x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ვინც ენა გადმოგდებულები ილანძღებიან ჩემი მისამართით"... ნინო ლაბარტყავა საზოგადოებას ახალი სკანდალის შემდეგ მიმართავს
ის, რომ ხალხი ბრბოა და უყვარს სანახაობა, ახალი და უცხო არავისთვის ნამდვილად არაა. გვინდა თუ არ გვინდა დღევანდელი გადმოსახედით, ალბათ გვიჯობს მოვთოკოთ ნერვები, ემოციები და წუხილი და დარდი მხოლოდ მეგობრების წრეში ვანთხიოთ, რადგანაც ჩვენდა უნებურად, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ გვსურს პოპულარობის "მარკები" ავიწიოთ, ჩვენი სტატუსებიდან გამომდინარე, ჩასაფრებული საზოგადოება ამას უფრო საჯაროს ხდის და ჩვენთვის სრულიად გაურკვეველ იარლიყს აკრავს. ჯერ იყო და პატრულის გინების ფაქტით შოუ-ბიზნესს ეკა ყურშიტაშვილის სახით "ახალი ვარსკვლავი" შეემატა, ამ წლის 1 იანვარს, ახალი წლის დღიდან კი ალიას ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა მოექცა განკითხვის ობიექტივში იმის გამო, რომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "დაპოსტილი" ამბავით მოგვითხრო, თუ როგორ შეესწრო შვილთან ერთად, სასტუმრო რედისონის მე-15 სართულზე წყვილის სახალხო "სექსს".



აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია ნინოს პოსტმა, რის გამოც საზოგადოების ნაწილმა სექსუალურად დაუკმაყოფილებელი უწოდა მას და არ წყდებოდა კომენტარები, სადაც ნინოს თამამმა ლექსიკონმა უფრო იმოქმედა ყველაზე, ვიდრე იმ ფაქტმა, რომ წყვილი ხალხის დასანახად სექსით დაკავდა. ამის შემდეგაც არ წყდება ნინოს მხრიდან, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "პოსტები", ახლა კი ის ახალ სკანდალში გაება "მძიმე კაცთან" ჩაწერის დროს, რასაც ასევე დიდი გამოხმაურება მოყვა ანონსის შემდეგ, თუმცა ნინოს ხალხის არც ეხლადნელი რეაქცია ადარდებს და ამბობს- "ვიცოდი-თქო სადაც მივდიოდი, პატარა ღლაპო ხომ არ ვარ? და რატომ მივედი, მაქვს ამის მიზეზი. შესაბამისად, ისიც ვიცოდი, რომ ყველაფერს ისე იზამდნენ, როგორც გადაცემის რეიტინგისთვის იქნებოდა საჭირო და ჩემს წინააღმდეგ, რა თქმა უნდა. მე იმ დებილებზე მაქვს საუბარი, რომ აყაყანდნენ - ტეხავს". გარდა ამისა კი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ:

image


"მძიმე კაცის" ანონსი დაიდო და მხოლოდ ანონსს 12 ათასზე მეტი ნახვა აქვს უკვე. ეს იმ რაოდენობის ნახვებია, რომლის ნახევარიც კი არ აქვს იმ "ელიტის" წარმომადგენელი პეროების სრულ გადაცემებს, ვინც ენაგადმოგდებულები ილანძღებიან ჩემი მისამართით (ცივი წყალი სვით, პირი რომ არ გაგიმშრალდეთ ხოლმე ამდენ ტლიკინში) განსაკუთრებით ირტყმევინებიან იმ მომენტზე, როცა "მძიმე კაცი" მაიმუნის წარმოშობაზე მეკითხება და მე, ჩემდაჭირად, ფროიდს ვახსენებ, დარვინის ნაცვლად. ჩამდეს მიწაში, ამომიღეს, გამატყავეს და მერე ისევ ჩამდეს.
ხოდა, ერთი ამბავი უნდა დავწერო ახლა ამაზე.
უნივერსიტეტში ერთი არაჩვეულებრივი ლექტორი მყავდა და რომელიც იყო იმ ერთ–ერთთაგანი, ვინც სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში ჩემს გამარჯვებას (დიპლომი სახლში მაქვს ) ძალიან დიდი სიხარულით შეხვდა. ამ ადამიანს პირობითად ვახოს დავარქმევ ახლა, ხოდა, მოკლედ, ბატონ ვახოსთან პირველი ლექცია ასე დაიწყო:
–გამარჯობა, ახალგაზრდებო. მე დათო ვარ და მაქვს პატივი, გასწავლოთ ესა და ეს საკითხები...
სტუდენტებმა ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადავხედეთ...
უცებ ვახო წამიერად გაჩუმდა, გაწითლდა და გვითხრა:
–უიმე, რა დათო, კაცო, @@ წელია ვახო მქვია და საკუთარი სახელი რა ჯანდაბამ დამავიწყა ახლაო – და სიცილი აუტყდა ))))
ჩვენც გაგვეცინა მის ამ რეპლიკაზე და დაბნეულობაზე )))
იმ დღის მერე ამ პროფესორ კაცს, არაჩვეულებრივ ადამიანს საკუთარი სახელი აღარ შეშლია და სულ ხუმრობდა ხოლმე – თუ გინდათ, დათოთი მომმართეთ, ჩემი სახელი მაინც არ მომწონსო ))))
მორალი: როდესაც იცი, რა გადაცემაში ხარ, როდესაც იცი, დაახლოებით, რა ტიპის კითხვებია და როდესაც წინდაწინ ცდილობ გაუმკლავდე იმ ერთ "მძიმე კაცს", რომელიც ათასი რჯულის მამაძაღლის ხმა არის ამასობაში – რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში დაიბნევი, რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში ინერვიულებ და რა თქმა უნდა, ვერ იტყვი ისეთ რაღაცეებს, რაც "მეორე მხარეს" მოეწონება. ხოდა, ჩემი ამ ერთი, ელემენტარული, უმსუბუქესი და უმტკივნეულო დაბნეულობის გამო ვინც ჭიქაში ქარიშხალი ატეხეთ, გამოექანეთ და დაასკდით ჩემ მეზობელ რამაზას, უზმოზე, თქვენი უტვინო დედავატირე მე.
პ.ს. – სრული გადაცემა რომ დაიდება, პირველი მე გამოვჭიმავ ჩემს ფეისბუქზე."



imageimage

1
255
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
255
  
2016, 8 თებერვალი, 13:41
აკი ვთქვი "ჟურნალიუგაა" მეთქი, თან უზრდელიც ყოფილა მისი ლექსიკიდან გამომდინარე...
0 1 1