x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ეს მარის ოთახია... ქუჩაში გაიზარდა... არავინ არ ჰყავს... არ ახსოვს რამდენი წლისაა... გაავრცელეთ..."

image
სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი მორიგ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" და მისი თხოვნაა, რომ ეს წერილი გაავრცელონ:

"ეს მარის ოთახია... ქუჩაში გაიზარდა... არავინ არ ჰყავს... არ ახსოვს რამდენი წლისაა... ამ რაღაც შენობაში გაატარა ზამთარი, გათბობის და ფანჯრების გარეშე. არ ჰყავს ახლობლები, არ აქვს პირადობის მოწმობა. დაავადებულია ნერვული დაავადებებით, მათ შორის ეპილეფსიით. ხშირად ერევა მეტყველება და ავიწყდება ფაქტები... შესახედაობით მართლა ძვალი და კანია დარჩენილი, 40 კგ-ც არ იქნება ალბათ, ავადმყოფობის გამო არ შეუძლია მუშაობა. თავს ირჩენს მეზობლის კურდღლების მოვლით და როცა აღარც საჭმელი აქვს და აღარც წამლები ღამე გადის და ტრასაზე დგება...
ჩვენ ასეთ ადამიანებს "ბოზებს" ვეძახით და გვეზიზღებიან, არადა არიან ჩვეულებრივად ყველასგან მიტოვებული და ყველაზე უბედური ადამიანები. ზოგჯერ საჭმელი მიმაქვს ხოლმე მათთვის, იმიტომ რომ არასოდეს არ აქვთ და სულ შიათ. პირდაპირ მიწაზე სძინავთ, არცერთს არ აქვს პირადობის მოწმობა და არანაირი საბუთი. ბევრმა არ იცის წერა-კითხვა და ნებისმიერი მარტივი დაავადება ხშირად მათი სიკვდილით მთავრდება. ერთი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, ერთი ზამთარში გაიყინა და ჩვენით დავასაფლავეთ... გეხვეწებით ნუ შეგვეზიზღება და ადამიანებივით მოექეცით. უმრავლესობა ძალით, ზიზღით და გამოუვალი მდგომარეობის გამო აკეთებს ამას...
ან როგორ მიდიან ასეთ ნახევარ ადამიანებთან ეს საქონელი ტიპები და 5 ლარის სანაცვლოდ მომსახურებას იღებენ...
მარის სასწრაფოდ სჭირდება ექიმები, კონსულტაცია, ნევროლოგის პირველ რიგში. თუ ვინმე ხართ ისეთი, რომ პირადობის გარეშე გასინჯოთ და წამლები გამოუწეროთ, წამლებს მე ვუყიდი. ხვალ დავპირდი მოვალთქო და აუცილებლად მივალ. იქნებ რამდენიმე მაინც გადავარჩინოთ სიკვდილს რა... თუ ნახავთ და დაელაპარაკებით ნახავთ, როგორი უბრალო და საცოდავი გოგოა. გამივრცელეთ იქნებ ვინმე იყოს ასეთი ექიმი ან კლინიკა რა..."image

0
262
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
262
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0