x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტაძრის გზა

იღვიძებ და ხვდები, ისევ თავიდან იძირები დეპრესიის მორევში, ისევ გეხვევა ფეხზე, რაღაც უცნაური ბორკილი და არსად გიშვებს, ისევ იკეტები და ისევ შენთავთან მარტო რჩები, არავინ გინდა, არავის საუბარი არ გამშვიდებს, პირიქით, უფრო ღიზიანდები, ზიხარ და უყურებ რაღაც წერტილს და ამასობაში უსასრულობაში იკარგები, იკარგები და შენი უხილავი ძაფებით ვეღარსად ეჯაჭვები, ხვდები, უფრო მეტად გინდა გაქცევა, გარბიხარ .. უკან მოუხედავად და ერთადერთი რაც გაჩერებს ზემოთ აზიდული ეკლესიის გუმბათია, აი მაშინ ხვდები, რომ შენ ასე არ უნდა იქცეოდე, შედიხარ, მშვიდდები და ახლა უფრო სასიამოვნოდ იკარგები შენ თავში .
-გჭირდებათ, გოგონა დახმარება, რაღაც ცუდად გამოიყურებით.
უცებ გესმის და ხვდები, რომ ეს ის ადგილია სადაც ყველა ხვდება ვის რა ჭირს, იმიტომ, რომ აქ არ ინიღბებიან, არ შეიძლება, ამ ადგილას სული შიშვლდება.
-მადლობა, გამოვკეთდები.
-შვილო, ცუდად თუ ხარ მითხარი, დაგეხმარები თუ რამით შემიძლია, ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი პრობლემებით მოდის, მშვიდდება, მაგრამ თუ ბოლომდე არ განთავისუფლდა, მაინც ითრევს ის ძლიერი ბორკილები, დატოვე დარდი, განთავისუფლდი, შეიძლება ადამიანმა ვერ გაგიგოს, მაგრამ აქ ყველა გაგიგებს.
შავებში ჩაცმულმა მოხუცმა ზეცისკენ აიხედა და თვალცრემლიანმა დამჭკნარი ხელი ხელზე მომიჭირა.image

0
30
2-ს მოსწონს
ავტორი:ჯინაა
ჯინაა
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0