x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ჰოლანდიური კომისიის დასკვნით, მალაიზიური "ბოინგი" რუსული წარმოების "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით ჩამოაგდეს

imageნიდერლანდების უშიშროების საბჭომ შარშან, უკრაინის აღმოსავლეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იტყობინება.
ანგარიშის თანახმად, მალაიზიური "ბოინგ MH17" უკრაინის აღმოსავლეთიდან, რუსული წარმოების "ბუკ"-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსით იქნა ჩამოგდებული. კერძოდ, თვითმფრინავის მიმართულებით გასროლილ იქნა "9M38" ტიპის რაკეტა. რუსეთში აცხადებენ, რომ აღნიშნულ რაკეტებს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში 2011 წლიდან აღარ იყენებენ.
ჰოლანდიურმა კომისიამ ასევე დაადგინა, რომ ავიაკატასტროფის მომენტში "ბოინგი" ტექნიკურად გამართული იყო და მისი ჩამოგდება "ჰაერი-ჰაერი" ტიპის რაკეტით არ განხორციელებულა.
ექსპერტებს არ დაუკონკრეტებიათ, დონბასის ტერიტორიის რომელი მონაკვეთიდან მოხდა რაკეტის გაშვება. უკრაინა და რუსეთი ავიაკატასტროფაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ავიაკატასტროფა 2014 წლის 17 ივლისს მოხდა. კომპანია Malaysia Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი დაიღუპა.
მიმდინარე წლის ივლისში გაერო, ავიაკატასტროფის გამოძების მიზნით, საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, თუმცა რუსეთმა აღნიშნული რეზოლუციის პროექტი დაბლოკა.

0
39
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
39
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0