x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"არ მიყვარს სამშობლო, შოკოლადი მირჩევნია. სამშობლოსთვის თავის გაწირვა დაუჯერებელია"-ნინი ქარსელაძე

image
ნინი ქარსელაძის ინტერვიუს, გადაცემაში "მძიმე კაცთან" დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მომღერალმა აღიარა, რომ სამშობლოზე მეტად ბევრი რამ უყვარს, მაგალითად შოკოლადი. ამ ინტერვიუსა და კონკრეტული ფრაზის გამო ნინი საზოგადოების დიდმა ნაწილმა გააკრიტიკა.

"გადაცემა "მძიმე კაცთან", ჩემი ინტერვიუს მერე ვკითხულობ კომენტარებს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ მხოლოდ იმ თბილი სიტყვებისთვის, ადეკვატური და ობიექტური შებასებებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანებისგან მივიღე (რომელთა აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია) არამედ უცნობი ადამიანებისგან, რომლებთანაც არასოდეს არანაირი შეხება და პირადი ურთიერთობა არ მქონია, ღირდა იქ მისვლად. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაცემა ობიექტურად შეაფასა. რაც შეეხება სამშობლოს და შოკოლადს. მე არ მივიღე თქვენი უარყოფითი შეფასებები. მიმაჩნია, რომ ჩემი პასუხი იყო გულრწფელი სხვებისგან განსხვავებით.ის ადამიანები, რომლებიც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ამტკიცებენ სამშობლოს თავდადებულ სიყვარულს, მგონია რომ უბრალოდ იტყუებიან და თამაშობენ პუბლიკაზე. რომელ სამშობლოს სიყვარულზე მელაპარაკებით, რომელსაც მუდმივად ლანძღავთ და გაქცევაზე ხართ? არამგონია თქვენ იყოთ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით დაკავებული.ასე, რომ თქვენი ცინიზმი, სარკაზმი და მარო მაყაშვილის როლები თქვენთვის დაიტოვეთ.

P.S. ის ადამიანები, ვისი ვალიც არის სამშობლოზე და მის უკეთეს მომავალზე ფიქრი, ვერ ვხედავ, რომ იკლავდნენ თავს. მოკლედ, შეგიძლიათ უსასრულოდ ისაუბროთ ამ გადაცემაზე"-წერს ნინი სოციალურ ქსელში.image

"კარგით რაა, სირცხვილია და ძალიან დიდი ტყუილი იქნება ახალგაზრდა გოგომ რომ თქვას სამშობლო მიყვარსო.

24 წლის გოგო ვარ და სამშობლოსთვის თავის გაწირვა დაუჯერებელია, არ მიყვარს სამშობლო, ჰო რაა, შოკოლადი სამშობლოს მირჩევნია"-დასძინა მოგვიანებით მომრერალმა.image

4
1456
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1456
  
2017, 17 მარტი, 10:08
პრიმიტივი....
2015, 29 ნოემბერი, 13:10
ამ ღლე ქალამ აღიარა მაინც და რამდენი ფარისეველია ამისნაირად რო ფიქრობს მარა ხმამაღლა არ ამბობს. ყველას ოჯახში გავიარე შიშველმა ვისაც სამშობლო არ უყვარს
2015, 27 ნოემბერი, 14:38
პ.ს.ჯაბა ქარსელაზე გამიგია მარა ეს ვინ ჩემი შუშუა? ახლა დავგოგლე და არც გოგლი იცნობს და ტქვენ საიდან აიღეტ რომ ის მომრერალია და რა არის ტქვენი მიზანი როცა ვირაც გომბიოს ჩრუტუნს საქვეყნოდ დებტ, ალბატ გაგიხარდატ და მტრები ხარტ სქარტველოსი აიკანუშები და კარაპეტები ეგენი გამოირჩევიან ჩვენი მტრობიტ
2015, 27 ნოემბერი, 14:35
შენ მოუკვდი შენს სამშობლოს, შენი ადგილი გაუქმებულა აქ! ავადმყოფი უნდა იყო ეგ რომ ტქვა და არ გეღირსო მაგ სამშობლოდან გასვლა არსად მანდ ჩაკვდი სირატაკეში, სე სულიტ ღატაკო და ავამდყოფო ნაგავო ზროხავ!
0 1 4