x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ გახდა ნინი ბადურაშვილისთვის თბილისში ცხოვრება აუტანელი და რას ამბობს ბერასთან რომანზე?!
image
მომღერალინინი ბადურაშვილი იმ ცნობილთაგანია, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ყოველთვი და ყველაფერი აინტერესებს. ბავშვობიდან სცენაზე დგას, ცნობადი ოჯახის შვილია და პოპულარობის გარეშე ცხოვრება არც წარმოუდგენია.

მომღერალმა სოციალურ ქსელში სტატუსი გაავრცელა და გვამცნო, რომ საცობებმა დაღალეს. "უტანელი გახდა თბილისში ცხოვრება საცობების გამო! ამდენი გაუმართვი მანქანა ალბათ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ დადის! ვერ ვხვდები როგორ უნდა გაუძლოთ ასეთ დაბინძურებულ ჰაერს ან ბავშები როგორ გავზარდოთ ამ გარემოში?!"-წერს ნინი. მომღერლის ამ განცხადებას საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთნი მის პოზიციას იზიარებენ, მეორენი კი მოუწოდებენ მანქანა შინ დატოვოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა იკადროს.

ინტერნეტსვრცეში მორიგი ჭორი გავრცელდა, რომლის თანახმადაც ნინის ბერა ივანიშვილთან რომანი აქვს. ზოგი სააგენტო იმასაც ამტკიცებს, რომ წყვილმა ჩუმად იქორწინა. "მარაო რუსთავი 2"-ის გადაცემა "კოქტეილში" მარიტა როხვაძემ ხსენებული ჭორი გადაამოწმა. მომღერალმა ამ ყველაფერზე ბევრი იცინა, თუმცა პირად თემებზე საუბრისაგან თავი შეიკავა.

სულ ცოტა ხნის წინ კი ბევრს საუბრობდნენ თაკო გაჩეჩილაძისა და ბერას რომანზე. გავრცელებული ჭორების თანახმად კი ბიძინა ივანიშვილმა მომღერალს სოლიდური თანხა შესთავაზა, ოღონდ მის ვაჟთან ურთიერთობა გაეწყვიტა. "შეიძლება მას რაღაც სიმპათიები ჰქონდა ჩემს მიმართ, მაგრამ ჩვენს შორის არაფერი გამოვიდოდა, რადგან ის ჩემზე ბევრად პატარაა"-განაცხადა თაკომ.


image

0
5147
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
5147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0