x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყველაზე უცნაური სამხედრო ფორმები სხვადასხვა ქვეყნების არმიებში

სამხედროებზე, როგოც წესი, სიცილი არ არის მიღებული. მაგრამ ამ სტატიაში შევეცდებიტ აღნიშნულილ ტაბუ მოვხსნათ და ცოტა მაინც გაგახალისოთ. სამხედრო სამსახურში წასვლა, სხვა რამესთან ერთად ნიშნავს იმასაც, რომ სხვის ნებას უნდა დაემორჩილო, მათ შორის, იმ დიზაინერის ნებასაც, რომელსაც სამხედრო სამოსის შერჩევა აქვს დავალებული. თუმცა ზოგჯერ დიზაინერების გადაწყვეტილება ჩვენთვის, უბრალო ხალხისთვის ნამდვილად ღიმილისმომგვრელია. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ გადავხედავთ რამდენიმე ქვეყნის ჯარისკაცთა ჩავცმულობას.

1. საბერძნეთი
image

უცნაურია, მაგრამ უფრო ხშირად ყველაზე სასაცილო ფორმას საპატიო ყარაულს აცმევენ. ასე გამოიყურება ბერძენი ყარაული, რომელიც ათენში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მარშირებს. სამშობლოსათვის თავდადებულთა საფლავზე სიცილი, ცხადია, არ შეიძლება, მაგრამ ტურისტები მაინც ძნელად თუ იკავებენ ღიმილს ამგვარ სამასკარადო კოსტიუმებში გამოწყობილი სამხედროების დანახვაზე.

2. ლიბანი
image

ასე გამოიყურებიან ჯარისკაცი-კინოლოგები. გაწვრთნილი ლიბანელი ძაღლები ნაკუწ-ნაკუწ დაგლეჯენ ყველას, ვინც წინ გადაეღობებათ. და ვინ იცის, იქნებ მადა კიდევ უფრო გაეხსნათ და საკუთარ პატრონებსაც შემოუბრუნდნენ... ამიტომ ბეირუთში საბრძოლო აღლუმზეც კი ყველა ინსტრუქტორს აცვია სპეციალური ძაღლსაწინააღმდეგო კოსტიუმი. სასაცილოდ შეიძლება გამოიყურებიან, სამაგიეროდ უიფათოდ არიან.

3. ინდოეთი
image

ეს ინდოელი მესაზღვრეები არიან, რომლებიც დელის ცენტრში აქლემებზე ამხედრებულები მარშირებენ რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით. ცხადია, მათში მესაზღვრეების ამოცნობა ძალიან ძნელია.

4. საფრანგეთი
image
საფრანგეთის არმიის საპარადე ფორმა ერთი შეხედვით არაფრით არ არის სასაცილო, ამიტომ დიზაინერებმა ეს მომხიბვლავი ბერეტები დაამატეს... ახლა კი ნამდვილად გაგიჭიდებათ გაიგოთ ვინ დგას თქვენს წინ, საზღვაო ფეხოსანი თუ პოვარი.

ისევ საფრანგეთი
image

ბერეტები უკვე შევაფასეთ, ახლა კი ვნახოთ ფრანგი გამნაღმველების ლეგიონი. ამ წინსაფრებში საველე პირობებში ყოფნისას საბრძოლო მასალები და ინსტრუმენტები დევს.

5. ფიჯი
image

დაუჯერებელია, მაგრამ ეს ფეხშიშველი კაბიანები საპატიო ყარაულში არიან ფიჯის ყოფილი პრეზიდენტის საფლავთან.

6. ჰაიტი
image

ჰაიტის მშვიდობიან ქვეყანას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ჰაიტელები ყოველთვის პოლობენ შეიარაღებული კონფლიქტისთვის მიზეზს. თუმცა სამხედრო პარადზე გამოსული ჯარისკაცები, და განსაკუთრებით ოფიცრები უხვად არიან მორთულ-მოკაზმული.

7. ტაილანდი
image

ცობილია, რომ ტაიანდში კვირის ყოველ დღეს კონკრეტული ფერი შეესაბამება (ასევე კონკრეტული პლანეტა, ღვთაება, ღვთაებრივი ცხოველი)... იქნებ სწორედ ამიტომ არის ამ ქვეყნის არმიის ფორმა ასეთი ჭრელი...

8. სამხრეთ კორეა
image

სამხრეთ კორეის სამეფო გვარდიის ფორმა - ყვითელი ხალათები, თეთრი კალსონები და მღალი შლაპები - ძალიან ცოტათი თუ ჰყავს სამხედრო უნიფორმას. თუმცა ეს მამაცი და მკაცრი მებრძოლები მიეკუთვნებიან ელიტურ დანაყოფებს, რომლებიც ყველაზე რთული საბრძოლო დავალებების შესრულებისთვის არის განკუთვნილი.

9. კოტ დ'ივუარი
image

კოტ დ'ივუარის დედაქალაქის სახელწოდება - აბიჯანი - ადგილობრივ ენაზე ნიშნავს "მოწყვეტილ ფოთლებს", რომლებიც, თავის მხრივ, არეულობების დასასრულის სიმბოლოა. თმცა ქვეყანას არმია ჰყავს, თან ასეთი საინტერესო ზებრისებური შეფერილობის უნიფორმით.

10. ირანი
image

ფოტოგრაფიც კი, რომელიც ეირანში აღლუმის დროს ირანის არმიას იღებდა, ბოლომდე ალბათ არ იყო დარწმუნებული, რომ მის წინ მართლა არმია იდგა. დამეთანხმებით, ამგვარ კამუფლაჟში ნამდვილად ძნელია უდაბნოში ირანელი ჯარისკაცის აღმოჩენა.

11. ვატიკანი
image

ვატიკანს არა აქვს საკუთარი არმია. ამიტომ რომის პაპს იცავს შვეიცარიის გვარდიის დაქირავებული კორპუსი, რომელიც XVI-საუკუნეშია დაარსებული. მათი ფორმა თავად მიქელანჯელოს მიერ არის შემუშავებული და 400 წლის მანძილზე არ შეცვლილა.



1
489
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
489
  
2016, 13 თებერვალი, 2:13
Zaliansainteresoa
0 1 1