x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რის გამო უნდა რცხვენოდეს კათოლიკურ ეკლესიას ( ნაწილი I )

კათოლიკური ეკლესია მთელი თავისი დიდი ისტორიის მანძილზე არაერთხელ
გარეულა ხმაურიან სკანდალებში და საზოგადოების და სახელმწიფოს მკაცრი კრიტიკის ობიექტი გამხდარა. ამის ასობით მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ: დაწყებული ტამპლიერების ორდენის დაშლიდან და დამთავრებული დედა ტერეზას საეჭვო ფინანსური ოპერაციებით. ამ სტატიაში მოგითხრობთ ახლო წარსულის იმ ათ საკითხზე, რისიც კათოლიკურ ეკლესიას ნამდვილად უნდა რცხვენოდეს.


image




1. 1994 წლის გენოციდი რუანდაში.
1994 წლის 6 -7 აპრილს სამხედრო გადატრიალების შედეგად რუანდაში ხელისუფლებაში მოვიდა სამხედრო მთავრობა, რომელიც ძირითადად შედგებოდა
ქვეყნის ეთნიკური უმრავლესობის_ ჰუტის წარმომადგენლებისგან. მთავრობის არმიამ
და აჯანყებულებმა მოაწყვეს ქვეყნის ეთნიკური უმცირესობის- ტუტსის ხალხის გენოციდი.


image

სხვადასხვა მონაცემებით, 4 თვის მანძილზე მოკლული იქნა 500 000 _დან 1 000 000 _მდე ადამიანი! მაშინდელი მკვლელობების სიჩქარე რუანდაში ხუთჯერ აღემატებოდა მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების სიკვდილის ბანაკებში ადამიანების მკვლელობების რიცხვს.


imageimageimageimage


რუანდის მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი, კათოლიკები არიან. კათოლიკურ ეკლესიას იქ ეძახდნენ ‘’ ქვეყნის ყველაზე გავლენიან სოციალურ ინსტიტუტს. ‘’ იმ საშინელი მოვლენების ბევრი მონაწილე, ვისაც გაუმართლათ და გადარჩნენ, ღიად აცხადებენ, რომ კათოლიკური ეკლესია პირადად იყო გარეული ამ გენოციდში. არსებობს უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ ზოგიერთი კათოლიკე მღვდელი პირადად მონაწილეობდა ამ მკვლელობებში. უფრო მეტიც- შემდგომში კათოლიკური ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირები ეხმარებოდნენ დამნაშავეებს
ქვეყნიდან გაქცევაში, იცავდნენ მათ დევნისგან და დაპატიმრებისგან.

image
ყველაზე ცნობილ მაგალითად ითვლება მღვდელი მამა ათანასე სერომბე, რომელმაც პირადად მოკლა ტუტსის 2 000_ზე მეტი ადამიანი: 6 აპრილს, მან ეს ადამიანები მიიწვია ეკლესიაში ვითომდა წირვაზე. როცა ყველა შევიდა, სერომბემ ბრძანა ჩაეკეტათ ყველა კარები და დაწვა შენობა. შემდეგ ბულდოზერებით გადაუარა. მღვდლის დამხმარეები ესროდნენ ყველას, ვინც ეკლესიიდან გამოქცევას ახერხებდა. ამ მოვლენების შემდეგ,
1994 წელს, სერომბე გულშემატკივარი სასულიერო პირების დახმარებით ზაირში გაიქცა, იქიდან_ კენიაში, შემდეგ კი გადავიდა იტალიაში, სადაც ის უბრალოდ კი არ იმალებოდა, არამედ ტოსკანის ერთ-ერთი სოფლის ეკლესიაშიც კი მსახურობდა.

imageimageimage
imageimageimageimage


image
2006 წლის 13 დეკემბერს, გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა რუანდაში ომის დანაშაულებათა საქმეზე, ათანასე სერომბეს 15 წელი ციხე მიუსაჯა. მაგრამ, ტრიბუნალის სააპელაციო ინსტანციაზე ეს განაჩენი შეიცვალა, ჩაითვალა ძალიან
მსუბუქ სასჯელად და დამატებითი მოსმენის შედეგად 2008 წელს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

2. იძულებითი კასტრაცია იმ ბიჭებისა, რომლებიც გააუპატიურეს.

ეს ჟღერს როგორც ბოდვა და შუასაუკუნეების ველურობა, მაგრამ 2001 წელს ნამდვილად დაამტკიცეს, რომ კათოლიკური ეკლესია ყველანაირად უწყობდა ხელს ეკლესიის მომღერალთა გუნდში ბიჭების კასტრაციას, რათა მათ დიდხანს შეენარჩუნებინათ ხმის დიაპაზონი. ( იმისთვის რომ მამაკაცმა მაღალი
ნოტების აღება შეძლოს, მომღერალის კასტრაცია მოზარდის ასაკში უნდა მოხდეს.) ეს ხდებოდა იმიტომ, რომ კათოლიკურ ეკლესიაში ამ დრომდე იკრძალებოდა ქალების სიმღერა. კასტრაციის პრაქტიკა გრძელდებოდა მეთექვსმეტე საუკუნიდან
ჩვენს დრომდე. ამ საშინელი პროცედურის აკრძალვაზე კანონი მიღებული იყო 1902 წელს, მაგრამ თვით ვატიკანში მოზარდების კასტრაცია გრძელდებოდა 1959 წლამდე.

imageimage

მაგრამ, საქმე ეხება არა მარტო საეკლესიო გუნდს. 2012 წელს ჟურნალისტებმა ოფიციალურად დაამტკიცეს, რომ გასულ საუკუნეში ნიდერლანდების კათოლიკურ ეკლესიაში ბიჭებზე ძალადობდნენ. რომელი ბავშვებიც შემდეგ პოლიციით იმუქრებოდნენ, მათ კასტრაციას ახდენდნენ. გამოქვეყნებული იყო შემზარავი ისტორია სკოლა- ინტერნატის ერთ- ერთი მოსწავლე ბიჭისა. 1956 წელს მან პოლიციას შეატყობინა , რომ მღვდელი აუპატიურებდა. ეს რომ გაიგეს, ეკლესიამ მოზარდი ჰომოსექსუალისტად გამოაცხადა და იძულებით სამკურნალოდ მოათავსა საკუთარ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.სადაც ბიჭს კასტრაცია გაუკეთეს. ეს არ იყო ერთეული შემთხვევა. მის თანაკლასელებში მინიმუმ ათი სხვა მოზარდი იყო მოძალადე მღვდლების და კასტრაციის მსხვერპლი.

3. შერჩევითი საქველმოქმედო პოლიტიკა.

კათოლიკური ეკლესია ყველა ძალებით ცდილობს შეინარჩუნოს ისეთი საქველმოქმედო ორგანიზაციის იმიჯი, რომელიც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ეხმარება. ეკლესიის მუშაობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია _შემოწირულობებისათვის მიზეზების მოძებნა. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, კათოლიკური ეკლესიის აზრით, ყველა ადამიანი არ იმსახურებს მხარდაჭერას და დახმარებას. თუმცა, ქრისტიანული იდეოლოგია გულისხმობს შემწყნარებლობას და ადამიანის განსჯის უფლებას ღმერთს უტოვებს!



image

image
სულ ახლახანს, კათოლიკური ეკლესია შეეცადა ქალაქ ვაშინგტონის ხელმძღვანელობის დაშანტაჟებას მუქარით, რომ შეწყვეტდა ქალაქში ქველმოქმედებას, თუ მიიღებდნენ კანონს ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციაზე. ხელისუფლება ეკლესიას არ დაეთანხმა და კანონი მაინც მიიღო. ეკლესიამ შეწყვიტა ქალაქში საქველმოქმედო აქციები, რითაც ქალაქის გაჭირვებული მოსახლეობა დატოვა დახმარების გარეშე.


4. დახმარება უკანონო კონტრაბანდულ ვაჭრობაში.


თავის დროზე სპილოს ძვლის უკონტროლო ვაჭრობამ, პრაქტიკულად გაანადგურა აფრიკაში სპილოების პოპულაცია .

image

imageimageimageimageimage

ცხოველებს მასობრივად ხოცავდნენ მხოლოდ ეშვების გამო. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სპილოს ძვლის ასეთი პოპულარობის ძირითადი და მთავარი მიზეზი_ რელიგიაა. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი დეკორატიული სამშვენისი კათოლიკურ ეკლესიაში დამზადებულია სწორედ სპილოს ძვისგან. ამას არანაირი რაციონალური ახსნა არ აქვს _ მხოლოდ მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. ჯვარცმის გაკეთება სპილოს ძვლისგან_ ეს აუცილებლობა არაა. ქრისტიანობაში ამ საკითხზე შეზღუდვა არ არსებობს.


image


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში სპილოების გადაშენება რომ შეჩერდეს, მსოფლიოს ასოთხმოცმა ქვეყანამ სპეციალური შეთანხმება გააფორმა: სპილოს ძვალზე და ზვიგენზე ვაჭრობის რეგლამენტის დანიშნვაზე. კათოლიკურმა ეკლესიამ არა მარტო ხელი არ მოაწერა ამ შეთანხმებას, არამედ ღიად გამოვიდა მის წინააღმდეგ, შესაბამისად, გადაშენების პირას მისული ცხოველების დაცვის წინააღმდეგ.
image

5. ქორწინების მინიმალური ასაკი.


დასაწყისისთვის გავიხსენოთ ისტორია: 1962 წელს ორმოცდათხუთმეტმა
ქვეყანამ მიიღო კონცეფცია ქორწინების ნებართვის შესახებ. ქორწინების რეგისტრაცია და
საქორწინო ასაკის მინიმუმის დადგენა, ასევე წესჩვეულებების, რელიგიური და ტომების კანონების გაუქმება. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუ რელიგიური
წესის მიხედვით საქორწინო ასაკი, სახელმწიფო კანონის მიხედვით დადგენილ ასაკზე პატარა იყო, პრივილეგია ენიჭებოდა სახელმწიფო კანონს. ვატიკანი და საერთოდ კათოლიკური ეკლესია ამ კონცეფციის ხელმოწერაში მონაწილეობას არ იღედა .

image

image

ფაქტობრივად ვატიკანში 2013 წლამდე საქორწინო მინიმალური ასაკი 12 წელს შეადგენდა. ეს ზღვარი გაზარდეს 18 წლამდე მხოლოდ იმის შემდეგ, როცა კათოლიკური ეკლესია და მისი მღვდელმსახურები მხილებული იყვნენ პროსტიტუციის და პედოფილიის სკანდალურ საქმეებში.

image

1
1092
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
1092
  
2018, 17 ივნისი, 18:28
საშინელება!... და ამის მომქმედნი - ღვთის სახელს შეფარებული სატანები!
0 1 1