x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
საკვები სტრესის და დაღლილობის წინააღმდეგ

მთელი დღის განმავლობაში თანამედროვე ადამიანს ესაჭიროება შეინარჩუნოს ძალების და სიხალისე რათა დღე ნაყოფიერი გამოვიდეს.


მოსადუნებლად და სტრესისგან გასანთავისუფლებლად გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს რომელიც ამაში საგრძნობლად შეგიწყობენ ხელს.


ქათმის მკერდის თეთრი ხორცი

image


ე.წ ქათმის ფილე არის ცხოველური ცილების დიდი რაოდენობის მატარებელი. ძირითადად უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ფრინველის ხორცის ამ ნაწილს, სწორედ ის არის ყველაზე სასარგებლო და დამანაყრებელი. ქათმის ფილე დაგტვირთავთ ენერგიით და აქრობს მცირე დაღლილობის შეგრძნებას. ეს ხორცი აგრეთვე დიეტურია და არანაირად არ იმოქმედებს თქვენს ფიგურაზე. ამიტომ იშვიათ შემთხვევაში შეგიძლიათ ის ღამის საათებშიც მიიღოთ თუკი შიმშილის გრძნობა არ გტოვებთ.



მოცვი


image


მოცვი სუპერ საკვებად ითვლება XXI საუკუნეში, რა არის ეს? -სუპერსაკვები. მოცვი თავისი ღირებულებებით იმდენად მდიდარია რომ დღევანდელობაში წამლებთანაც კი თანაბრდება მისი დადებითი თვისებები ადამიანის ორგანიზმში.

ამიტომ თქვენს რაციონში მოცვის შეყვანით თქვენ აიმაღლებთ იმუნიტეტს და დატენით თქვენს ორგანიზმს სხვადასხვა ვიტამინებით. ამის გარდა მოცვი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში და ხსნის დაღლილობას და სტრესს.


შვრიის ფანტელები

image


ინგლისელების საყვარელი საუზმეა- ყველას ახსენდება შერლოკ ჰოლმსის გამოთქმა "შვრიის ფანტელები ბატონია". ასეთ წარმატებას თავისი მიზეზი აქვს, შვრიის ფანტელები შეიცავს მაგნიუმს, ცილებს, ფოსფორს, ვიტამინ B1-ს . ეს ნივთიერებები მოქმედებენ ენერგიის ამაღლებაზე ორგანიზმში, და მომენტალურად გმატებენ სიხალისეს. რაც მთავარია შესანიშნავად ებრძვის და ამარცხებს დაღლილობას.


ისპანახი


image

ისპანახი რომ რაციონში შევიტანოთ ამისთვის არსებობს რამოდენიმე მიზეზი, ერთი რომ ის სავსეა ვიტამინებით და მინერალებით, მეორე ისპანახი აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, და მესამე ეს პროდუქტი ეხმარება ორგანიზმს ტონუსში იყოს და აქვეითებს დაღლილობას. აგრეთვე აწყნარებს ნერვიულ სისტემას.


იოგურტი


image


ნატურალური იოგურტი თავისი მსგავსი დანამატებიანი იოგურტებისგან განსხვავებით არის დიდი განძის მატარებელი. არის რამოდენიმე მიზეზი რათა ის შევიყვაროთ. იგი მსუბუქია და ორგანიზმი ადვილად ინელებს მას, ბოლო კვლევებმა კი აჩვენა რომ ინტენსიურად იოგურტის მიღება კარგად უმკლავდება ქრონიკულ დაღლილობას.


ბროწეული


image


ბროწეულის ყველაზე გავრცელებული დადებითი მხარე არის ის რომ ის კარგად ამკვრივებს სისხლძარღვების სისტემას. იგი სავსეა ვიტამინებით C, A, B, P, E, კალციუმით, მაგნიუმით, კალიუმით და მარგანეცით, წვნიანი ხილი ავსებს ორგანიზმს ენერგიით, მრავალ ინფექციას უშლის ხელს. მატებს მადას.


კაკალი და თხილი

image


თხილეული და კაკალი ყველაზე გავრცელებული და ეფექტური გზაა დაკარგული ენერგიის აღსადგენად, სულ მცირე ულუფასაც კი შეუძლია ნამდვილი სასწაულის მოხდენა, ის შეიცავს უდიდესი რაოდენობის ანტიოქსიდებს და ვიტამინ E-ს, ანუ ის არის ენერგიის აღმდგენი და გამაახალგაზრდავებელი საშუალება.


ლობიო

image


არ შეიძლება არ დავაფასოთ ლობიო, ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს რომელიც ხელს უწყობს კუჭნაწლავის მოქმედებას და ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისგან . ის ადამიანს ხელს უწყოს რომ დარჩეს მთელი დღის განმავლობაში ენერგიაზე. და ვიტამინი B1 რომელსაც ლობიო შეიცავს ხელს უწყობს ორგანიზმს ენერგიის გამომუშავებაში.



ნედლი სკუმბრია

image


არავისთვის არაა საიდუმლო რომ თევზი მდიდარია ათასგვარი სასარგებლო მაჩვენებლებით, თუმცა ყურადღება მივაქციოთ სკუმბრიას და იმას რომ რომ თევზი არ უნდა იყო არც შემწვარი და არც შებოლილი ის უნდა იყოს ნედლი. სკუმბრიაში არის ვიტამინი B12, ეს ვიტამინი დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე და ჟანგბადის არსებობაზე სისხლში, თუკი სისხლს აკლია ჟანგბადი დაღლილობა უფრო იგრძნობა.



გრეიფრუტი

image


ეს ხილი ძალიან უყვართ მათ ვინც ხშირად ცდილობას დიეტაზე ყოფნას, იგი კატასტოფული სისწრაფით წვავს ცხიმებს ორგანიზმში, გარდა ამისა თუკი თქვენ გინდათ რომ ყოველთვის ხალისიანად და ენერგიულად გაოიყურებოდეთ აუცილებლად ჩართეთ რაციონში გრეიფრუტი.



1
315
7-ს მოსწონს
ავტორი:ნანუშკი ნანა
ნანუშკი ნანა
315
  
2015, 10 ოქტომბერი, 15:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1