x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
წონაში დასაკლები სასმელების შინაური რეცეპტები
ახალი წელი ახლოვდება და ალბათ ყველა ქალს უნდა იდეალურად გამოიყურებოდეს,

თუმცა, რაიმე სპეციალური დიეტის დასაწყებათ ახლა უკვე გვიანაა, რადგან ახალ წლამდე

ცოტა დროა დარჩენილი.

ამიტომ, ნუღარ დაკარგავთ დროს, იმაზე ფიქრით, როგორ მოახერხოთ ზედმეტი


კილოგრამების მოკლება მოკლე ხანში.

წაიკითხეთ ქვემოთ მოცემული დიეტური სასმელების რეცეპტები და თქვენთვის

სასურველი შეარჩიეთ.

image


ეს სასმელი ამერიკული ერთ-ერთი ამერიკული შოუდან გავრცელდა, რომელიც

უნიკალურია და საკმაოდ ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან შედგება.

სასმელი მოსამზადებლად დაგვჭირდება:

2 ლიტრი წყალი
6 მოზრდილი გრეიფრუტი
1 დაჭრილი მანდარინი
ნახევარი დაჭრილი კიტრი
2 პიტნის ფოთოლი

ამ პროდუქტებიდან გამოწურული წვენი ავურიოთ ერთმანეთში და გავაჩეროთ 2 საათი.

შემდეგ დავამატოთ ყინული ან თბილი წყალი (როგორც თქვენ გესიამოვნებათ) და

მივირთვათ გემრიელად.

image


მეორე სასმელი პიველთან შედარებით მარტივი მოსამზადებელია, რადგან სულ რაღაც

ორი ინგრედიენტისგან შედგება. იგი შეიცავს C ვიტამინს და ძმარმჟავას, რომელიც

ცხიმის სწრაფად დაწვას უწყობს ხელს.

მოსამზადებლად საჭიროა:

1 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი

1 ჭიქა გრეიფურტის წვენი.

და ჩვენი სასმელიც მზადაა!

თუ თქვენთვის ეს სასმელი რთულად დასალევი იქნება, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 კოვზი

თაფლი.


image



შემდეგი სასმლის მოსამზადებლად დაგვჭირდება:

2 ლიტრი გამოხდილი წყალი
1 სუფრის კოვზი შაქარი
1 სუფრის კოვზი ასკილის წვენი
2 სუფრის კოვზო ლიმონის წვენი
1 პაკეტი ჩაი

ამ სასმელის დახმარებით შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ორგანიზმში წყლის შეკავებას და

შევამციროთ წონა.

image



ეს სასმელი კი ტრადიციული არაბული რეცეპტით მზადდება და მისი შემადგენლობა

ნადვილად არ დაგვტოვებს გულგრილს:
ჯინჯერი
კამა (ფხვნილის სახით)
პიტნა
მწვანე ჩაი

სანელებლებს დავამატოთ დიდი ჭიქა ცხელი წყალი, მაგრამ არა ადუღებული, 1 კოვზი

მწვანე ჩაი და გავაჩეროთ 10 წუთი. სასმელი უნდა დავლიოთ ჭამამდე.

image

წონაში დასაკლებათ ასევე ძალიან ეფექტური სასმელია, ასკილის წვენს თუ გავურევთ

ცოტა წყალს და ყოველ დღე მივირთმევთ.

ასკილის წვენი უნდა იყოს 100%-ით ნატურალური, ყოველგვარი დანამატების გარეშე.

200გრამ ასკილის წვენს დავუმატოთ 150 გრამი სუფთა წყალი. მიღებული სასმელი

შეგვიძლია ვსვათ მთელი დღის განმავლობაში.



თუკი ზემოთ ჩამოთვლილი სასმელიბიდან არცერთისთვის არ გეყოფათ დრო და

ნებისყოფა, არსებობს მარტივი გამოსავალი, ეს მწვანე ჩაია!

დღეში მინიმუმ სამჯერ მწვანე ჩაის მიღება, მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობას

გამოვდევნოთ ოგანიზმიდან ზედმეტი წყალი და ცხიმები.

გარდა ამისა მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც არამარტო წონის

შემცირებაში გვეხმარება, არამედ გვიცავს ქოლესტერინის დაგროვებისგანაც.

image



სადიეტოდ ასევე გავრცელებულია შავი ყავის დალევა, რა თქმა უნდა ყოველგვარი რძისა და შაქრის გარეშე, თუმცა სისტემატიურად და დიდი რაოდენობით მისი მიღება არაა

სასურველი.

image


და ბოლოს, ყველა დანარჩენთან შედარებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს

ორგანიზმში წყლის ბალანსის დაცვაა.

ორგანიზმის სითხეს სხვადასხვა სახით შეიძლება იღებდეს, მაგრამ თანამედროვე ადამიანი წყალს ნაკლებად სვამს და ამიტომაც ორგანიზმი ბევრ პრობლემას აწყდება.

რეგულარულად წყლის მიღება, ცხიმების სწრაფად დაწვის კიდევ ერთი საწინდარია!

image


ჯანმრთელობასა და სილამაზეს გისურვეთ!


1
601
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
601
  
2015, 29 ნოემბერი, 0:08
საინტერესო და სასარგებლოა. (გავაზიარე)
0 1 1