x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
დიდუბის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება

imageდაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო დღეს, დიდუბის რაიონის აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
როგორც "თელასიდან" იუწყებიან, დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ხოშარაულის, აგლაძის, კერესელიძის, დიდუბის და გოგოლაურის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

0
43
შეფასება არ არის
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0