x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დიდი ხელოვნება



დიდი ხელოვნება
იმპერატორმა ერთ მხატვარს სთხოვა, მისი სასახლის კედლებზე ჰიმალაის მთები დაეხატა. მხატვარმა მას უპასუხა, რომ ამ დავალების შესასრულებლად, მან სამი წელი უნდა იცხოვროს მთებში. იმპერატურმა ჰკითხა:
— სამი წელი? ბევრი არ არის?
მხატვარმა კი უპასუხა:
— მე მინიმალურ დროს გთხოვთ, რადგან ვიდრე არ გავხდები ჰიმალაის ნაწილი, ვერ დავხატავ მას. მე უნდა წავიდე იქ და მთებს შევერწყა.
სამი წლის შემდეგ, მხატვარი დაბრუნდა და სასახლის კედლები სამ დღეში მოხატა. იმპერატორი მისი ნამუშევრის სანახავად მივიდა და საოცრება იხილა. მას, იმ დრომდე, არასოდეს ენახა ასეთი მშვენიერი მთები. ნამდვილი ჰიმალაიც კი, უფერულად გამოიყურებოდა ამ ნახატის ფონზე. იმპერატორი მონუსხული იდგა და ნახატით ტკბებოდა, ხოლო შემდეგ შენიშნა:
— აი აქ ბილიკს ვხედავ, საითკე მიდის?
— ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ და ვნახოთ. — უპასუხა მხატვარმა.
ისინი წავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.

4
184
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
184
  
2015, 22 დეკემბერი, 16:55
:). ვინ იცის, იქნებ ყველაფერი ისე იყო, როგორც შენ ამბობ?
2015, 22 დეკემბერი, 16:47
მე რომ ის იმპერატორი ვყოფილიყავი სასახლეს იმ მთებში დავდგამდი :D იქ გავაკეთებდი ბილიკებს და ლამაზ აადგილებს სასეირნოდ :D მოკლედ მაგარ კურორტად ვაქცევდი იმ ადგილს. :D
2015, 22 დეკემბერი, 15:34
ვფიქრობ, იმიტომ რომ სასახლეში ცხოვრებას, მთებში ცხოვრება არჩიეს. მხატვარმა ისე დახატა მთები, რომ იმპერატორი მოიხიბლა და იქ ცხოვრება მოუნდა, მაგრამ ამის შესახებ არ იცოდა. თავისი სურვილი მხოლოდ ადგილზე ჩასულმა გააცნობიერა და იქ დარჩა.
მხატვარი 3 წელი ცხოვრობდა მთებში. მას იქ სახლიც ექნებოდა და ყველა პირობა ცხოვრებისთვის.
2015, 22 დეკემბერი, 14:44
რატომ აღარ მობრუნდნენ?
0 1 4