x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
Robbie Williams ვიზიტი საქართველოში
image
27 მაისს საქართველოში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე მსოფლიო დონის შემსრულებელმა რობი უილიამსა კონცერტი გამართა, რომელსაც 38000 ადამიანი ესწრებოდა. მომღერალმა არაერთი ჰიტი შეასრულა სცენაზე და რამდენიმე დაუვიწყარი ფაქტიც აჩუქა გულშემატკივარს .

პირველ რიგში რობიმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსხვავებულად მიულოცა, სიმღერის ტექსტი ''New York New York'' შეცვალა სიტყვებით "Georgia Georgia” და შეცვლილი სიტყვებით ამღერდა სპეციალურად ქართველი მსმენელისთვის.


ასევე რობიმ ტრადიცია არ დაარღვია და სცენაზე ქართველი იღბლიანი თაყვანისმცემელი აიყვანა და უმღერა.

კიდევ ერთი სიურპრიზი იყო სცენაზე რობის მამის გამოჩენა, მასთან ერთად რობიმ სიმღერა სახელწოდებით ''Better Man'' შეასრულა.

რობი უილიამსის კომცერტს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. პროექტ CheckInGeorgia-ს ფარგლებში ჩატარებულმა ღონისძიებამ საკუთარი სათქმელი თქვა საერთაშორისო ასპარეზზე, საქართველოზე დაიწერა არაერთ გაზეთსა თუ ინტერნეტ გამოცემებში.

რათქმაუნდა კონცერტს მოყვა სკანდალი, ხმაური და დიდი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან. რამდენიმე დღის განმავლობაში პოპულარულობას არ კარგავდა რობის ინსტაგრამის ფოტო, იღბლიანი თაყვანისმცემელი მარიამი და სკანდალური ვიდეოს რესპოდენტი გოგონა.

რობი უილიამსმა საქართველოში ვიზიტი დადებითად შეაფასა, მან ქართული საზოგადოება დაახასიათა, როგორც ''სენსაციური, საოცრად თბილი და გულუხვი'', ასევე რობიმ დააგემოვნა ქართული სუფრა და ბოლოს, სამწუხაროდ ქართულ საცობშიც მოუწია ლოდინი.


1
53
შეფასება არ არის
ავტორი:მარი_ამი
მარი_ამი
53
  
2016, 1 ივნისი, 11:09
,,Feel,, - ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერა)
0 1 1