x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ჰააგის სასამართლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს განიხილავს
ჰააგაში პროკურორმა დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება. ამის შესახებ იუწყება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ეს სიახლე "Facebook"-ზე გამოაქვეყნა.image

image

აი სწორედ ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიერ "Facebook"-ზე გამოქვეყნებულ დაწერილი სიახლის ტექსტს შემოგთავაზებთ სანახავად:

"მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის გადაწყვეტილებას, დაიწყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაულების გამოძიება. ჩვენმა ხელისუფლებამ 2008 აგვისტოშივე მიმართა პროკურორის ოფისს, მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევის, მათ შორის, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა (ეთნიკური წმენდა) და ომის დანაშაულებების შესახებ. სამწუხაროდ რუსეთი არ ცნობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და მთელი ამ დროის განმავლობაში ცდილობდა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოეყენებინა პროცედურები. მნიშვნელოვანია, რომ პროკურორის ოფისს ქართულმა მხარემ სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია მათ შორის ეთნიკური წმენდის შესახებ."



image

0
101
4-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0