x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სოფლის მეურნების სამინისტროსში ევროკავშირის პროგრამის საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა

image

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის პროგრამის “ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ (ENPARD) საორგანიზაციო კომიტეტის რიგით მეშვიდე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო ENPARD II-ის პროექტის განხორციელების საკითხებს. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებთან ერთად განიხილა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის პროცესი და 2016 წლის ბიუჯეტთან სამინისტროს პროექტების შესაბამისობის საკითხები. შეხვედრაზე იმსჯელეს ექსტენციის განვითარებისა და ინსტიტუციური მოწყობის, ასევე სურსათის უვნებლობის საკითხებზე;
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე; საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართულებით ხუან ეჩანოვე; გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტის მენეჯერი და მხარდაჭერის ოფიცერი ხავიერ სანზ ალვარესი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ხატია წილოსანი; FAO-ს პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა დოლიძე; FAO-ს პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“ მრჩეველი ეროვნული პოლიტიკის საკითხებში ელენე ნემსაძე და ENPARD-ის პროექტის მონაწილე კონსორციუმების წარმომადგენლები.

0
37
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინიჩკა
ნინიჩკა
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0