x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ზურგს უკან მღვდელი რომ მღვდელს ძირს უთხრის, შემზარავი მოსასმენია"

imageმამა პეტრე კოლხი მუდმივად ახერხებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, ამჯერად სასულიერი პირთა მიერ ერთმანეთის მიმართ შუღლსა და მტრობაზე ლაპარაკობს და წუხილს გამოთქვამს ამ ყველაფრის გამო:

„ყველაფერს აიტან და მოითმენ, მაგრამ ზურგს უკან მღვდელი რომ მღვდელს ძირს უთხრის, შემზარავი მოსასმენია. სამწუხაროა, მაგრამ თითქმის არ მომისმენია, სასულიერო პირი, მისი “ოჯახის წევრს" კარგად ახასიათებდეს. გამოდის, რომ არც ქრისტე მიგვაჩნია მამად და არც ეკლესია დედად, თორემ “ძმებს" ასე უღმერთოდ არ გავწირავდით და გავანადგურებდით. ძველი ქართული შეგონება-“ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო", არ შეიძლება მღვდლებზეც გავრცელდეს?! შიმშილს, სიცივეს, სირთულეებს ადვილად დაძლევ, მაგრამ უსიყვარულოდ წირვა-ლოცვის ჩატარება მარტო ვალდებულებაა?! ლიტურგიის დროს წარმოთქმული სიტყვები-“ქრისტე არს ჩვენ შორის"- მხოლოდ მსახურების ნაწილი გახდა... ქრისტე არის, მაგრამ არა ჩვენ შორის... მის ნაცვლად შუაში სიძულვილი, შური, ბოღმა, ჭორები და განკითხვა ჩავაყენეთ... ერთხელაც იქნება გული ბროწეულივით გაიხლიჩება..." - წერს პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.


image

0
446
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0