x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სირთულეები, რომელსაც ვხვდებით უმცროსკლასელთა სწავლებისას
image
სკოლაში სწავლის დაწყება სერიოზული ცვლილებაა ბავშვის ცხოვრებაში. პედაგოგები და მშობლები უნდა დაეხმარონ მათ უმტკივნეულოდ გადავიდნენ თამაშის ქცევიდან სასწავლო ქცევაზე.
სირთულეები რომელსაც შეხვდება ბავშვი სკოლაში სწავლისას სხვადასხვა
მიზეზითაა გამოწვეული.


ქრონიკული წარუმატებლობა. ხშირად ბავშვის სკოლისადმი ადაპტაციას ართულებს მშობლის დამოკიდებულება სკოლისადმი. ერთის მხრივ, მშობელს გონია, რომ ბავშვი ცუდად იგრძნობს თავს სკოლაში (არ ეყოლება კარგი მასწავლებელი, მეგობრები); შიშობს რომ ბავშვი ხშირად გაცივდება, იავადმყოფებს. მეორეს მხრივ, ბავშვისგან ელიან მაღალ მიღწევებს და გამოხატავენ უკმაყოფილებას, როცა ბავშვს სირთულეები ექმნება სწავლის პროცესში.
ბავშვის სკოლაში მიყვანის შემდეგ იცვლება მშობელის დამოკიდებულება
ბავშვისადმი, მისი წარმატებისა და წარუმატებლობისადმი. “კარგად” ითვლება ბავშვი, რომელიც ადვილად სწავლობს წერა-კითხვას, მათემატიკას, აქვს ფართე თვალსაწიერი. იმ აუცილებელ სირთულეებს, რომელსაც ბავშვების უმრავლესობა ხვდება სწავლის დასაწყისში, ასეთი მშობლები ნეგატიურად აღიქვამენ. ეს კი შეიძლება გამოხატონ ვერბალურად ან არავერბალურად. მშობლების მხრიდან ასეთი შეფასების შედეგად ეცემა ბავშვის თვითშეფასება, იზრდება შფოთვა. ამას კი მივყავართ წარუმატებლობისკენ. ბავშვი ცუდად ითვისებს ახალ მასალას, ჩვევებს. ყოველივე ამას მოყვება მშობლის უკმაყოფილება. წარუმატებლობა ხდება ქრონიკული.


წარუმატებლობის მიზეზები:

არასაკმარისი მზაობა სკოლისადმი (მაგალითად, ცუდად აქვს განვითარებული ნატიფი მოტორიკა, შესაბამისად უჭირს წერა; ან ნებისმიერი ყურადღება, ამიტომ უჭირს ყურადღების წარმართვა).

ოჯახში კონფლიქტური სიტუაციების გავლენით ჩამოყალიბებული შფოთვა. ასეთ ოჯახში გაზრდილ ბავშვს არ უყალიბდება დაცულობის გრძნობა და პანიკურად რეაგირებს სირთულეებზე, რომელიც გადააქვს სასკოლო ცხოვრებაზე.


მშობლების გადაჭარბებული მოლოდინი. ბავშვის ნორმალური, საშუალო წარმატებები აღიქმება როგორც წარუმატებლობა. შედაგად იზრდება შფოთვა, ეცემა წარმატების მიღწევის სურვილი, თვითშეფასება. ხშირად მშობლები და პედაგოგები ცდილობენ დაეხმარონ ბავშვს სირთულეების დაძლევაში (მათი თვალთახედვით). ზრდიან ბავშვის
დატვირთვას, უტარებენ დამატებით მეცადინეობებს, ზედმეტად აკონტროლებენ. ეს კი იწვევს ბავშვის განვითარების შეფერხებას.

სასწავლო საქმიანობაში ჩაურთველობა. ბავში ზის გაკვეთილზე, მაგრამ არ ესმის მასწავლებლის შეკითხვები, მითითებები. ეს არ არის უყურადღებობა. ეს არის საკუთარ შინაგან სამყაროში, ფანტაზიებში წასვლა. ეს ემართებათ ბავშვებს, რომლებიც ვერ ღებულობენ საკმარის ყურადღებას, სიყვარულს, ზრუნვას მშობლებისაგან და უფროსებისგან. ბავშვი იკამაყოფილებს მოთხოვნილებებს ფანტაზიებში და არ აქცევს ყურადღებას რეალურ სირთულეებს. მას უყალიბდება შფოთვის მაღალი დონე. ეს კი ხელს უშლის მისი უნარების რეალიზაციას. იწვევს სირთულეებს სწავლაში.


როგორ დავეხმაროთ?
გამოვიჩინოთ ყურადღება.დავეხმაროთ მისი ფანტაზიების რეალიზაციაში - ხატვის, ძერწვის, კონსტრუირების გამოყენებით.გავუკეთოთ მხარდაჭერა.


ნეგატიური დემონსტრატიულობა. ეს დამახასიათებელია იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც აქვთ ყურადღების მაღალი მოთხოვნილება. ასეთ ბავშვებს საყვედურობენ არა ცუდ სწავლას, არამედ ცუდ ქცევას. ისინი არღვევენ დისციპლინას საკლასო ოთახში და შესვენებაზე. მათ უნდათ მიიღონ ყურადღება ნებისმიერი ფორმით. ნებისმიერი ემოციური გამოვლენა უფროსების მხრიდან, როგორც დადებითი (შექება, თბილი სიტყვა), ასევე უარყოფითი (ყვირილი, შენიშვნა) არის დემონსტრატიული ქცევის განმამტკიცებელი.
ასეთ ბავშვებს აკლიათ მშობლების მხრიდან სიყვარული, მოფერება, გაგება,
მიღება.


სიზარმაცე. სიზარმაცის მიზეზი შეიძლება იყოს:
დაქვეითებული შემეცნებითი ინტერესები.

წარუმატებლობის თავიდან აცილების მოტივაცია – “არ გავაკეთებ, იმიტომ
რომ მაინც არ გამომივა”, “მე არ შემიძლია”.

აქტიობის შენელებული ტემპი (ტემპერამენტის თავისებურება). ბავშვი კეთილსინდისიერად, მაგრამ ნელა სწავლობს. პედაგოგებს და მშობლებს კი გონიათ, რომ ის ზარმაცობს. ამიტომ გამოხატავენ უკმაყოფილებას. ბავშვს გონია რომ ის ცუდია და არავის არ ჭირდება. ეს კი იწვევს შფოთვას და ქცევის დეზორგანიზაციას.

დაბალი თვითშეფასება. ბავშვი არ არის დარწმუნებული საკუთარ ცოდნაში. ის ცდილობს თავი აარიდოს სასწავლო საქმიანობას.

უმცროს კლასელთა სწავლებისას სირთულეების თავიდან ასაცილებლად საჭიროა
პედაგოგების, მშობლების და ფსიქოლოგის მჭიდრო თანამშრომლობა.

2
144
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან კორძახია
ქეთევან კორძახია
144
  
2017, 17 დეკემბერი, 22:51
მანანა მელიქიშვილის წიგნიდან (განვითარების ფსიქოლოგია) არის ნაწყვეტი. ისწავლება ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე. ავტორად ქეთევან კორძახიას მითითების გამო, ეს სტატია პლაგიატია.
2016, 29 ივნისი, 16:30
ძალიან საინტერესოა!
0 1 2