x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მომავალ წელს ღრუბლებში ვიფრენ... (1 ნაწილი)
image


მაღვიძარა რომ არა, ალბათ ისევ ჩამეძინებოდა. დილის 5 საათია და მივხვდი, რომ დროა... დახუჭული თვალებით გავეშურე სააბაზანოსკენ და ცივი წყლით გამოვიფხიზლე თავი, სწორედ ისე შევიმშრალე სახე პირსახოცის ნელი მიდებით, როგორც მასწავლიდა დედა ყოველთვის- "პირსახოცის ადგილობრივი დადებით შუბლსა და ლოყებზე შეიმშრალე სისველე ოდნავ, რათა სახის ფორები და კანი მუდმივად ახალგაზრდა გქონდესო". ჩემს ერთგულ ზურგჩანთას დავწვდი, მოვათავსე მასში წიგნაკი და ხელსაწყოები, სპორტული, "კაპიშონიანი" ზედატანი და შარვალი გადავიცვი, დავქოქე ავტომობილი, ძრავი ცოტათი გავახურე და გავეშურე ისევ იქ, საიდანაც იწყება ჩემი ყოველი დილა. ჩოგბურთი, აი რა იყო რაც მაცოცხლებდა და მმატებდა ენერგიას, პარალელურად კი მამის სანუკვარ ოცნებას ვასრულებდი, იმას, რასაც ოდესღაც თავად ცდილობდა, თუმცა ფინანსურმა უსახსრობამ ხელი შეუშალა და ეხლა მე ვცდილობ ვაზიარო იმ ვარსკვლავს, რომელიც თითქმის ყველა ჩვენთაგანისთვის ანთია.


წავიმეცადინე, ასიდან ოთხმოცდაჩვიდმეტი ბურთი ჩემია, მაგრამ მაინც უკმაყოფილომ მივიღე შხაპი, გამოვიცვალე და სასწავლებლისკენ გავეშურე. მოსაწყენი იყო ლექციები, თავისუფალი მხოლოდ პრაქტიკებზე ვარ, რაღაც ახლის ძიებაში, შექმნისა და დანერგვის მცდელობისას. ყოველთვის მინდოდა რაღაც განსაკუთრებულის დამტოვებელი ვყოფილიყავი და ქიმია ერთადერთია, რაშიც ჩემს მომავალს ვხედავდი. წარმოვიდგენდი როგორ მაჯილდოვებენ და აცნობენ მაღალი წოდების პროფესორები თუ სხვა სწავლულები ჩემს თავს საზოგადოებას და მქუხარე ტაშიც გაისმის, თუმცა ლექტორის ტაშმა გამომაფხიზლა ამ ილუზიებისგან და მითხრა, რომ ზარი 2 წუთის წინ დაირეკა. ეზოს მივაშურე ჩემი ზურგჩანთით, ამოვიღე წიგნაკი და ჩემეულა ფორმულების ახსნა-მოგონებას შევუდექი ერთი ხის ძირას, სანამ ლექციებს შორის ფანჯარა გვქონდა, მაგრამ საყვარელი საქმე გამჭოლმა მზერამ არ მაცადა. თომა ისევ ბიჭებთან ერთად თამაშობდა სასწავლებლის სტადიონზე ფეხბურთს, შეუდარებელი იყო როგორც თამაშში, ასევე... ვგრძნობდი, რომ ყოველ გადაწოდებულ ბურთზე თუ გატანილ გოლზე მზერა ჩემსკენ ჰქონდა მომართული. არა, ვერ გეტყვით, რომ სულაც არ მახარებდა ეს ამბავი, ხმები დადიოდა მოვწონდი და არც მე ვიყავი ალბათ გულგრილი, აქამდე არც მყვარებია არავინ და არ ვიცი სიყვარული რა არის, თუმცა იმას, რასაც ეხლა განვიცდი, ალბათ სიყვარული ჰქვია ჩემი გაგებით, ვინაიდან როდესაც ის ახლოსაა, საქმეს გულს ვერ ვუდებ, აზრებს თავს ძლივს ვუყრი და ყოველთვის მინდა მისი "სასტავის ბარბიქიუზე" წასვლა, რომელსაც ყოველ შაბათ-კვირას ტბის მარჯვენა სანაპიროზე აწყობენ, ასევე მერქვას მისი და მის გარშემო არსებული კეკლუცი გოგოები, რომლებიც მოსვენებას არ აძლევენ, სამუდამოდ ჩამოვაშორო, მივისაკუთრო და ერქვას მხოლოდ ჩემი, რადგან გაურკვევლობას ვერასოდეს ვიტანდი და თან მინდა გამოვცადო რა არის ეს სიყვარული, გრძნობა, რომლის ახსნა ვერცერთმა დიდმა მეცნიერმა ვერ მოახერხა, თუმცა ყველაზე უბრალო ბრიყვიც კი განიცდის. ყველაზე დიდი უბედურება იცით რა არის? თომას პირადად არ ვიცნობ, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი დროის ყოველი წუთი მიზნობრივად მაქვს გათვლილი, თან ჩემზე უფროს კურსზეა, საერთო ნაცნობები კი გვყავს, აი მაგალითად ჩემი დაქალი ბაბის შეყვარებული ჯონი სწორედ რომ თომას ძმაკაცია, მაგრამ მაინც ვერ მოხერხდა ჩვენი გაცნობა.


დამავიწყდა მეთქვა, რომ მყავს უფროსი ძმა და რა თქმა უნდა მშობლები. მამა ერთ-ერთ ცნობილ ფირმაში გაყიდვების მენეჯერია, დედა ფიტნეს ცენტრში მუშაობს, ჩემი ძმა კი ხარჯავს მათ ფულებს.



როგორც ყოველი დილა, ჩოგბურთით დავიწყე, შემდეგ ლექციები, პრაქტიკულიც გვქონდა და იმდენი ცდები ჩავატარეთ, ძალიან გადავიღალე, არადა სულ არ წარმოვიდგენდი ჩემი ჰობი თუ დამღლიდა. ვჯდებოდი ავტომობილში, როცა ბაბიმ მოირბინა და ისეთი სიახლე მახარა, ემოციებისგან გასაღები ძლივს მოვარგე ჭრილში, დავქოქე და სახლამდე სულ ფრენით მივედი. ყველაფერი მიყვარდა, ყველაფერი მიხაროდა, დავალებებიც ძალიან მალე დავწერე და დარჩენილი სულ რაღაც ორი საათი 9 საათის მოლოდინში სარკის წინ გავატარე. ხან ჩემი ჯინსის შორტი მოვირგე თეთრ მაისურთან, ხან სპილოს ძვლისფერი სარაფანი, თუმცა, მერე გავაცნობიერე ტბის პირას საღამოს ეციებოდა და ისევ ჯინსის შარვალი, ზედატანი და ჟაკეტი ჩავიცვი. ხო, არ მოგჩვენებიათ, ცოტახანში მეც ტბაზე ვარ დაპატიჟებული თომას "სასტავში" და სიხარულის და ნერვიულობის განცდები ერთმანეთს ერწყმის და ირევა, რადგან პირველად მომეცა შანსი თომა პირისპირ ვნახო და ბოლოს და ბოლოს გავიცნო.



6
261
17-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
261
  
2015, 6 ოქტომბერი, 22:05
:* :*
2015, 6 ოქტომბერი, 22:02
ამ ნიჭის დამალვა კრიმინალური დანაშაულია
2015, 6 ოქტომბერი, 22:01
ხვალ ამ დროს, ან შენ ყველაზე ადრე :* :* ჩემო სტიმულო, მადლობა შენ :*
2015, 6 ოქტომბერი, 22:00
ჩემი ნიჭიერი გოგო უმაგრესია მაკუშ,სულმოუთქმელად ველოდები
2015, 6 ოქტომბერი, 21:45
მადლობა გუჯა ;)
2015, 6 ოქტომბერი, 21:43
გავაზიარე
0 1 6