x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
25 ცხოვრებისეული რჩევა

1. სამუშაოზე და ხელფასზე

image

ვინც მსგავს სიტუაციაშია, აუცილებლად შეცვალეთ თქვენს ცხოვრებაში რამე. იმუშავეთ მხოლოდ სამუშაოსთვის განკუთვნილი დროის ფარგლებში, ნუ მისცემთ სხვას თქვენი ექსპლატირების უფლებას, ნუ იქნებით მონა XXI საუკუნეში.

image

2. სიმართლეზე და ტყუილზე
imageტყუილს… განიერი გზა აქვს… სიმართლეს… ვიწრო ბილიკი… ტყუილს… გრძელი ენა აქვს… სიმართლეს… მოკლე… ტყუილი… ძალიან მოქნილია… ნებისმიერ ყურში შეუძლია შეძრომა… ხოლო სიმართლე… წვრილი სიმივით არის… მაგრამ ყურს ჭრის.
image3. შეუცნობელია გზანი უფლისანი...imageღმერთი არ გიგზავნით ისეთ ადამიანებს, როგორსაც ისურვებდით. ის გიგზავნით ადამიანებს, რომლებიც თქვენ გჭირდებათ. მათ თქვენ უყვარხართ, ტკოვილს გაყენებენ, გასწავლიან, გტეხავენ, რომ ისეთებად გარდაგქმნათ, როგორებიც უნდა იყოთ.

image

4. მაგარია!!!
image

რა არის მაგარი? ალბათ ბავშვობა, თუნდაც იმიტომ, რომ სამუშაოზე მხოლოდ 20-25 წლის შემდეგ უნდა წახვიდეთ.

image

5. გადახდის სისტემა...
image

თქვენ გეჩვენებათ, რომ ყველაფერში ფულს იხდით. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანში, ფულს კი არა, სულის ნაწილს იხდით.

image

6. ყველაფერში პოზიტივი უნდა დაინახოთ
image

თუ ბედმა ლიმონი გადმოგიგდო, შაქრი აიღეთ და ლიმონათი გააკეთეთ ან ტეკილა იშოვეთ, რომ კარგად გაერთოთ.

image

7. ერიხ მარია რემარკისგან

imageვისაც დაჭერა უნდა — ის კარგავს. ვინც მზად არის, რომ ღიმილით გაუშვას — მისი შეჩერების, დატოვების სურვილი უჩნდებათ.

image8. განსხვავება ძაღლსა და ადამიანს შორის...

image

თუ მშიერ ძაღლს შეიფარებთ, აჭმევთ, ასმევთ და დააძინებთ, ის არასოდეს გიკბენთ. ეს არის პრინციპული სხვაობა ძაღლსა და ადამიანს შორის.
image9. მხოლოდ ასე!
imageგაბრაზდი, მაგრამ გიყვარდეს.
image10. ბედის გზა

imageყველა ადამიანმა ეს აუცილებლად უნდა გაიაროს: სხვას გაუტეხოს გული, გული გაუტყდეს. საკუთარი გულის და სხვისი გულის გაფრთხილება ისწავლოს.

image11. რაში მდგომარეობს ხასიათის სიძლიერე?

imageხასიეთის სიძლიერე კედლის გამტვრევა კი არა, კარების მოძებნა არის.
image12. ბედნიერება

imageბედნიერება არც 1 ღერი სიგარეტის გაბოლება და არც ალკოჰოლის მოწრუპვა არის. ნამდვილი ბედნიერება ის არის, როდესაც ექიმთან მიდიხართ და გეუბნებიან: “თქვენი პატარა კარგად ვითარდება, არანაირი გადახრა არ არის".

image13. მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული აზრი დედა ტერეზასგან...

image

ოჯახის შესაქმნელად საკმარისია შეიყვაროთ, ხოლო იმისთვის, რომ ის არ დაანგრიოთ –პატიება და მოთმინება უნდა ისწავლოთ.

image14. რაც ბავშვობაში გეჩვენებოდათ

imageბავშვობაში ფიქრობდით, რომ 30 წლის შემდეგ – სიბერე იყო... მადლობა ღმერთს, ეს მხოლოდ გეჩვენებოდათ!

image15. ისწავლეთ მთავარის და მეორეხარისხოვანის გარჩევა...

imageუმაღლესი განათლება – არ არის გონიერების მაჩვენებელი. ლამაზი სიტყვები – სიყვარულის მაჩვენებელი არ არის. ლამაზი ნივთები – მისი პატრონის სილამაზის გარანტია არის. ისწავლეთ ადამიანის სულის შეფასება, ენდეთ მის ქმედებას და შესრულებულ სამუშაოს.
image16. თუ გეჩხუბება, ე. ი. უყვარხარ

imageთუ გეჩხუბება, შენს გამო განიცდის და ნერვიულობს – უყვარხარ. მაგრამ როგორც კი, სახლში გვიან მისულს, ღიმილით შეგხვდება და გულგრილად მოგექცევა – ის შენთვის დაკარგულია.

image17. ბავშვებზე...

imageბავშვის ყოლის გადაწყვეტილების მიღება — სახუმარო საქმე არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი გული გაუშვათ სამუდამოდ, სხეულის გარეთ სასეირნოდ.
image18. მოსმენა...

imageცხოვრებაში უნდა გქონდეს ერთი მთავარი პრინციპი — ყოველთვის აიღო ყურმილი, როდესაც ახლობელი გირეკავს. მაშინაც კი, თუ მასზე ნაწყენი ხარ, მაშინაც, თუ ლაპარაკი არ გინდა და უფრო მაშინ, თუ მისთვის ჭკვის სწავლება გინდა. უნდა აიღოთ ყურმილი და მოუსმინოთ, თუ რისი თქმა უნდა მას. შესაძლებელია, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი იყოს. ცხოვრება მეტისმეტად არაპროგნოზირებადია, და ვინ იცის, შეძლებ კიდევ მისი ხმის გაგონებას მომავალში.
image19. ყველაფრის გადატანა შეიძლება

imageყველაფრის გადატანა შეიძლება ამ ცხოვრებაში, ვიდრე ცხოვრების მიზეზი გაქვს, ვიდრე ვინმე გიყვარს, ვიდრე ვინმეზე ზრუნავ და ვიდრე არსებობს ვიღაც, ვისიც გჯერა.
image20. შეცდომა... ვის არ მოსვლია?

imageშენი შეცდომები, შენი ძალაა. მრუდე ფესვებზე, ხეები უფრო ძლიერ დგანან.
image21. უბრალო ლოცვა

imageჩემო მფარველო ანგელოზო… მე ისევ დავიღალე… მომეცი ხელი, გთხოვ, ფრთა მომხვიე… ძლიერ ჩამიხუტე, რომ არ დავეცე… და თუ წავიბორძიკებ, ხელი შემაშველე…

image22. ურთიერთობა...

imageსისულელეა იმ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტა, ვინც შენთვის ძვირფასია. და მნიშვნელობა არა აქვს რა მოხდა. ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში წავიდეს ამ ქვეყნიდან. წარმოგიდგენია? სამუდამოდ. და ვეღარაფერს დააბრუნებ.

image23. ცხოვრების ზომა

imageთქვენ ვერაფერს უზავთ თქვენი ცხოვრების სიგრძეს, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ მისი სიგანით და სიღრმით.
image24. ყველაზე, ყველაზე...

imageყველაზე დიდი წინააღმდეგობა — შიში არის. ყველაზე დიდი შეცდომა — სულით დაცემა. ყველაზე საშიში ადამიანი — მატყუარა. ყველაზე საშინელი გრძნობა — შური. ყველაზე ლამაზი საქციელი — პატიება. ყველაზე კარგი თავდაცვა — ღიმილი. ყველაზე დიდი ძალა — რწმენა. ყველაზე კარგი საყრდენი — იმედი. ყველაზე კარგი საჩუქარი— სიყვარული!

image25. ჩინური ადაზა

image

ცოცხალი ხარ, შეინარჩუნე სიმშვიდე. გაზაფხული მოვა და ყვავილები თავისით გაიფურჩქნება.

5
725
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
725
  
2016, 8 თებერვალი, 17:13
მადლობა ყველას, ასეთი კომენტარებისთვის
2016, 8 თებერვალი, 16:35
მშვენიერია
2016, 8 თებერვალი, 13:45
კაია
2016, 8 თებერვალი, 11:32
მადლობა, გაიხარე
2016, 8 თებერვალი, 11:29
ძალიან კარგია ლალი, გავაზიარე
0 1 5