x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
ჩვენი დროის გმირები: ორმა მამაკაცმა 1 წლის გოგონა გამოიყვანა ხანძარმოკიდებული ავტომობილიდან აფეთქებამდე რამდენიმე წამით ადრე
imageაი ეს დარჩა ხანძარწაკიდებული ავტომობილიდან.მძღოლი, პატარა გოგონას მამა ადგილზე დაიღუპა, ხოლო 1 წლის ბავშვი ორმა მამაკაცმა გამოიყვანა ხანძარწაკიდებული ავტომობილიდან, იცოდნენ რა, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდნენ.


31 წლის დენიელ დაფეკი ლეიკ-სიტიდან თავისი GMC Envoy-ით მოძრაობდა ჩრდილოეთის მიმართულებით, ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზის გამო დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი მოულოდნელად გზიდან გადავიდა, გზისპირა არხში ჩაიჩეხა, გამყოფ ზოლთან ხეს დაეჯახა და გადაბრუნდა.ამასთან ერთად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.შემთხვევა პარასკევს ღამის 1:15 წუთზე მოხდა.

image

სტივენ ჰილი და ჯეისონ ნელსონი მიჩიგანიდან მოემგზავრებოდნენ, როდესაც არხში გადაჩეხილი ცეცხლწაკიდებული ავტომობილი დაინახეს. ისინი სასწრაფოდ მიცვივდნენ ავტომობილთან და ნახეს რომ დაფეკი გარდაცვლილი იყო.ამის შემდეგ მამაკაცებმა შეამჩნიეს უკანა სავარძელზე საბავშვო ეტლზე მიბმული გოგონა.დიდი წვალებით მამაკაცებმა მოგლიჯეს ღვედი და ბავშვი გამოიყვანეს.რამდენიმე წამის შემდეგ ავტომობილი აფეთქდა.


image

ერთი წლის ავალინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, გოგონას რამდნიმე ნეკნი აქვს დაზიანებული.


როგორც ჯეკსონვილის საავადმყოფოს ექიმებმა განაცხადეს, ტრავმების გარდა ბავშვს კვამლის შესუნთქვის გამო ტვინში სისხლჩაქცევები განუვითარდა.ექიმები იბრძვიან ბავშვის გადასარჩენად.


image





0
476
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0