x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მაგდა პაპიძის დედა მიმართვას ავრცელებს-"ვითხოვ კატეგორიულად შეწყდეს კომენტარები და უაზრო განხილვები!"

image
ქმარ-შვილის მკვლელობაში გასამართლებული მაგდა პაპიძის დედა, ლია შამუგია საზოგადოებას სოციალური ქსელით, "ფეისბუქით" მიმართავს. ამ სტატუსს კი მაგდას და, ლანა პაპიძე თავის პირად გვერდზე აქვეყნებს. ლია შამუგია შეშფოთებას გამოთქვამს იმ შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, რომლებიც მისი ოჯახისა და მაგდას ადვოკატის მიმართ იწერება:


"მივმართავ საზოგადოებას! მე, დედა მაგდა პაპიძის, შეშფოთებული ვარ გავრცელებული კომენტარებით ჩემი ოჯახის და განსაკუთრებით ჩემი მაგდას ადვოკატის ქალბატონ ირმა ბრელიძის მიმართ. ზღვარს გადაცილებულია თქვენი შეურაცხმყოფელი შეფასებები და კომენტარები ადვოკატის მიმართ! ეს იგივე ჩემს მიმართ გამოთქმული შეურაცხყოფაა, რადგანაც მე ნამდვილად არ შემშლია ის, თუ ვინ დამეყენებინა ჩემი შვილის გვერდით. ეს ის ღირსეული, პროფესიონალი და თავისი საქმის ჭეშმარიტად მცოდნე ადამიანია, ვინც იმაზე მეტი გააკეთა ვიდრე ეკუთვნოდა... და იმაზე მეტიც ვიდრე გამოძიებას უნდა გაეკეთებინა... და ვისაც არ გინდოდათ შეგემჩნიათ ან ვერ მოხერხდა სასამართლოზე დახურული პროცესების გამო მოვლენების მიმართ თვალყური გედევნებინათ, მინდა გითხრათ რომ ნამდვილად ცდებით თქვენს შეფასებებში! რატომ არ აკეთებთ კომენტარებს იმაზე, თუ როგორი აზროვნებით წარმართა და ჩამოაყალიბა ბრალდების მხარემ ეს მოვლენები.... ეს ხომ აშკარად ნიშნავს მიზანდასახულად თვალის ახვევას რეალობის მიმართ, ახვევას რეალობის მიმართ. დამერწმუნეთ ბევრი რამ თქვენთვისცნობილი არ არის და სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვ კატეგორიულად შეწყდეს კომენტარები და უაზრო განხილვები, ვინაიდან საზღვარი აქვს მოთმინებასაც და თავის დახრას ამ ყველაფრის მიმართ. ლია შამუგია..."image

0
507
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
507
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0