x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ვინ ამარაგებს გეი უცხოელებს ქართველი ბავშვებით

imageასოციაცია მომავლის იმედი თავის ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.....
ამერიკელი გეი წყვილი სასამართლოში ჩივის და მარიამ კუკუნაშვილს თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს. ჰომოსექსუალების პეტიციას უკვე 13500 -მდე ადამიანმა მოაწერა ხელი. გეი წყვილს სუროგატი დედა ბავშვს აღარ აძლევს. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის მოატყუეს, რომ მან არ იცოდა, რომ გეი წყვილისთვის უნდა გამხდარიყო სუროგატი დედა და კუკუნაშვილის სუროგაციის სააგენტომ ისე მოაწერინა უცხოენოვან ხელშეკრულებაზე ხელი, რომ მისი შინაარსიც არ იცოდა, შემდეგ კი ხელშეკრულებაც აღარ მისცეს. თავის მხრივ,
ჰომოსექსუალი წყვილიც აცხადებს, რომ კუკუნაშვილის სააგენტომ არ მისცა ხელშეკრულების ეგზემპლარი და მოატყუა თითქოს ხელშეკრულება სუროგატ დედას ჰქონდა. სუროგატ დედას მიაჩნია, რომ მას მოტყუებით საკუთარი შვილი გააჩენინეს და ის ბიოლოგიური დედაა და არა სუროგატი დედა. გარდა ამისა, მისი აზრით ბავშვის ჰომოსექსუალების ხელში ჩაგდება სახიფათოა. სუროგატმა ტაილანდში იმშობიარა და ტაილანდის მთავრობა ბავშვს ქვეყნიდან არ უშვებს, განსხვავებით საქართველოს მთავრობისგან, რომელიც დღემდე პატიობს კუკუნაშვილის სააგენტოს საქართველოდან არაერთი ჩვილის უკანონო გაყვანის ორგანიზებას დოკუმენტების გაყალბების გზით. პროკურატურა ბრალს არ უყენებს კუკუნაშვილს და მისი სააგენტოს თანამშრომლებს, მათ შორის მაკა ლაბაურს, რომელიც ჯერ ბიძინა ივანიშვილის უცხო ენის სპეციალისტი და თანაშემწე იყო, მერე კი მარიამ კუკუნაშვილის სუროგაციის სააგენტოს დირექტორი. სს საქმე გამოძიებულია და თაროზეა შემოდებული. ერთი წლის განმავლობაში ტელევიზიებით გადიოდა სოციალური კლიპი "ჩვილების საქმე", რაზეც ურცხვად დუმდნენ მთავრობა და სახალხო დამცველი. როგორც ჩანს, კუკუნაშვილის მილიონები და ლაბაურის წარსული ჯოჯოხეთს ანათებს.

0
316
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0