x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რატომ იდანაშაულებდა თავს ნატალია ყიფშიძე მშობლების დაშორებაში

image
კრისტი და გორგი ყიფშიძეების ქორწინება კრახით დასრულდა, თუმცა წყვილს ერთი ქალიშვილი ნატალია ყიფშიძე ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი მეგობრობს და ცივილური ურთიერთობაც აქვთ ნატალია მაინც განსაკუთრებულად განიცდის ამ ყველაფერს. "ძალიან ცუდია, როდესაც პატარა ხარ და დედა და მამა ერთად არ გყავს ნანახი. მაგრამ მერე, როცა ხვდები, რომ ერთად ბედნიერები არ არიან და რაც გაშორდნენ, თავიანთი მეორე ნახევრები იპოვეს... ნუ, მამამ იპოვა... დიდხანს ბევრი აზრი მიტრიალებდა ამის გამო თავში. ზოგჯერ საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. ახლა ჩემთვის მთავარია, ისინი იყვნენ ბედნიერები და ვისთან – ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა"-ამტკიცებს გოგონა. image

ნატალია ჯერ სკოლის მოსწავლეა, თუმცა დედის გვერდითაც ხშირად შენიშნავთ, წვეულებებსა თუ შეხვედრებზე. კრისტი ქალიშვილს ბავშვობიდან ასწავლის და აჩვევს საზოგადოებაში მოქცევის წესებს. მკაცრი დედა არ გახლავთ, მეგობრობენ, თუმცა გარკვეული აკრძალვები მაინც არსებობს. ოჯახის წევრებიან ერთადერთი ვისაც ნატალია საიდუმლოს უზირებს, ეს მისი მამიდა ლენუკა ყიფშიძეა. "რაღაც მოვუყევი კრისტის და მაშინვე მამაჩემს უთხრა. მამაჩემზე ხომ ლაპარაკი აღარ მაქვს, მთელ თავის სამეგობროს მოუყვა. წარმოიდგინეთ, რაღაცას ვუყვები და მერე მისმა მთელმა სამეგობრომ იცის, ბებომ, ბაბუმაც, რადგან მამაჩემმა თუ იცის, ესე იგი, მთელმა ოჯახმა იცის. ამიტომ, მშობლებთან არ მაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ დავუჯდე, მოვუყვე: ეს მოხდა, ერთი ბიჭი მომწონს... ჩემი მესაიდუმლე მამიდა ლენუკაა. ჩვენ მეგობრებიც ვართ. განსაკუთრებული ადამიანია. შემიძლია, ყველაფერი ვუთხრა. თან, ისეთ რჩევებს მომცემს, დამარიგებს..."-ამტკიცებს ნატალია. imageimage

0
1353
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0