x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
დიდი სკანდალის შემდეგ ხათუნა ჟორდანია ქალიშვილს იცავს: "ჩემი შვილი ბევრ თქვენგანს გაასწრებს და მასტერ კლასსაც ჩაუტარებს სამშობლოს სიყვარულში"
image
ნინი ქარსელაძის ინტერვიუს, გადაცემაში "მძიმე კაცთან" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალმა აღიარა, რომ სამშობლოზე მეტად ბევრი რამ უყვარს, მაგალითად შოკოლადი. ამ ინტერვიუსა და კონკრეტული ფრაზის გამო ნინი საზოგადოების დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა.

ამ ყველაფერს ეხმაურება მომღერლის დედა, ხათუნა ჟორდანია, რომელიც ქალიშვილს იცავს და საზოგადოების ასეთი აგრესიით აღშფოთებულია.

"ვინაიდან ხათუნას კომენტარი გაინტერესებთ, დიდი სიამოვნებით შემოგთავაზებთ ჩემს მოკრძალებულ, სუბიექტურ აზრს:

ვინც უყურა ამ გადაცემას, კითხვაზე-რა გიყვარს სამშობლოზე ძალიან? ნინიმ უპასუხა- დედა, და, ჩემი ოჯახიო.(თუ სწორად მახსოვს?) რა, კიდევ რაო? მგონი, ასე ჰკითხა წამყვანმა და ნინიმ სიცილით- შოკოლადიო. იქვე, რომელიღაც კითხვაზე (თუ მეხსიერება არ მღალატობს), მოყვა, როგორ ცხოვრობდა რამოდენიმე ხანი უცხოეთში და როცა ჩამოვედი, ამ ქვეყნის სუნი მენატრებოდაო. ვინც ისე უყურა გადაცემას, რომ აუცილებლად უარყოფითად უნდოდა შეეფასებინა, ენას ძვალი არ აქვს და ჩვენ (ამ სამშობლოზე ასე შეყვარებულ ადამიანებს, ხომ ასე) გვიადვილდება ადამიანების გაკიცხვა, გადავლა, განსაკუთრებით როცა ის სულ 24 წლისაა. და სამშობლოს სიყვარულზე ბევრი რომ ელაპარაკა, ან ეთქვა თავს გავწირავ ამ ქვეყნისთვისო- ნეტა ყველა კმაყოფილი დარჩებოდა??? ასე, რომ ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და 1000% ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი შვილი, ბევრ თქვენგანს გაასწრებს და მასტერ კლასსაც ჩაუტარებს სამშობლოს სიყვარულში... პატივისცემით ხათუნა ჟორდანია"-წერს ქალბატონი ხათუნა სოციალურ ქსელში. image


მეგობრები და გულშეატკივრები დედა-შვილს ამშვიდებენ, მხარში უდგანან და მოუწოდებენ უხამს კომენტარებს ყურადღება არ მიაქციონ.

2
796
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
796
  
2015, 29 ნოემბერი, 15:09
K.P. ბოდიში და ტქვენ ზაან უსარგებლო სტატიესბ წერტ, ამაზე უარესს, ტუ მაინცდამიანც წერა გნებავტ აიღეტ რამე სასარგებლო და საინტერსო, მაგ. shop in shop! ინგლისური ტუ იციტ დაგოგლოეტ, დრეს ეს მსოფლიო ჰიპია და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს საქარტველოში არც იციან! არადა დრეს ასეტი ეკონომიკის ფონზე ჩვენს მეწარემეებს ძალინა გამოადგებატ, ამსერდმასი და სხვაგან ლამის 10 წელია არსებობს, აქ კი არც გაუგიატ
2015, 29 ნოემბერი, 10:53
სამშობლოს სვეტსკი სიყვარულის მასტერკლასი
0 1 2