x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ადამიანი ლეოპარდის წინააღმდეგ - მამაკაცმა ხელჩართული ბრძოლა გაუმართა სკოლის ტერიტორიაზე შეჭრილ მტაცებელს (+ვიდეო)
რამოდენიმე დღის წინ ინდოეთის პატარა ქალაქ ბანგეროლში დრამატული სცენა განვითარდა- ლეოპარდი ერთ-ერთი სკოლის ტერიტორიაზე შეიჭრა.


image
დაახლოებით დილის ოთხ საათზე სკოლის კამერებმა დააფიქსირა მტაცებელი, რომელიც თავისუფლად დასეირნობდა შენობის დერეფნებში. საბედნიეროდ, ეს კვირა დღე იყო და ბავშვები სკოლაში არ იყვნენ.


image
ადგილზე მისულმა ველური ბუნების და სატყეო მეურნეობის ექსპერტებმა სცადეს ცხოველის დაჭერა, მაგრამ ის ხელიდან დაუსხლტა მათ და შეიჭრა სკოლის შიგა ეზოში მდებარე აუზის ტერიტორიაზე, გააფთრებული ცხოველი თავს ესხმოდა ყველას, ვინც კი გზაზე გადაეღობებოდა.


image



ყველაზე მეტად ბუნების დაცვის სამსახურის თანამშრომელი სანჯაი გუბი დაზარალდა. როცა ლეოპარდი მას მივარდა, სანჯაიმ სცადა კედელზე აცოცებულიყო, მაგრამ გამძვინვარებული ცხოველი მას ფეხში სწვდა და მხარში ჩაავლო კბილები.


image


სანჯაი იძულებული გახდა ხალებიან, ბასრკბილებიან და ბრჭყალებიან მტაცებელთან ხელჩართულ ბრძოლაში ცარიელი ხელებით ჩაბმულიყო. ერთადერთი " იარაღი", რაც სანჯაის ხელთ ჰქონდა, ეს იყო ბინოკლი, სწორედ ის დაეხმარა მას ცხოველის მოგერიებაში.


image


საგულისხმოა, რომ ინდოელმა ბუნების დაცვის ექსპერტებმა ლეოპარდისაგან თავის დასაცავად იარაღი არ გამოიყენეს - ისინი მხოლოდ ჰაერში ისროდნენ, რომ მხეცი შეეშინებინათ. მათ მზად ჰქონდათ ტრანკვილიზატორებიანი თოფებიც, მაგრამ ცდილობდნენ მისი გამოყენების გარეშე დაეჭირათ ცხოველი.


image


ასეა თუ ისე, სასტიკ მხეცსა და ადამიანებს შორის სასიკვდილოდ საშიში ''კუკუდამალობანას" თამაში მთელი დღე გაგრძელდა და მხოლოდ საღამოსთვის, 14-საათიანი დამქანცველი ბრძოლის შემდეგ მოახერხეს ბუნების დამცველებმა ლეოპარდის დაჭერა.

საერთო ჯამში ამ ბრძოლის შედეგად დაიჭრა ცხრა ადამიანი, მათ შორის ოპერატორი და ადგილობრივი ტელევიზიის წამყვანი. გალიაში მომწყვდეული ლეოპარდი კი დიდის ამბით გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას.


image


აღსანიშნავია, რომ ინდოეთში ამ პოპულაციის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა შეინიშნება-უკანასკნელი მონაცემებით აქ 14 ათასამდე ლეოპარდი ბინადრობს. მათ ხშირად ხედავენ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს, რითაც დიდ საფრთხეს უქმნიან დაუცველ მოსახლეობას.



0
515
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
515
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0