x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134345
  • ვიდეო:352355
  • სურათი:508425
კუმისელი ,,მოჩვენება''

imageბოლო დროს კუმისელი “მოჩვენების'' შესახებ ამბები ელვისებური სისწრაფით ვრცელდება საზოგადოებაში. იგი კუმისში, კოდაში და ხანაც ღოუბანში დადის და ცდილობს ხალხი შეაშინოს მისი უცნაური გარეგნობითა და ხმით. როგორც მნახველები ყვებიან, იგი შავი შესამოსლით მანტიის მსგავსი ტანსაცმლით გამოირჩევა, სახე ძირითად შემთხვევებში შავად ან წითლად აქვს შეღებილი, თავი “ბენდენით'' დაფარული, სიმაღლით დაახლოებით მეტრსა და ოთხმოცდაათ სანტიმეტრს აღწევს, აქვს ხმა რომელიც თვითმხილველების თქმით ჯერ არცერთი ცოცხალი არსებისგან არ გაუგიათ, რთულია ამ ხმის ადამიანის მიერ გამოცემა- აღნიშნავს კოდის მცხოვრები ინტერვიუში.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მნახველების თქმით იგი თავისუფლად გადაახტა რამდენჯერმე ორმეტრიან ღობეს, რაც ძლიერი ფიზიკური მომზადების ან რაიმე ზებუნებრივი უნარის გარეშე შეუძლებელია.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ტერიტორიაზე სადაც ეს ადამიანი გაივლის და ხალხს აშინებს ძალიან ხშირია საქონლის ან შინაური ცხოველების სიკვდილიანობა, მათ შორის (კატების, ძაღლების, ძროხების, ღორების) . მოსახელობის თქმის გამოსაკვლევია და ჩასატარებელია ექსპერტიზა თუ რატომ იხოცებიან ცხოველები კონკრეტულად იმ ადგილას სადაც “მოჩვენება'' გაივლის ხოლმე, მათი ვარაუდით შეიძლება ცხოველები მოწამლული ყოფილიყვნენ და თუ ეს ჰიპოთეზა არ გამართლდა მაშინ საქმე ნამდვილად პარანორმალურ მოვლენასთან გვექნება, რომელიც არც ტყვიებს, არც მთელი სოფლის მამაკაცების ძალას და რაც ყველაზე დამაფიქრებელია არც პოლიციას არ უშინდება.

0
1567
5-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი ქვისმთლელი
თავისუფალი ქვისმთლელი
1567
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0