x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საფრანგეთი გერმანიას ევროპის ლიდერის პოზიციიდან დევნის - Bloomberg

მერკელი და ოლანდისაინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის მიხედვით, ბოლო პერიოდში ევროპაში უპირატერსობას უფრო "უხეშ ძალას" ანიჭებენ, ვიდრე გერმანიის ფინანსებს. მსოფლიოს ბოლო მოვლენები ევროპული დღის წესრიგის ცვლილებას იწვევს, რის ფონზეც საფრანგეთი ევროპის ლიდერის პოზიციიდან თანდათან დევნის გერმანიას.


ბოლო პერიოდის მოვლენებმა, მათ შორის პარიზის ტერორისტულმა აქტებმა, სირიის სამოქალაქო ომმა და ლტოლვილებთან დაკავშირებულმა კრიზისმა, ევროპაში "უხეშ ძალას" ავტორიტეტი დაუბრუნა. ამ მოვლენებმა ბოლო მოუღეს იმ წარმოდგენებს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური თვალსაზრისით გაბედული, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით მხდალი გერმანია რეგიონის უცილობელი ლიდერი იყო.


ავტორიტეტული სააგენტოს შეფასებით, "შარლ დე გოლის" ავიამზიდიდან ამფრენი ფრანგული სამხედრო თვითმფრინავები შეიძლება ვერ მოახერხებენ ახლო აღმოსავლეთის გარდაქმნას, მაგრამ უკვე ცვლიან ძალთა ბალანსს ევროპაში, გერმანიის მრავალწლიანი უპირატესობის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ძველებურად ფლობს უდავო ძალაუფლებას ეკონომიკურ სფეროში, მას არ ძალუძს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ოლანდმა “დაეშთან” (“ისლამური სახელმწიფო”) ბრძოლის გეგმები არა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან, არამედ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრთან, დევიდ კემერონთან განიხილა.

0
161
შეფასება არ არის
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0