x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
აშშ-ირანის დაახლოება ცვლის ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში - BILGESAM
ობამა და რუჰანითურქულმა კვლევითმა ცინტრმა BILGESAM-მა გამოაქვეყნა ანალიტიკოსი ბექირ უნალის აშშ-ირანის ურთიერობებისა და ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსის ცვლილებების საკითხებისადმი მიძღვნილი სტატია, რომლის მიხედვითაც, მართალია, ამერიკა-ირანის დაახლოება და ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა მოკლევადიან პერიოდში თურქეთისათვის სავაჭრო თვალსაზრისით სასარგებლო იქნება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის სერიოზულ პოლიტიკურ და სტრატეგიულ რისკებს შეიცავს.


სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ირანში ჰასან რუჰანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ-თან ურთიერთობის უფრო და უფრო გაუმჯობესებაზე. ის ორი სახელმწიფოს, განსაკუთრებით ბირთვული შეთანხმების შემდეგ დაწყებულ საკმაოდ სწრაფ დაახლოებას “გასაოცარს” უწოდებს.


ანალიტიკოსის აზრით, აშშ უკვე კონცენტრირებულია ახალ გლობალურ სტრატეგიაზე, რომლის ღერძულ საკითხს "ჩინური მუქარა" წარმოადგენს. მას აღარ აწყობს ირანთან დაპირისპირების გაგრძელება. პირიქით, აშშ საერთო ინტერესების საფუძველზე ირანთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და თანამშრომლობისაკენ ისწრაფვის, ასევე ამ თანამშრომლობის, საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიმართულებით გამოყენებას ცდილობს. ეს თანამშრომლობა მიმდინარეობს ავღანეთში, ერაყში, სირიისა და “დაეშის”
("ისლამური სახელმწიფო") საკითხებში არსებული საერთო ინტერესების საფუძველზე.


თურქი ექსპერტი აღნიშნავს, რომ აშშ დიდად აფასებს ირანის მონაწილეობას “დაეშის” წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ირანის მიერ ერაყის შიიტური შეიარაღებული ჯგუფებისა და ქურთებისათვის გაწეული სამხედრო დახმარება. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ აშშ-მა შეცვალა თავისი მიდგომა სირიის საკითხშიც და თუკი სირიის სამოქალაქო ომის პირველ ეტაპზე ირანი და აშშ საპირისპირო პოზიციებს იცავდნენ, სირიის საომარ მოქმედებებში “ალ ნუსრას”, “დაეშისა” და სხვა ექსტრემისტული ისლამური დაჯგუფებების ჩართვის შემდეგ ამ ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთის შევსების მიმართულებით განვითარდა. დღეს უკვე სირიაში აშშ-ისათვის უპირატესობას არა ასადის რეჟიმის შეცვლა, არამედ “დაეშის” წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.



სირიის საკითხში აშშ-ის პოზიციის შეცვლას თურქი ანალიტიკოსი შემაშფოთებლად მიიჩნევს. მისი შეფასებით, აშშ-ს შუა აღმოსავლეთში თურქეთზე უფრო მეტი გავლენის მქონე ირანის დანახვა სურს. აშშ-ს მიერ პრო-ირანული პოლიტიკის გაგრძელება ისრაელსა და ირანს შორის ურთიერთობების მოგვარებასაც შეუწყობს ხელს, ისრაელსა და თურქეთს შორის ურფიერთობები კი კრიზისულ ვითარებაშია. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ რეგიონში ირანის გავლენის ზრდით შეშფოთებული საუდის არაბეთი სპარსეთის ყურის დანარჩენ არაბულ ქვეყნებთან ერთად აქტიურად ზრდის საკუთარ სამხედრო შეიარაღებას.

0
175
შეფასება არ არის
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0