x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბედნიერებაა, როდესაც...

ყველა ადამიანს საკუთარი წარმოდგენა აქვს ბედნიერებაზე. ქვემოთ გთავაზობთ, ხალხში გავრცელებულ ან ცნობილი ადამიანების მიერ ნათქვამ ყველაზე ცნობილ ციტატებს, ამ საკითხთან დაკავშირებით.


imageimageბედნიერებაა, როდესაც სული აღარ გთხოვს იმას, რაც მას არა აქვს და ხარობს იმით, რაც აქვს.

image

ბედნიერება, ის კი არა არის, როდესაც ყველაფერი გაქვს, არამედ ის, როდესაც იღებ სიამოვნებას იმით, რაც გაქვს.

image

ბედნიერებაა, როდესაც ადამიანები, რომლებიც არ მოგწოს, თავადაც თავს გარიდებენ.

image

ბედნიერებაა, როდესაც ცხოვრებაში, მორიგი პრობლემა დასრულებულია და შემდეგი ჯერ არ დაწყებულა.

image

ბედნიერებაა, კარგი საჩუქრის მიღება. ყველაზე კარგი საჩუქარი მოხვევაა. ის ყველას ერგება ზომაში და არავინ იქნება წინააღმდეგი, თუ უკან დაუბრუნებთ.

image

ბედნიერი ის კი არ არის, ვინც ცხოვრებაში “სწორ" გზას აირჩევს, არამედ ის, ვისაც უყვარს თავის მიერ არჩეული გზა. გზაზე შემხვედრი თითოეული ქვა, თითოეული აღმართი და დაღმართი... ადამიანს ცხოვრების სიყვარული ანიჭებს ყველაზე დიდ ბედნიერებას.

image

ფულში არ არის ბედნიერება და არც ფულით შეიძლება მისი ყიდვა.

image

ნუ დააკავებ მას, ვისაც წასვლა უნდა, ნუ ჰკრავ ხელს მას, ვინც მოდის და ბედნიერება თავად გიპოვის.

ო. ხაიამი

image

ბედნიერებას გასაღები არ სჭირდება, მისი კარები მუდამ ღიაა.

დედა ტერეზა

image

ადამიანები რამდენადაც უბედურები არიან, იმდენად ბოროტები არიან.

უ. სომერსეტი

imageნაწყენები ცდილობენ ვინმეს აწყენინონ, ბედნიერები - სხვა გააბედნიერონ.

image

ბედნიერებაა, როდესაც: გვერდს ჩაუვლი აფთიაქს, იმიტომ რომ, არაფერი გაწუხებს, გვერდს ჩაუვლი მაღაზიას, იმიტომ რომ, ყველაფერი გაქვს და სახლში მიდიხარ, იმიტომ რომ, იქ გელოდებიან.

image

ბედნიერებაა, როდესაც ყველა სახლშია.

imageბედნიერი ის იქნება, ვინც შურს კი არა, აღფრთოვანებას ისწავლის.

3
211
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
211
  
2016, 10 ივლისი, 14:35
დიახ, ომარ ხაიამის რობაიებზე ვგიჟდები... (იმასაც მივხვდი რა თქმა უნდა)
2016, 10 ივლისი, 13:01
ოჰო, სპარსული პოეზიის თაყვანისმცემელი ხარ? მაშინ ჯამის ლექსებიც წაიკითხე... ისე, მე,პირადად, ძალიან მომწონს ფრაზა სახარებიდან - ,,გაცემა მეტი ბედნიერებაა, ვიდრე მიღება,, და სხვათა შორის, უბედურებაა, როცა სხვის სახელსა და გვარს ამოფარებული, დებილ კომენტარებს აკეთებს ვიღაც)))) შენ მიხვდები, რაზე ვლაპარაკობ))))))
2016, 10 ივლისი, 12:25
"ნუ დააკავებ მას, ვისაც წასვლა უნდა, ნუ ჰკრავ ხელს მას, ვინც მოდის და ბედნიერება თავად გიპოვის"-ეს ყველაზე მეტად მომეწონა. საერთოდ ომარ ხაიამის შემოქმედებას რაც უფრე მეტად ვეცნობი, მით უფრო მეტად მომწონს ის
0 1 3