x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ირანელი გენერალი: "აშშ ირანის წინააღმდეგ უპილოტო თვითმფრინავებს იყენებს"

ემირ ალი ჰაჯიზადეჰიირანის “ისლამური რევოლუციის მცველების არმიის” სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალმა გენერალმა ემირ ალი ჰაჯიზადეჰმა ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ მიუხედავად ირანში აშშ-ის მიმართ კეთილგანწყობილი ზოგიერთი ჯგუფების არსებობისა, ისტორიული გამოცდილება და დღევანდელი რეალობა აჩვენებს, რომ ეს ორი ქვეყანა ჯერ მტრულ ურთიერთობაში არიან. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგნეტო MEHR-ი იტყობინება.


ირანელი გენერალი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ამერიკაში ჯერ კიდევ შესაძლოდ მიიჩნევენ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განხორციელებას. ხშირად კეთდება პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ირანს სამხედრო გზით პრობლემების გადაწყვეტის არჩევანით ემუქრება. ჰაჯიზადეჰი დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ცარიელი მუქარებია და აშშ-ს ირანთან ომის დაწყების ძალა არ აქვს.


სამხედრო-საჰაერო ძალების გენერლის მტკიცებით, "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით აშშ-ის მიერ გამოყენებული უპილოტო თვითმპრინავები სინამდვილეში, ძირითადად ირანის წინააღმდეგ მოქმედებენ და სამხედრო მონაცემების შესაძენად ფრენებს ასრულებენ.

0
267
შეფასება არ არის
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0