x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ორგანიზმის გაწმენდა ერთ დღეში. როგორ მოვამზადოთ ენერგეტიკული სალათი

image


ეტაპი №1

მთელი დღის მანძილზე მიიღეთ გაფილტრული ან გამღვალი წყალი. შეგიძლიათ გაურიოთ ლიმნის წვენი და თაფლი. მიირთვით ერთი ჭიქა სუფთა წყალი ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.


ეტაპი №2

აფთიაქში შეიძინეთ ბრტყელეკალა – ეს მცენარე ორგანიზმში ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავებს და პოზიტიური გავლენა აქვს ღვიძლზე. მიიღეთ ბრტყელეკალას ნახარში დღეში 2-4-ჯერ.


ეტაპი №3image

საკმარისია საუზმედ 1 დესერტის კოვზი სელის თესლი მიიღოთ და ამით გაიუმჯობესებთ კუწ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას. უმჯობესია თუ სელის თესლს ძილის წინ დაალბობთ. ჭამის შემდეგ მიღებული ბლანტი მასა ადვილად შემოეხვევა ნაწლავის ლორწოვან გარსს, რაც გააუმჯობესებს მის პერისტალტიკას ( ღრუ მილოვანი ორგანოების (ნაწლავი, კუჭი, შარდსაწვეთი) კედლების ტალღისებური თანამიმდევრული შეკუმშვა, რაც ხელს უწყობს ორგანოს შიგთავსის გადაადგილებას)

ეტაპი №4

ყოველი ჭამიდან 20 წუთის შემდეგ მიირთვით მწვანე ან ბალახის ჩაი. ასეთი ჩაი სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას ახდენს, კუჭში ანთებით პროცესებს აქრობს, ასევე ღვიძლსა და თირკმელებს ასუფთავებს. სასურველია რომ მწვანე ან ბალახის ჩაის დალევა თქვენს ყოველდღიურ ჩვევად იქცეს.

ეტაპი №5

ენერგეტიკული სალათი

მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
– 200 გ. ბროკოლი;
– 120 გ. მწვანე ბარდა;
– 40 გ. ავოკადო;
– 20 გ. მზესუმზირა;
– 100 გ. ახალი კიტრი;
– 50 გ. ყველი(ბრინზა);
– 50 გ. პიტნა და ოხრახუში;
– ლიმონის წვენი;
– ზეითუნის ზეთი.


მომზადების წესი: წვრილად დაჭერით ინგრედიენტები და კარგად აურიეთ, მოასხით ზეითუნის ზეთი და ლიმნის წვენი. სალათიც მზადაა! ის შეიცავს ფოლიუმის მჟავის მარილს, რომელიც დაგეხმარებათ ენერგეტიკული ბალანსის აღდგენაში.

1
342
16-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
342
  
2016, 27 ივლისი, 9:50
როგორც ყოველთვის სასარგებლო და წაკითხვადია
0 1 1