x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ჩინელებმა ქართველი მოქალაქის ძაღლი მოკლეს და მისი ხორცი მიირთვეს


image


თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ:

„ჩვენი მკითხველის წერილებიდან და სატელეფონო ზარებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ინტერესს იწვევს გუშინ ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში მომხდარი ვანდალური ფაქტი.

შეგახსენებთ, რომ იქ დასახლებულმა ჩინელებმა ქართველი მოქალაქის ოთხფეხა მეგობარი ელექტროსაყელურით მოკლეს, მისი ხორცი კი სადილად მიირთვეს.

ძაღლის პატრონმა, ბატონმა გურამ ქურდაძემ, მაშინვე დარეკა საპატრულო პოლიციაში. თითქმის საათნახევრის განმავლობაში ეკიპაჟი რომ არ მივიდა შემთხვევის ადგილზე, ამის შემდეგ დაუკავშირდა ის ცხოველთა დამცველ თამაზ ელიზბარაშვილს.

ბატონი თამაზის 112-ის ოპერატორთან საუბრის შემდეგ ნახევარ საათში საპატრულო ეკიპაჟი და ხარაგაულის რაიონის პოლიციის უფროსი უკვე ადგილზე იყვნენ.

დღეს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მოწმეებისა და ეჭვმიტანილების დაკითხვა. როგორც ამ საქმის გამომძიებელი ვეფხია ჩუბინიძე ამბობს, მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო დეტალებზე საუბარი მას წინასწარ არ სურს.

დღეს ასევე დავუკავშირდით სოფელ ზვარეს მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ ვლადიმერ ტალახაძეს:
“პირადად მე გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით არაფერი ვიცი დაზუსტებით, მაგრამ ვიცი ის, რომ ჩინელები 2011 წლიდან აშენებენ სარკინიგზო გვირაბს. მათ თავიანთი საცხოვრებლები ააგეს სწორედ იმ ადგილას, სადაც მოგვეპოვება უნიკალური მინერალური წყლები. გვირაბის მშენებლობის გამო მიმდინარეობს აფეთქებები, რითაც შესაძლოა, სრულიად დაუკარგონ მინერალურ წყალს თავისი შემცველობა და უნიკალურობა. 2012 წლიდან ადგილობრივების გაპროტესტებით მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამის შემდეგ მათ შეუცვალეს მიმართულება გვირაბს, მაგრამ მათი საცხოვრებლები კვლავ იმავე ადგილზე რჩება.

რაც შეეხება გუშინდელ ფაქტს, ჯერ-ჯერობით დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით.“ - გვითხრა ბატონმა ვლადიმერმა.

თუ როგორ განვითარდება მოვლენები, აუცილებლად ვაცნობებთ ჩვენს მკითხველს“.

9
649
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
649
  
2015, 11 ოქტომბერი, 11:01
და ბოლოს ჩემნაირი ((ერის მოყვარული რომელსაც ყველაფერი კარგი უნდა ხალხისთვის)) ნეტა მართლა ბევრი ყავდეს ამ პატარა ქვეყანას.
2015, 11 ოქტომბერი, 10:55
კარგი მოდი მაშIნ სხვანაირად მიგახვედრებ ჩემი სიტყვების სიმართლეს. გისვამ კითხვას! შენ როგორ გგონია (ნორმალურ ქვეყნებში ნორმლაური ხალხი ისე ექცევა საკუთარ პატიმერებს როგორც (ქართველები)? პასუხი–რა თქმა უნდა არაა ესეთი რამ თავშიც არ მოუვათ აზრად. ხოდა ახლა მიხვდი რო არც პატრიოტები და არც (ერთმანეთის მოყვარულები არ ვარრთ). და რადგან ყველაზე უძველესმა ერმა ეს ვერ მივაღწიეთ მაშინ მომდევნო საუკუნეებშიც ნუ გექნება მაგის იმედი. აწი რაც გინდა ი დაწერე მაგრამ მთავარია საღი აზროვნების ტექსტი იყო. GOODBUY.
2015, 10 ოქტომბერი, 20:30
კი გეთანხმები იმაში რომ ბევრი გვყავს ნიჭიერი საქართველოში. მაგრამ მთავარი პატრიოტიზმის ქონაა რომელიც ჩვენ საერთოდ არ გვაქ და არც ვიცით რა არის. და ცნობისთვის ქვეყანას შენი განათლებულები ვერ გამოადგებათ განათლებული მხოლოდ თავის ჯიბეს ადგება საბოლოო ჯამში. ასე რომ (გაიარეე) რა თორე სალანღავ ლექსიკონში ნამდვილად ვერ გამისწრებ. ჩაოოოო
2015, 10 ოქტომბერი, 19:02
ერს შეურაწყოფას ნუ აყენებ ! სიტყვა დაუნით არ უნდა მოიხსენიო შენი ეროვენბა ! ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი და ჭკვიანი ხალხი ! ნებისმიერ უცხოლეს კითხე როგორ უყვართ თავიანთი ერი ! მაგრამ საქართველოში მოდაშია მსგასი კომენტარები !!!!!ცოტა სხვანაირად შეგეძლო დაგეწერა , მაგრამ მაგდენი ინტელექტი და გაქანება სად გაქვს !!
2015, 10 ოქტომბერი, 16:37
შენ ეტყობა ვერ აზროვნებ ან არ გინდა აზროვნება. მე ერის საკეთილდღეოდ ვთქვი ის რაც არ მომწონს მაგრამ შენნაირები ძალიან ბევრია ვინც ვერ ხვდება სწორად ნათქვამ სიტყვებს ასე რომ შენი გზით გაგიმარჯოს. ჩემ ოჯახშიი კიდე ყველა რეალურად მოაზროვნეა.ასეერომ ჯერ დაუფიქრდი ტექსტის აზრს და მერე გაილანძღე რა შე მართლა (მიუხვედრელო.!
2015, 9 ოქტომბერი, 22:16
დაუნი და უნიათოები შენს ოჯახში მოიკითხე !
2015, 9 ოქტომბერი, 14:44
მაწანწალა რომ არის, ამიტომ უნდა მოკლან? თავისი ბრალია ქუჩაში რომ გააგდეს ან იქ რომ დაიბადა?
და საერთოდ, ყველას ვურჩევ ვეგეტარიანელი გახდეს.
2015, 9 ოქტომბერი, 13:38
მეტის ღირსები ხართ (ქართველებოო) ეს იმიტომ რომ საკუთარს ვერ აფასებთ და ყველას თავზე ისმევთ მერე ნუღა გაიკვირვებთ რა დაგვემართაოო ჩვენნაირი დაუნი ერი დედამიწაზე არ მოიძებნება. მარტო (ტრადიციები და ადათ წესები წინ ვერ წაგვწევს)ნეტა რომელ რუსს გაუკეთებია ასეთები თქვენთვის თქვე მართლა უნიათებო რა.
2015, 9 ოქტომბერი, 11:23
მაწანწალა ძაღლები მაინც შეჭამონ......ოხრადაა ქალაქში
0 1 9