x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
15 ეკრანიზაცია, რომლებიც წიგნზე უკეთესია
ხშირად წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმები, მაყურებელს იმდენად აღაფრთოვანებს,

რომ ერთხმად აღიარებენ: ფილმის ბევრად სჯობს წიგნში გადმოცემულ ამბავს!

თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ასე არ ხდება.

ჩემი აზრით, წიგნს თუკი ის მართლაც კარგია, ვერც ერთი ფილმი ვერ აჯობებს, მაგრამ


არსებობს კინო-მოყვარულთა ნაწილი, რომელიც ასე არ ფიქრობს და ხშირად წიგნს ფილმს

ამჯობინებენ. რა თქმა უნდა, წიგნის მიხედვით ფილმის გადაღების დროს, უდიდესი

როლი რეჟისორის ხედვას და მსახიობების ოსტატობას მიუძღვის.

image


15."კაცობრიობის შვილები"


ეს არის ერთ-ერთი ძლიერი მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, რომელშიც უმაღლეს დონეზეა

გადმოცემული წიგნში მოცემული მხატვრული სიუჟეტები, სწორედ ამის წყალობით, მან

მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

წიგნი რომელიც ფილმს საფუძვლად დაედო, ფილის დოროთი ჯეიმსს ეკუთვნის,

წასაკითხათ ნამდვილად არაა ცუდი, მაგრამ ფილმმა ნამდვილად აჯობა.


image



14. "ნათლია"


მარიო პიუზოს ყველასთვის ცნობილი და საყვარელი რომანი "ნათლია", რა თქმა უნდა

კლასიკური ლიტერატურის შედევრია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მისი ფრენსის

კოპალამ მსოფილიო კინოს ისტორიაში, წიგნის მიხედვით საუკეთესო ეკრანიზაცია

შექმნა.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო. მოთხრობილია კორლეონეს კრიმინალური ოჯახის შესახებ.


image



13. "სამართებელზე მორბენალი"


ფილმი ეფუძნება მწერალ ფილიპ დიკის რომანს: "ოცნებობენ თუ არა ანდროიდები ელექტრონულ ცხოვრებზე?"

ფილმი 1982 წელს რეჟისორმა რიდლი სკოტმა გადაიღო, მთავარ როლებს ასრულებენ

ჰარისონ ფორდი, რუტგერ ჰაუერი და შონ იანგი.

სიუჟეტით, მოქმედება მიმდინარეობს ლოს-ანჯელესში, 2019 წელს. გენეტიკური ინჟინერიით შექმნილი ორგანული რობოტი რეპლიკანტები იწყებენ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას და ეწინააღმდეგებიან კანონებს, ქმნიან რა საშიშროებას საზოგადოებისათვის. მთავარ გმირს, ე.წ. სამართებელზე მორბენალს, რიკ დეკარდს, დაევალება რამდენიმე მათგანის განადგურება.


image



12. "დარჩი ჩემთან"


ამ ჩამონათვალში სამართლიანად მოხვდა სტივენ კინგის ნაშრომის მიხედვით

("სხეული") გადაღებული ფილმი "დარჩი ჩემთან". ბევრმა შესაძლოა იფიქროს, რომ მწერლის შემოქმედების დაკნინება ხდება, მაგრამ ასე არ არის, რადგან ამ შემთხვევაში

დიდი მწერლის დიდმა ნამუშევარმა, მოგვცა შესანიშნავი ფილმი, რაც მწერლის ნიჭზე

მიუთითებს.

და რა თქმა უნდა, ძლიერი მსახიობები, რომლებმაც დაუვიწყარი პერსონაჟები განასახიერეს.


image



11. "ნათება"


ფილმი, რომელიც გადაღებულია სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. „ნათება“ პირველი იყო კინგის ნაწარმოებთაგან, რომლის ეკრანიზაციაც მოხდა. ფილმში სპეციალური ოპერატორული ეფექტების მისაღწევად კუბრიკმა გამოიყენა მოწყობილობა „სტედიკამი“.

წიგნი იმდენად კარგია, რომ გადაჭრით ვერ იტყვი, რომ ფილმი ჯობია.

და მაინც, არ შეიძლება არ აღინიშნოს კუბრიკის შესანიშნავი ინტერპრეტაცია.


image




10. "ყბები"


გახმაურებული რომანი "ყბები" პიტერ ბენჩლის ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც 1975

წელს სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი იმავე სახელწოდებით.

წიგნმაც და ფილმმაც უდიდესი გამოხმაურება მოიპოვა, ძნელი სათქმელია, რომელმა

რომელს აჯობა.


image



9. "ფორესტ გამპი"


რეჟისორ რობერტ ზემეკისის 1994 წლის ფილმი. იგი ეფუძნება უინსტონ გრუმის ამავე სახელწოდების რომანს და მოგვითხრობს მთავარი გმირის, ფორესტ გამპის მიერ განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე. ფილმმა არაერთი ჯილდო მიიღო, რაც ფილმზე მთელი მსოფლიოს რეაქციის შედეგი იყო.

ეს ფილმი გახდა ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი რობერტ ზემეკსის კარიერაში,

თუმცა თავად მსახიობმაც, ტომ ჰენკსმა თავის როლი არაჩვეულებრივად შეასრულა,

რამაც დიდწილად განაპირობა ფილმის წარმატება.

image



8. "მებრძოლთა კლუბი"


ჩაკ პალანიკის უამრავი რომანიდან, ყველაზე დიდი ყურადღება და მოწონება "მებრძოლთა კლუბმა" დაიმსახურა. წიგნის ეკრანიზაცია კი შესანიშნავად შესძლო

რეჟისორმა დევიდ ფინჩერმა.

ედვარდ ნორტონისა და ბრედ პიტი დამსახურებით ფილმი ნამდვილი შედევრია.

რეჟისორმა ფილმში გამოიყენა უამღლესი ტექნიკური ტრიუკები, რითაც მაყურებელი

აღაფრთოვანა.


image



7."გაქცევა შოუშენკიდან"


სტივენ კინგის რომანის კიდევ ერთი წარმატებული ეკრანიზაცია, რეჟისორმა ფრენკ

დარაბონტმა 1994 წელს გადაიღო.

"გაქცევა შოუშენკიდან" ეფუძვნება ამბავს :"რიტა ჰეივორტი და გაქცევა შოუშენკიდან."

ამ შემთხევაშიც მწერლის დამსახურებაა, რომ ფილმი კარგი გამოვიდა.


image



6. "კრავთა დუმილი"


1991 წლის ამერიკული ფსიქოლოგიური თრილერი, რომელიც გადაღებულია ჯონათან დემის მიერ. ფილმში მონაწილეობენ ჯოდი ფოსტერი, ენტონი ჰოპკინზი, სკოტ გლენი, ტედ ლივინი, ენტონი ჰილდი და ბრუკ სმიტი. ფილმი გადაღებულია ტომ ჰარისის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით. ფილმში აღსანიშნავია პერსონაჟი ჰანიბალ ლეკტერი, კანიბალიზმისმიმდევარი სერიული მკვლელი.

ფილმის პოპულარობა რა თქმა უნდა ნოველის შინაარსმა განაპირობა, მაგრამ უნდა

აღინიშნოს მსახიობების შესრულება, ჯუდი ფოსტერმა ამ ფილმში ითამაშა საუკეთესო

როლი კარიერის მანძილზე, მაგრამ ფილმის ნამდვილი ვარკვლავი ენტონი ჰოპკინსი

გახდა, რომელმაც ჰანიბალ ლეკტერის როლი ითამაშა.


image



5. "იურული პერიოდის პარკი"


ფილმი 1993 წელს სტივენ სპილბერგმა გადაიღო მაიკლ კრაიტონის წიგნის მიხედვით,

მაიკლ კრაიტონი იყო ამერიკელი ფანტასტიური ჟანრის მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.

მისმა ნამუშევარმა "იურული პერიოდის პარკი" ყველაზე დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია.

ფილმი არის ოსკარის მფლობელი.

image


4. "სამეფო კარის თამაშები"


სიუჟეტი დაფუძნებულია ჯორჯ მარტინის „A Song of Ice and Fire”-ის ცნობილი რომანების ციკლზე. მოვლენების ეპიცენტრშია მისტიური მიწა ვესტეროსი, რომლის ხელში ჩაგდებას 7 სამეფო ოჯახი ცდილობს. სამოქალაქო ომი, სამეფო ინტრიგები, ღალატი, თავგანწირვა ეს სწორედ ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც სერიალს ყველაზე ნახვადს ხდის.

რომანების ციკლზე მუშაობა ჯორჯ მარტინმა 1991 წელს დაიწყო. წიგნი უმალვე გახდა ცნობილი და მალე ბესთსელერის ტიტულიც კი მოიპოვა.


image



3. "ფსიქო"


ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქოლოგიური თრილერი. გადაღებულია 1960 წელს მინიმალური დანახარჯებით. როლებს ასრულებენ ჯენეტ ლი, ვერა მაილზი და ენტონი პერკინსი.
ფილმი დაფუძნებულია რეალურად არსებული მკვლელის, ედ გეინის ისტორიაზე. ფილმი კომერციულად წარმატებული იყო და ჰიჩკოკის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.


image



2. "ნავთობი"


2007 წლის ამერიკული ფილმი. წარმოადგენს ეპტონ სინკლერის რომანის ეკრანიზაციას. მოქმედება მიმდინარეობს კალიფორნიაში მეოცე საუკუნის 20-იან წლებში და ასახავს დენიელ პლეინვიუს, ნავთობმომპოვებელი კომპანიის ამბიციური მფლობელის ისტორიას.

რეჟისორი პოლ ტომას ანდერსონი.

ფილმში მთავარი როლი ითამაშა დენიელ დეი-ლუისმა.

ფილმმა დაიმსახურა ოსკარი საუკეთესო ოპერატურისთვის და ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისორისთვის.


image



1. "ადაპტაცია"


ფილმი შეიქმნა სუზან ორლეანის რომანის მიხედვით " ორქიდიების ქურდი."

ფილმი მოგვითხრობს სცენარისტ ჩარლი კაუფმანის ცხოვრების ამბავს.

რეჟისორმა სპაიკ ჯონსმა ფილმი 2002 წელს გადაიღო.

თვითონ რომანი ძალიან საინტერესო წასაკითხია, თუმცა ფილმის ყურება ნამდვილად

ღირს. მას ოთხი ოსკარი აქვს მიღებული.

მთავარ როლს ასრულებს ნიკოლას ქეიჯი.

image

2
2426
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
2426
  
2016, 26 ივლისი, 22:00
მადლობ, ლელა "ფორესტ გამპი" მეც მომწონს, თუმცა წიგნი არ წამიკითხავს :)
2016, 26 ივლისი, 19:01
მაგარი სტატიაა, ხატი ყოჩაღ! "ფორესტ გამპი" – ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ფილმია :)
0 1 2