x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ლეგენდა, თუ როგორ შეუყვარდა ქალს ვეზირი
უძველეს სამეფოში ცხოვრობდა მეფის ვეზირი, რომელსაც ცოლი არ ჰყავდა. უნდოდა დაოჯახება, თუმცა უშნო იყო, ფული კი ჰქონდა. სულ ფიქრობდა: ვისაც ფული აქვს ცოლად მიჰყვებიან, თუნდაც უშნონი იყვნენ და მე ასეთი რა ვარო. გადაწყვიტა წასულიყო სხვა ქვეყანაში და ენახა მისნაირი უშნო, იმის ფიქრით, რომ ვინმე გამყვესო და გაუდგა გზას.


ბევრი იარა თუ ცოტა ერთ სახელმწიფოს მიადგა. ყველა ქალს უყურებდა. ამოირჩია ერთი ყველაზე უშნო და უთხრა:

- თქვენი სახელი გეთაყვა?

- შენი საქმე არაა.


- როგორ ლაპარაკობ! მე მთავარი ვეზირი ვარ.

ეს ხალხმა გაიგო და დაიჭირა. მიიყვანეს უცხო ქვეყნის მეფესთან და თქვეს:

- თქვენო ღირსებავ, ამან თქვა მთავარი ვეზირი ვარო.

- როგორ გაბედა მაგ ბრიყვმა. გამოკეტეთ საკანში! იჯდა ციხეში საწყალი ვეზირი. რამდენიმე დღეში მოვიდა ის ქალი, რომელიც მან აირჩია, თუმცა მასთან კიდევ ერთი კაცი იყო. ქალმა თქვა:
- ნუ გეშინიათ ბატონო, თქვენ თავისუფალი იქნებით, ეს კაცი ელჩია და ხშირად ყოფილა თქვენს ქვეყანაში. მე კი ბოდიშს გიხდით, ჩემი საქციელისთვის.

ვეზირს გაუხარდა და მალე გაათავისუფლეს კიდევაც. გადაწყვიტა სასწრაფოდ გაგცეულიყო, სანამ რამე ხათაბალა კიდევ არ დაატყდებოდა თავს. ქალს კი მოეწონა ვეზირი და პირდაპირ გაუნდო გულის ნადები:

- მე თქვენ მომწონხართ ბატონო, ჟაკ!

- მე? - გაიკვირვა ვეზირმა. - მე?

- დიახ, თქვენ.

- მე ხომ უშნო ვარ...

- როგორც ელჩმა მიამბო თქვენ კეთილი ხართ და მიმტევებელი, ამასთანავე ნდობით აღჭურვილი პირი. ფულიც გაქვთ... საიდუმლოს გეტყვით და სულ მინდოდა ჩემზე ლამაზი წყვილი მყოლოდა.

- თქვენ ხომ...

- მე უშნო ვარ, არ გეწყინოთ მაგრამ თქვენც, თუმცა მე არავის მოვწონვარ. ხომ მოგწონვართ?

- საიდან მიხვდით, რომ მომწონდით?

- ქალური ინტუიცია. როცა პირველად შემხვდით, შეკითხვა ისე დამისვით... აშკარად რაღაცაში იყო საქმე.



ისინიც წავიდნენ ჟაკის სამშობლოში და იქორწინეს. ასე იპოვა ცოლი ვეზირმა ჟაკმა.სიყვარული



0
203
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაშიკო მგზავრული
მაშიკო მგზავრული
203
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0