x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
შიშის ფსიქოლოგია

შიში არის ადამიანის ძლიერი და პრიმიტიული ემოცია. არსებობს მხოლოდ მცირე კომპლექტი საბაზო, ანუ თანდაყოლილი ემოციებისა, როგორიცაა სიხარული, მწუხარება, შფოთვა, აღშფოთება, პანიკა, სტრესული რეაქცია და ა. შ.. შიში ერთ-ერთი მათგანია. ის გვაძლევს შეტყობინებას საფრთხის შესახებ. შიშს ახლავს შფოთვითი რეაქცია გარკვეული საფრთხის დროს. შიში ხშირად დაკავშირებულია კონკრეტულ ქცევასთან, მაგ. გაქცევა, თავიდან აცილება, ხოლო შფოთვა - სწრაფი რეაქციაა, რომელსაც საფრთხის შედეგად ვიღებთ: ის უკონტროლო და გარდაუვალია.

რეალურ ცხოვრებაში შიში შეიძლება გამოწვეული იყოს ტრამვული შემთხვევით. ასევე დიდ გავლენას ახდენს კულტურული გავლენა და ისტორიული გამოცდილება. შიში მაღალია მხოლოდ მაშინ, როდესაც მეტია რისკის სიმძიმე და სერიოზულობა და დაბალია - როდესაც რისკის საფრთხე დაბალია.
შიში რეალურად ორი სახისაა: ბიოქიმიური ან ემოციური. ბიოქიმიურის რეაქცია უნივერსალურია, ხოლო ემოციურის -ინდივიდუალური.
ბიოქიმიური რეაქცია:
როდესაც ჩვენ ვდგებით საფრთხის წინაშე, ჩვენი ორგანოები რეაგირებენ და ეძებენ გამოსავლის კონკრეტულ გზებს. შიშის ფიზიკური რეაქციაა ოფლიანობა, გაზრდილი გულისცემა, მაღალი ადრენალინის დონე. ესაა საპასუხო რეაქცია, მანამ სანამ სხეული გადაწყვეტს მოცემულ სიტუაციაში როგორ მოიქცეს, გაიქცეს თუ შეებრძოლოს.(‘’fight or flight’’). ბიოქიმიური რეაქცია ევოლუციური განვითარების მსგავსია. ესაა ავტომატური რეაგირება გადარჩენისათვის.
ჰელოვინის ინდუსტრია აშენდა ხალხისთვის შიშით მიღებულ სიამოვნებაზე. ადამიანების უმრავლესობა თავიდან იცილებს შიშის მაღალი რისკის შემცველ სიტუაციებს, მაგრამ მიუხედავად დიდი გამოცდილებისა და იმის ცოდნის, რომ ეს უსაფრთხოა, გულის სიღრმეში მაინც ეშინიათ.
შიშისმომგვრელი სიტუაციის განმეორებისას უკვე ცნობილია მისი გამოვლინებები, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს შიშზე რეაგირებას და შედეგად მიიღება ხალისიანი განწყობა, რომელიც ახალ და მეტ მღელვარებას და ადრენალინის გამოყოფას იწვევს. ასეთი მეთოდით შესაძლებელია რაიმე სახის ფობიის მკურნალობაც. შედეგად შიშზე საპასუხო რეაქცია მინიმალიზდება.

შფოთვის დარღვევის ერთ-ერთი ასპექტი შესაძლოა იყოს შიშის განვითარება. ადამიანების უმრავლესობა განიცდიან შიშს იმ სიტუაციაში, რომელიც აღიქმება, როგორც საშინელება. ის ვინც იტანჯება შფოთვითი დარღვევებით, შესაძლოა განუვითარდეთ შიში შიშის საპასუხო რეაქციაზე. მათი რეაგირება უარყოფითია თავიდანვე, ამიტომ ცდილობენ გაექცნენ მსგავს სიტუაციებს შიშზე რეაგირების თავიდან ასაცილებლად.

ფობია ნორმალური შიშის გამოვლინების ტალღაა. შიში მიმართულია იმ ობიექტის ან სიტუაციისკენ, რომელიც რეალურად უსაფრთხოა. ინდივიდი აცნობიერებს, რომ საფრთხე უსაფუძვლოა, მაგრამ არ შეუძლია უშველოს რეაქციას. დროთა განმავლობაში შიში მძაფრდება, როდესაც შიშის შიშის საპასუხო რეაქცია გვიპყრობს.
ფობიაზე მკურნალობა ეფუძნება სისტემატიურ ფსიქოლოგიურ მეთოდებს შიშის შეგრძნების დასაკარგად. მაგ. თუ
ადამიანს გეველის შიში აქვს, პირველ სეანსზე მას ესაუბრებიან გველის შესახებ, შემდეგი სესიები სურათების მოძიება, დათვალიერებაა, სათამაშო გველები და ბოლოს ცოცხალი გველის ნახვა. შესწავლის შედეგად შესაძლოა იმართოს და დაიძლიოს შიშის საპასუხო რეაქცია. ასეთი კონფრონტაციული მიდგომა მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალი ექიმების ხელმძღვანელობით უნდა წარიმართოს. ეს გარკვეულწილად ტრამვული ტექნიკაა, თუმცა წარმატების შესანიშნავი მაჩვენებელი გააჩნიათ.

0
431
1-ს მოსწონს
ავტორი:თათია თურმანიძე
თათია თურმანიძე
431