x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
ოცი უჩვეულო და გასაოცარი მოვლენა, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე ხდება (მეორე ნაწილი)
ვაგრძელებთ ჩვენს პლანეტაზე მომხდარი იდუმალი და უჩვეულო მოვლენების განხილვას.



11. მწვანე სხივი, სამხრეთ პოლუსი


image


მწვანე სხივი-უიშვიათესი ოპტიკური მოვლენაა, რომელიც წარმოადგენს მწვანე შუქის გაელვებას ჰორიზონტზე მზის ჩასვლის ან ამოსვლის მომენტში. მწვანე სხივის ხანგრძლივობა სულ რამოდენიმე წამს გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუ ჰაერი განსაკუთრებით გამჭვირვალეა, ჩამავალი მზის ბოლო სხივი შეიძლება იყოს მოცისფრო-მომწვანო ფერის ან სულაც კაშკაშა ცისფერი. ეს მოვლენა ძალიან იშვიათად ხდება და მნახველებს თვალწინ გასაოცარ სილამაზეს უშლის. მწვანე შუქის შესახებ უხსოვარი დროიდან დადიოდა ლეგენდები. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ხალხებში არსებობს ასეთი ცრურწმენა, რომ ის, ვინც მწვანე შუქს დაინახავს, მთელი ცხოვრების მანძილზე ბედნიერი, მდიდარი და წარმატებული იქნება.


12. დიდი ლურჯი ღრმული, ბელიზი


image

დიდი ლურჯი ღრმული-ეს არის 305 მეტრი დიამეტრის უზარმაზარი მიწისქვეშა გამოქვაბული, რომელიც სამხრეთ ამერიკაში, პატარა სახელმწიფო ბელიზში მდებარეობს. ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან ჩანს, რომ ღრმულს საოცრად სწორი წრის ფორმა აქვს. მისი სიღრმე 120 მეტრია. ღრმული გარშემორტყმულია ატოლის კუნძულით, რომელიც ბელიზის ბარიერულ რიფს ეკუთვნის. მნახველს აქ საოცარი სილამაზე გადაეშლება თვალწინ: ფირუზისფერი წყლით გარშემორტყმული ჭისმაგვარი კუნძული თავის შიგნით კამკამა ლურჯი წყლით სავსე ღრმულს ინახავს.


13. მუდმივი შტორმი, ვენესუელა


image

დედამიწის უმეტეს ადგილებში ჭექა-ქუხილი და შტორმი საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ვენესუელაში სულ სხვაგვარადაა საქმე: აქ უფრო მეტია ელვიანი დღეები, ვიდრე წყნარი და მზიანი. უფრო მეტიც - ელვა აქ თითქმის არასოდეს არ წყდება. ამ მოვლენას ვენესუელის უწყვეტი შტორმი -კატატუმბო ჰქვია. კატატუმბოს ელვა და მეხი ყოველწლიურად ერთ მილიონ ვოლტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ეს ფენომენი მსოფლიოში ყველაზე მეტ ოზონს გამოჰყოფს. როგორც წესი, ელვას თან ახლავს ძლიერი ჭექა-ქუხილი, მაგრამ არა კატატუმბოს შემთხვევაში. აქ ქუხილის ხმა თითქმის არასოდეს არ ისმის, რადგან მეხი გამუდმებით გადადის ღრუბლიდან ღრუბელზე და მიწაზე თითქმის არასოდეს არ ეცემა.


14. მიწისქვეშა ჩანჩქერი, კუნძული მავრიკია


image

ინდოეთის ოკეანეში შესაძლებელია მეტად უცნაური ბუნებრივი მოვლენის მხილველნი გავხდეთ - ესა მიწისქვეშა ჩანჩქერის ილუზია, რომელიც მავრიკიის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარეობს. მარჯნის რიფების მიერ წარმოქმნილი უცნაური ლანდშაფტი, რომელიც თვალს ატყუებს, სავსე ჩამორეცხილი ქვიშითა და ქანებით, მოძრაობაში მოჰყავს ძლიერ მიწისქვეშა დინებას, რაც იძლევა იმის შეგრძნებას, რომ ჩვენს წინ ულამაზესი კასკადია ჩანჩქერისა, რომელიც ოკეანის ფსკერზე ჩაედინება. ბუნების მიერ გრაფიტით დახატული ეს უმშვენიერესი პეიზაჟი ვერტმფრენიდან არაბუნებრივად ლამაზი ჩანს და უამრავ ტურისტს იზიდავს.


15. სისხლმდინარი მყინვარი, ანტარქტიდა


image

მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდის დაბლობები ყველაზე მწირ და უნაყოფო ადგილებად ითვლება დედამიწაზე, მისი ყინულოვანი საფარის ქვეშ უძველესი, ფართე, დაქსაქსული მდინარე მიედინება. ანტარქტიკის კანიონებში ძალიან ცივი, მშრალი, ქარიანი ჰავაა, მკვლევარებს აქ ხშირად შეხვედრიათ მუმიფიცირებული სელაპები, რომელთა ასაკი ასეულობით და ათასეულობით წელია, მაგრამ მიუხედავად ასეთი სუსხიანი კლიმატისა, აქ მაინც არის სიცოცხლე. მაგალითად, მყინვარ ტეილორის ქვეშ ცხოვრობენ ბაქტერიები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ სისხლიან ჩანჩქერს ქმნიან, რომელიც, თავსი მხრივ, ბონის ტბაში ჩაედინება. ეს საოცარი ფერები აცოცხლებენ თეთრი ყინულისა და ყავისფერი კლდეების მოსაწყენ პეიზაჟს. ანტარქტიდის მყინვარის ასეთი საოცარი შეფერილობა განპირობებულია რკინის ოქსიდით, რომელიც მარილიან წყალში იჟანგება.



16. ვულკანური ელვა


image

ვულკანური ელვის წარმოშობის მიზეზი მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ იპოვეს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ამოფრქვეულ მაგმას ან ვულკანურ ფერფლს გააჩნია გარკვეული ელექტრული მუხტი და მათი ერთმანეთთან შეხების დროს ხდება ელექტრული განმუხტვა ანუ ელვა. თუმცა ეს ვერსია ბოლომდე დამტკიცებული არაა.



17. ორთქლის სვეტები, ისლანდია


image

როგორც თქვენთვის ცნობილია, ისლანდია განთქმულია თავისი გეიზერებითა და ცხელი წყაროებით. განსაკუთრებით აქტიურია ამ მხრივ ხვევირის ოლქში მდებარე რეგიონი. აქ მოჩვენების მსგავსი ორთქლის სვეტები აღმართულია ჭაობების თავზე და ჩრდილოეთის ციალთან ერთად ისინი გასაოცარ სიურეალისტურ სურათებს ქმნიან.


18. სფერული ლოდები, ახალი ზელანდია


image

ეს უზარმაზარი, სამი მეტრი დიამეტრის სფერული ფორმის ქვის ლოდები განლაგებულია ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ სანაპიროზე წყნარი ოკეანის პირას, კურორტ კოეხოხესთან ახლოს. ოპტიკური ხელსაწყოებით, რენტგენის სხივებით და ელექტრონულ - ზონდური მიკროსკოპებით გამოკვლევამ აჩვენა, რომ ლოდები შედგება ქვიშის, ქანების და თიხისაგან, რომლებიც ერთმანეთთან შეწებებულია კალციტით. ეს ლოდები თავდაპირველად ზღვის ფსკერზე წარმოიქმნა დაახლოებით 60 მილიონი წლის წინათ.



19. უსასრული ტალღა, ბრაზილია


image

პოროროკა-ესა ტალღა, რომელიც მიედინება ამაზონის დინების გასწვრივ თითქმის 800 კილომეტრის მანძილზე . მის სიმაღლე 3-4 მეტრია. მსოფლიოში ყველაზე გრძელი ტალღა წელიწადში ორჯერ ჩნდება, თებერვალსა და მარტში, როცა ატლანტის ოკეანის მოქცევა ამაზონის ნაპირებამდე აღწევს. ერთმა ბრაზილიელმა სერფერმა რეკორდიც კი დაამყარა, შეუჩერებლად გაიარა რა ამ ტალღაზე 37 წუთში 13 კილომეტრი.



20. ბაზალტის სვეტები, ჩრდილო ირლანდია


image

ეს გასაოცარი ხელთუქმნელი სვეტები იმდენად იდეალური ფორმისაა, რომ ძნელია დაჯერება, რომ ისინი ნამდვილად ბუნების ქმნილებაა და ადამიანის ჩარევის გარეშეა წარმოქმნილი. მილიონი წლის წინათ ამ ადგილას ყველაფერი ლავით იყო დაფარული. ლავა დროთა განმავლობაში გაქვავდა და დაიბზარა, შემდეგ კი სვეტებად გადაიქცა, რომელთა ასაკი 40 ათასი წელია. დღეს ეს ადგილი მნახველს აოცებს თავისი გრანდიოზულობითა და გასაოცარი სიმეტრიით.






0
347
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0