x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ავტოავარიისგან დაზიანებულ 16 თვის ბავშვს თავი უკან მიაბეს
imageავსტრალიაში ექიმების ძალისხმევის შედეგად 16 თვის ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს ავტოავარიის შემდეგ.


ჯექსონ ტეილორი დედასთან და დასთან ერთად მგზავრობდა ავტომობილით, როდესაც დედის ავტომობილი საათში 110/კმ.სიჩქარით შეასკდა სხვა ავტომობილს.


დედა უსაფრთხოების ბალიშმა გადაარჩინა, ჯექსონის 9 წლის და კი მცირე ტრავმებით შემოიფარგლა.რაც შეეხება პატარა ჯექსონს, ავარიის დროს ბავშვის თავი მკვეთრად წინ გადავარდა, რამაც მისი მალებიდან მოწყვეტა გამოიწვია.

image



რენტგენის სურათმა დაადასტურა ექიმების შიში, თავის ქალა ხეხემლიდან მოწყვეტილი აღმოჩნდა.


6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ურთულესი ოპერაცია, ქირურგებმა ნეკნების ნაწილი გამოიყენეს იმისთვის, რომ აღედგინათ კისრის მალები.

image

8 კვირის განმავლობაში პატარა ბიჭუნას მოუწევს ატაროს სპეციალური კისრის კორსეტი, სანამ არ აღდგება მისი ნერვიული დაბოლოებები და შეხორცდება ჭრილობები.ექიმები იმედოვნებენ, რომ ბავშვი სრულიად გამოჯანმრთელდება და შესძლებს ნორმალურად ატრიალოს კისერი და თავი.


"მსგავსი ტრავმებიგან ბევრი ბავშვი ვერ ცოცხლობს, ან თუ გადარჩა სამუდამოდ ინვალიდი რჩება, სხვა შემთხვევაა ჯექსონი, ის იმოძრავებს და განაგრძობს ცხოვრებას ჩვეულებრივ"-განაცხადა ქირურგმა ჯეფ ასკინმა.

2
487
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
487
  
2015, 9 ოქტომბერი, 20:12
ყველაზე დიდი შრომის ანაზღაურება ექიმებს უნდა ჰქონდეთ.
2015, 9 ოქტომბერი, 12:18
დიდების უთაობით, ბავშვმა კინაღამ თავი დაკარგა.
0 1 2