x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გადასახადები
აშშ-ს ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ – ბ. ფრანკლინმა (1706-1790) თქვა
“ყველა ვალდებულია, რომ გადასახადი გადაიხადოს და მერე თუნდაც
მოკვდეს ".გადასახადების წარმოშობას საკუთარი უძველესი ისტორია აქვს.

მაგ:ძველ ათენში ათეული მოქალაქე საჯაროდ წყვეტდა ყოველწლიურად რა
რაოდენობის გადასახადი დაეწესებინათ. ამოღებულ თანხას დადგენილი
ოდენობით, დადგენილ პერიოდში უხდიდნენ სახელმწიფოს. ამ დაწესებული
თანხის ზემოთ კი იყოფდნენ თვითონ. იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებდნენ
სახელმწიფისთვის დაწესებული თანხის გადახდას, სახელმწიფო აძლევდა მათ
გარკვეული პერიოდით გადავადებას. თუ ამ გადავადების შემდეგაც ვერ
შეძლებდნენ სახელმწიფოსათვის გადასახადის გადახას, მათ იჭერდნენ და
ციხეში სვამდნენ.

გადასახადების ისტორიული ეტაპების ანალიზის მიზნით, საინტერესოა
ძველი რომის გადასახადები.ცნობილია რომ მშვიდობიან ძველ რომში გადასახადები
გაუქმებული იყო. სახელმწიფოსა და ქალაქის მართვის ხარჯები მინიმუმამდე იყო დაყვანილი, ხელმძღვანელი პირები თავიანთ მოვალეობას საზოგადოებრივ
საწყისებზე ასრულებდნენ, შრომის ანაზღაურების გარეშე, უფრო მეტიც, ისინი
ხშირად თავიანთ დანაზოგებს ხარჯავდნენ საზოგადოებისათვის, რაც მეტად
საპატიოდ ითვლებოდა და ავტორიტეტს უხვეჭდა ქვეყნის მეთაურებს. ომის
პირობებში კი მოქალაქეთა შემოსავალი იბეგრებოდა, თუმცა ძალიან
ორგინალური მეთოდით.გადსახადის მოცულობას (მას ეწოდებოდა “ცენზი") ადგენდნენ ხუთი წლის ვადით არჩეული ჩინოვნიკ-ცენზორები. ამ უკანასკნელს წარმოადგენდა მოსახლეობის შედარებით პატიოსანი და კვალიფიციური ნაწილი. რომის
მოქალაქეები ცენზორებს წარუდგენდნენ განაცხადს თავიანთი ქონებრივი და
ოჯახური მდგომარეობის შესახებ. ეს იყო გადასახადების ისტორიაში
დეკლარაციების წარდგენის პირველი პრაქტიკა, რომელმაც შემდგომ განვითარება
ჰპოვა სხვა ქვეყნებშიც და დღესაც ფართოდ გამოიყენება მთელ მსოფლიოში.მას შემდეგ, რაც რომის სახელმწიფო გაძლიერდა და შემოიერთა ახალი
ტერიტორიები, სახელმწიფო გადასახადებთან ერთად შემოიღეს ადგილობრივი
გადასახადები.შემდგომ რომის იმპერიაში თანდათანობით დაიხვეწა საგადასახადო სისტემა.
იმპერატორმა ავგუსტ ოქტავინმა ქვეყნის ყველა პროვინციაში შექმნა
გადასახადების ამკრეფი და შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოები მოახდინა
ძირითადი საგადასახადო ბაზის - მიწების ხელახალი აზომვა-კადასტრირება ქონების აღწერა და ყველა მოსახლეს დაევალა თემის (პროვინციის)
ხელისუფალთათვის წარედგინა დეკლარაცია შემოსავლებისა და ქონებრივი
მდგომარეობის შესახებ.იუხედავად იმისა, რომ გადასხადები დაწესებული იყო უძველესი
დროიდან, მისი ოდენობა და მთლიანად საგადასახადო სისტემა, ხშირ
შემთხვევაში, იმ დროს არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებს არ
შეესაბამებოდა. სახელმწიფოებს არ გააჩნდათ გადასახადების აკრეფის
ადმინისტრირების ჩამოყალიბებული მექანიზმები. გადასახადების აკრეფას
აწარმოებდნენ, როგორც სპეციალურად მოწვეული სახელმწიფო მოსამსახურეები,
ასევე რიგითი მოქალაქეები, რომელთაც არ გაააჩნდათ შესაბამისი კვალიფიკაცია.გადასახადების ამკრეფთა მიერ უფლებების გადამეტების გამოყენების
წინააღმდეგ საბრძოლველად, ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე 59 წელს
კეისარმა მიიღო კანონი პროვინციებში გამომძალველთა წინააღმდეგ
საბრძოლველად, რაც მათ მიმართ სასტიკი სასჯელით გამოიხატებოდა. უმძიმეს
სასჯელს ითვალისწინებდა მორწმუნის მიერ მოძღვრის წინაშე ჩადენილი ცოდვა
ანგარებით, მტაცებლობით (სხვისი ქონებისა), ქრთამის აღებ-მიცემობით, ყალბი
ვექსილით ფულის აღებით, ყალბობით (ყალბად მუშაობით), ძღვენის
მოყვარულობით და ხელობის უსწავლელობით ჩადენილი ცოდვები.შუა საუკუნეებისა და შემდგომი პერიოდის ქვეყნებში თანდათანობით
ვითარდება საგადასახადო სისტემა. ინგლისში, დანიაში, საფრანგეთსა და სხვაქვეყნებში შემოიღეს ახალი გადასახადები: აქციზი, საბაჟო მოსაკრებელი,
საგანგებო გადასახადები, კომუნალური და ადგილობრივი გადასახადები,
სავაჭრო გადასახადები და სხვა.

მეორე ეტაპი მოიცავს პერიოდს მე-16 საუკუნის დასასრულიდან მე-19
საუკუნის დასაწყისამდე, როდესაც მთელ რიგ ქვეყნებში შეიქმნა საფინანსო-
საგადასახადო დაწესებულებების ქსელი და სახელმწიფომ საგადასახადო
ადმინისტრაციული და მეთოდური საკითხების გადაწყვეტა საკუთარ თავზე
აიღო.გადასახადების განვითარების მესამე ეტაპი სათავეს მე-19 საუკუნის
დასაწყისიდან იღებს და დღემდე გრძელდება. ამ ეტაპზე უშუალოდ სახელმწიფო
ადგენს გადასახადებს და ითავსებს აკრეფის ფუნქციას, ქმნის საკანონმდებლო
ბაზას და უზრუნველყოფს მის შესრულებაზე კონტროლს. თანამედროვე ეტაპზე
საგადასახადო ურთიერთობებს და სისტემებს ცალკეული ქვეყნების ჭრილში
გააჩნიათ გარკვეული თავისებურებანი და სპეციფიკური ნიშნები, რაც თავის
მხრივ განპირობებულია ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიული, ეროვნული,
ტრადიციული, ეკონომიკურ-გეოგრაფიული, პოლიტიკური და სხვა
თავისებურებებით.1923წელს დაწესდა პირველდაწყებითი განაკვეთიდან 10%_მდე


საშემოსავლო, შემდომ საწარმოს მოგებიდან 20%-იანი გადასახადი.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დღემდე გვხვდება უცნაური და სასაცილო გადასახადები.

1696 წელს ინგლისში შემოირეს გადასახადი ფანჯარაზე ანუ მინის გადასახადი .ღარიბ მოსახლეობას, რომელიც ბეგარას ვერ იხდიდა, უწევდათ სახლის ფანჯრების აგურით ამოშენება. ეს უკანონო კანონი სამწუხაროდ დიდხანს გაგრძელდა და მხოლოდ 1851 წლის 24 ივლის გაუქმდა.

ბეღურების გაჩანაგების ბეგარა. XVIII-ე საუკუნეში, გერმანიის ქალაქ ვიურტემბერგში შეიმუშავეს კანონი, რომლის თანახმად თითოეული მცხოვრები ჩართული უნდა ყოფილიყო ბეღურების განადგურების საკითხში, ვინაიდან თვლიდნენ რომ ეს ფრინველები მათ ხელს უშლიდა ნორმალურ ცხოვრებაში, სახელმწიფო კი იქით უხდიდა მოსახლეობას განსაზღვრულ თანხას, ხოლო თუ რომელიმე მათგანი, ვერ მოახერხებდა განსაზღვრული რაოდენობის ბეღურის გაჩანაგებას, ორმაგად ჯარიმდებოდა.

გადასახადები სიმხდალეზე. ინგლისში, 1100-1135 წლებში, ჰენრი 1-ის მეფობის დროს შემოიღეს კანონი, რომლის თანახმად, მამაკაცი, რომელიც ბრძოლაში წასვლაზე მეფისთვის თავგანწირვისთვის უარს ამბობდა, ჯარიმდებოდა ბეგარით.

გადასახადი ყურებზე. 1920 წელს ტიბეტში დაინერგა ასეთი ბეგარა, თითოეული ოჯახი, თითოეული ყურის საფასურს იხდიდა ხოლო ვინც ვერ იხდიდა, აჭრიდნენ ყურებს და შემდგომ აღარ უწევდა გადასახადების გადახდა ყურების არ ქონის გამო.

მე-14 საუკუნეში, ინგლისელმა მონარქმა ხაზინის შევსების უნივერსალური ხერხი მოიფიქრა. შემოიღო "გადასახადი სიცოცხლისათვის", ანუ უკლებლივ ყველა ბრიტანელს ფული უნდა ეხადა მანამ, სანამ ცოცხალი იყო, მხოლოდ იმისათვის, რომ ცოცხლობდა. გადასახადის შემოღებას სახალხო აჯანყება მოჰყვა.

უშვილობის გადასახადი ცნობილი გადასახადი საბჭოთა კავშირში. ის შემოღებულ იქნა 1941 წელს მრავალშვილიან დედათა დამატებით დახმარების მიზნით. ამ გადასახდს ანალოგი არ აქვს ისტორიაში და ის მხოლოდ საბჭოთა კავშირსა და მონღოლეთში არსებობდა.


image

0
486
1-ს მოსწონს
ავტორი:ხატია87
ხატია87
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0