x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ეროვნული გამოცდების შედეგები შესაძლოა გაუქმდეს

image26 ათასი პირველკურსელი სტუდენტის სტატუსს წელს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით თუკი გამონაკლისის სახით, დარჩენილი 600 აბიტურიენტის ჩარიცხვის გადაწყვეტილებას მიიღებენ, წლევანდელი ეროვნული გამოცდების ყველა შედეგი უნდა გაუქმდეს და ყველა ჩარიცხულმა პირველკურსელმა გამოცდები ხელახლა უნდა ჩააბაროს.
განათლების სამინისტრომ ამ თემაზე მუშაობა უკვე დაიწყო.
გადაწყვეტილებას აპროტესტებენ სტუდენტის სტატუსის მქონე ახალგაზრდებიც და მოშიმშილე აბიტურიენტებიც.
ინიციატივა, მოშიმშილე სტუდენტების პრობლემების ხელახალი გამოცდების გზით მოგვარების შესახებ მაია მიმინოშვილს ეკუთვნის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ის ხვალ უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდება.
მოუწევს თუ არა 26 ათას პირველკურსელს ხელახლა ეროვნული გამოცდების ჩაბარება ხვალ უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყდეს.



როგორც მოგეხსენებათ, განათლების სამინისტროსთან აბიტურიენტები შიმშილოდბნენ. ისინი მეორადი ჩარიცხვების დაშვებას ითხოვენ. მინიმალური ზღვარის გადალახვისა და მაღალი ქულების მიღების მიუხედავად, 700–მდე აბიტურიენტი უმაღლესი სასწავლებლის მიღმა დარჩა.
ახალგაზრდები მეორადი ჩარიცხვის სისტემის აღდგენას და სტუდენტის სტატუსის მიღებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნით სტუდენტებმა შიმშილობა დაიწყეს.
განათლების მინისტრი აბიტურიენტების მოთხოვნას განიხილავს, თუმცა წინასწარ აანონსებს, რომ პოზიციას არ შეცვლის.
თამარ სანიკიძის განცხადებით, მეორადი ჩარიცხვის სისტემა არ აღდგება.

0
258
4-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0