x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
Led Zeppelin -მა შესაძლოა 40 მილიონი $ გადაიხადოს "Stairway to Heaven"-ის პლაგიატის გამო
imageLed Zeppelin-ის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ჯგუფი მზადაა გადაუხადოს 1$ მორალური კონპესაცია მოსარჩელეს თითქოს და მათი სიმღერის პლაგიატისთვის, იუწყება The Guardian-ი.


აწ გარდაცვლილი ჯგუფ Spirit -ის გიტარისტის რენდი ვულფის ინტერესებს იცავს (სიმღერა "Taurus"-ის ავტორი საიდანაც არის აღებული გიტარის ინტრო)მაიკლ სკიდმორი, რომელიც მოითხოვს ყოველ დაკრულ გიტარის რიფზე 1$-ს, ხოლო სიმღერის ავტორად აწი მოხსენიებული იყოს ვულფიც.


სკიდმორის ადვოკატმა ფრენსის მელოფლაიმ გააჟღერა გიტარისტ ჯიმი პეიჯის და მომღერალ რობერტ პლანტის შეთანხმება Warner/Chappell Music-თან, რის მიხედვითაც სიმღერის ორივე ავტორი მიიღებს კონპესაციას 60 მილიონი $-ის ოდენობით 10 წლის განმავლობაში "Stairway to Heaven"-ის შესრულების უფლებისთვის.


სკიდმორის ადვოკატი ფიქრობს, რომ მოსარჩელემ შესაძლოა 40 მილიონი$ მიიღოს.



Led Zeppelin -ის პლაგიატის საქმის განხილვა 10 მაისს არის დანიშნული ლოს-ანჯელესში.


Stairway to Heaven- როკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო სიმღერად ითვლება.

ჟურნალმა "Rolling Stone"-მა 2008 წელს "მსოფლიოს ყველა დროის და ჟანრის 500 საუკეთესო სიმღერაში"(«The 500 Greatest Songs of All Time») Stairway to Heaven-ს #31 ადგილი მინიჭა, Guitar World-მა #1 ადგილი "100 საუკეთესო გიტარის სოლოებს " შორის.(«100 Greatest Guitar Solos»)ხოლო VH1-ის 2000 წლის გამოკითხვაში "ყველა დროის 100 უდიდესი როკ-სიმღერა" #3 ადგილი დაიკავა.

(«The 100 Greatest Rock Songs of All Time»)


1970-იან წლებში ეს იყო ყველაზე მოთხოვნადი სიმღერა ამერიკულ FM რადიოსადგურებში.


წლების მანძილზე ბევრი დარწმუნებული იყო, რომ "Stairway to Heaven" ჰგავს "Taurus"-ს, 1968 წლის ინსტრუმენტულ კომპოზიციას.

ეჭვი კიდევ უფრო გამყარებული იყო იმით, რომ "ლედ ზეპელინი" "Spirit"-ის კონცერტებს ერთ-ერთი პირველი ამერიკული ტურის დროს ხსნიდა - როდესაც ამ უკანასკნელს უკვე დაწერილი ჰქონდათ ეს კომპოზიცია.







0
138
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0