x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
საინტერესო ფაქტები დათვებზე.
imageდათვი ძუძუმწოვრებს მიეკუთვნება. ამ ჯგუფში გაერთიანებულია თბილსისხლიანი ცხოველები, რომელთაც აქვთ ბალანი და ნაშიერებს რძით კვებავენ. დათვებს დიდი თავი, მოკლე ფეხები და ხშირი ბეწვი აქვთ. ძუ დათვები ერთ ჯერზე ორ-სამ ბელს ბადებენ.

ამერიკაში სათამაშო დათუნიას "ტედის" უწოდებენ.ეს სახელი უკავშირდება ამერიკის პრეზიდენტ ტედი რუზველტს, რომელმაც ერთხელ უარი თქვა დათვისთვის ესროლა.

დათვები, როგორც ვიცით, ზანტად დადიან, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ძალიან სწრაფად დარბიან. მურა დათვები ადამიანზე გაცილებით სწრაფად დარბიან - 50 კმ/სთ სიჩქარით. ამიტომაც, დათვი თუ გამოგეკიდათ პრაკტიკულად თავის დაღწევა შეუძლებელია.

imageსათვალიანი დათვები მხოლოდ სამხრეთ ამერიკის მთებში ბინადრობენ. დათვის ყოველ სახეობას თავისი საცხოვრებელი არეალი აქვს - ყინულოვანი ჩრდილოეთი, ცხელი ტროპიკული ტყეები თუ სხვა.


დათვების რვა განსხვავებული სახეობა არსებობს. თითოეულს განსხვავებული შეფერილობა, ნიშნები და ცხოვრების წესი აქვს. მათგან შავ-თეთრი დიდი პანდა და პოლარული დათვი ყველაზე ადვილი ამოსაცნობია.

ძველად ზოგიერთ ადამიანს სწამდა, რომ თუ დათვის სახელს ახსენებდა, მის სულს განარისხებდა. ამიტომ მას "ბაჯბაჯას", "თაფლის ქურდს" და სხვა ამგვარ სახელს ეძახდა.

imageპატარა წითელი პანდა, მიეკუთვნება არა ნამდვილ დათვებს, არამედ ენოტების ოჯახს. როდესაც ცივა, პანდა თავის გრძელ ფუმფულა კუდს ტანზე შემოიხვევს და ასე თბება.

imageნამდვილ დათვებში, არც კოალა მოიაზრეაბა. მიუხედავად იმისა, რომ ჩანთოსან დათვს ეძახიან, მათ დათვებთან საერთო არაფერი აქვთ. კოალები ავსტრალიაში ბინადრობენ და ევკალიპტის ფოთლებით იკვებებიან.

ყველაზე დიდი სახეობებია თეთრი დათვი და ალასკის კუნძულ კადიაკის ბინადარი მურა დათვი.

imageimageამ ორი გიგანტის ერთობლივი წონა პატარა ავტომობილის წონას უტოლდება.მურა დათვებს შორის კადიაკს ყველაზე მსხვილი ძვლები აქვს.

ადამიანები გიგანტურ მღვიმის დათვებზე უკანასკნელი გამყინვარების პერიოდში ნადირობდნენ. ეს გიგანტური დათვები დაახლოებით 11 500 წლის წინ გადაშენდნენ.

დათვებიდან ყველაზე მაღალი თეთრი დათვია. აქამდე არსებული მონაცემების თანახმად, ყველაზე დიდი თეთრი დათვის სიმაღლე 3.6 მ-ს აღემატებოდა.
როდესაც ორაგულები მდინარის საწინააღმდეგოდ ცურვას იწყებენ, მურა დათვებს მათი დაჭერა უადვილდებათ. ზოგიერთი დათვი მდინარის ნაპირებიდან თევზაობს, ზოგიც შუა წყალში დგას და თევზი დიდი ტორებით ამოჰყავს.

თეთრი დათვები ყინულში სელაპების მიერ ამოტეხილ ხვრელთან ახლოს არიან ჩასაფრებულები. სელაპი ჰაერის ჩასასუნთქად თავს ამოყობს თუ არა, თეთრი დათვი უზარმაზარი ტორის ერთი ჩარტყმით მაშინვე კლავს.

თეთრი დათვები შესანიშნავი მოცურავეები არიან. დედები ბელებს ცურვას პატარაობიდანვე ასწავლიან.

imageმურა დათვს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში ბინადრობს ეწოდება გრიზლი. მას ყავისფერი ბალანი აქვს, რომლის ღერები წვერში თეთრი ფერისაა, ამიტომ ჭაღარა ბებერ დათვად გამოიყურება. სახელი გრიზლი წარმოდგება ფრანგული სიტყვისგან "გრის", რაც რუხს ნიშნავს.

თუ გრიზლი გაბრაზდა ცდილობს, დიდი და საშინელი გამოჩნდეს. ის უკანა ფეხებზე დგება და დიდ, წვეტიან კბილებსა და ბრჭყალებს აჩენს.

imageდათვები ძალიან გონიერი ცხოველები არიან. მათ დიდი მოცულობის ტვინი აქვთ, ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან და გზას შესანიშნავად იგნებენ. როგორც ფიქრობენ, დათვებს შორის ხველაზე გონიერი ბარიბალია.

imageდიდი პანდები, ძირითადად, ბამბუკებით იკვებებიან.იგი მაინცდამაინც ნოყიერი არ არის, ამიტომ პანდები დროის უდიდეს ნაწილს მის ჭამაში ატარებენ საჭირო საკვები ნივთიერებების მისაღებად. პანდები ზოგჯერ ხეებიდან ცვივიან. თუმცა მიწაზე დაცემის დროს დაზიანებისგან მათ სქელი ბეწვი იცავს. დიდი პანდა ცნობილია, როგორც ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (World wildlife fund - WWF) სიმბოლო. ამ დათვზე არჩევანი იმიტომ შეჩერდა, რომ შავი და თეთრი ბეწვი აქვს.ეს სიმბოლო შავ–თეთრ ასლებზეც შესანიშნავად ჩანს და მისი ფერადად დაბეჭვდა საჭირო არ არის.

პანდები საცხოვრებელს კარგავენ, რადგან ადამიანები მათ საცხოვრებელ ტყეებს კაფავენ. თუმცა არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამ დათვების დაცვასა და გადარჩენაზე ზრუნავენ.

imageტუჩა დათვები ხმაურიანი ცხოველები არიან. როდესაც ტერმიტების საცხოვრებელს მიადგებიან, მათი ჭამის ხმა 100 მეტრის მოშორებითაც ისმის. დათვები ტუჩებსა და ენას გამოსწევენ და უამრავ პაწაწინა ტერმიტს სწრაფად და ხმაურით ისრუტავენ.



1
1650
5-ს მოსწონს
ავტორი:hamunaptra1990
hamunaptra1990
1650
  
2016, 8 თებერვალი, 15:39
ჰეჰე, მაგარი სტატია. 7 წლიდან ბაჯბაჯას მეძახიან და უზომოდ მიყვარს დათვები,
0 1 1