გააჩნია საქართველოს საელჩოს იტალიაში და ვაცხადებ:
ჩემთვის ცნობილია ყველა დეტალი და ყველა პიროვნება, რომელიც ჩართულია ამ შემზარავ დანაშაულში, როგორც ქალიშვილის მამა, როგორც მეუღლე და როგორც ადამიანი, არ გაპატიებთ ამ ბოროტებას!
გოგონას თმის ღერიც, რომ ჩამოუვარდეს და მის ნაყოფს რაიმე ევნოს, ცოცხლად დაგალპობთ ციხეებში და ამის პირობას გაძლევთ!
მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ამ წუთში უკვე უსაფრთხო ადგილზე გვყავს გადაყვანილი (რამაც გადამაწყვეტინა ხმამაღალი განცხადების გაკეთება) ეს არ არის სრული გარანტია, იოალად თავი დააღწიოს ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფს, ამიტომ მე დღესვე მივმართავ შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს, საქარველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს საელჩოს იტალიაში, გამოიყენონ საერთაშორისო კონვენციებით მინიჭებული ყველა უფლება და სასწრაფოდ აღკვეთონ ტრეფიკერთა ამაზრზენი დანაშაული, რომელსაც სისტემატიური ხასიათი აქვს და შეიძლება კიდევ უამრავი ჩვენი მოქალაქე გახდეს მსხვერპლი.
წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ პასუხისმგებლობას დავაკასირებ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც ვალდებულია დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქე ადგილსამყოფელის მიუხედავად.
ეს არის საერთაშორისო ტრანსნაციონალური კრიმინალური დანაშაული.
ველოდები სასწარაფო რეაგირებას.
ჩემი საკონტქატო ტელეფონია +33601447038.
პ.ს. ნანუკა ჟორჟოლიანი. ამ ბავშვს სასწრაფოდ დაკავშირება უნდა თქვენთან.
" - წერს სულა სულაშვილი.


image

0
377
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0