x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
გამოიცანით, რაა ეს? - ანუ თქვენთვის კარგად ნაცნობი პროდუქტები პირველყოფილი სახით
მაინც ვინ მოიფიქრა პირველად ეს საშინელი სახელწოდება "გენმოდიფიცირებული პროდუქტები"? - დამეთანხმებით, რომ ყველაზე გაუმაძღარი ღორმუცელაც კი დაკარგავდა მადას, როცა მისთვის საყვარელ პროდუქტზე ამ წარწერას დაინახავდა, წარმოიდგენდა რა, რომ მის გამოკვებას რაღაც შემზარავი ექსპერიმენტების შედეგად მიღებული ხილითა და ბოსტნეულით ცდილობდნენ.

ახლა მოდით, ამ საკითხს სულ სხვა კუთხით შევხედოთ: "ბუნების ნობათის" უმეტესი ნაწილი, თუნდაც მიწის ყველაზე სუფთა ნაკვეთზე ეკოლოგიურად ხელსაყრელ პირობებში მოყვანილი, "ხელოვნურია" ანუ მეცნიერების მიერ გენური ინჟინერიით გამოყვანილი და ეს სულაც არაა საშუში, რადგან პირველყოფილი სახით მათი მირთმევა სასიამოვნო სულაც არ იქნებოდა.


image


აი, როგორი ხილითა და ბოსტნეულით მოგვიწევდა დღეს დაკმაყოფილება, რომ არა სელექციონერები და გენეტიკოსები.


მაშ ასე, ისმის კითხვა: თქვენი აზრით, რაა ეს?



ამოცანა ნომერი პირველი


image

იცოდით, რომ სწორედ ასეთი იყო საზამთრო 350 წლის წინათ? - ის შედგებოდა ხესავით მაგარი თეთრი ნაწილისაგან, ძალიან მცირე რაოდენობით იყო საკვებად გამოსადეგი რბილობი და ჰქონდა უამრავი საკმაოდ მსხვილი თესლი. სწორედ ასე გამოიყურებოდა საზამთრო მე-17 საუკუნის იტალიელი მხატვრის ჯოვანი სტანკის ტილოზე.


image


თანამედროვე საზამთრო გაცილებით დიდი ზომისაა, წითელი გულით და სასიამოვნო არომატის მქონე წვნიანი რბილობით. გენური მოდიფიკაციის წყალობით მისი თესლი გახდა გაცილებით მცირე ზომის და რაოდენობის. არსებობს საზამთროს ჯიშები, რომლებიც სრულებითაც არ შეიცავენ თესლს და თქვენ წარმოიდგინეთ, ყვითელი საზამთროც კი, რომელიც მიღებულია შეღებვის გზით და არა გენური ინჟინერიის წყალობით.


image



ამოცანა ნომერი ორი


image

გეშინიათ გენმოდიფიცირებული პროდუქტების?- კი, ბატონო, მაშინ " ბუნებრივი, ველური ბანანი მიირთვით. ეს არის საკმაოდ უგემური, მაგარი თესლით სავსე უხეშკანიანი, სასარგებლო ნივთიერებების მინიმალური რაოდენობის შემცველი ხილი, რომლის კანის გაცლას დიდი ძალისხმევა სჭირდება და თუ ეს მაინც მოახერხეთ, არა მგონია, ნაყოფის დაგემოვნების სურვილი გაგიჩნდეთ.


image


დამეთანხმებით, რომ გაცილებით სჯობს თანამედროვე, გემრიელი და სასარგებლო ვიტამინებით სავსე ბანანი მიირთვათ, ვიდრე მისი საეჭვო გარეგნობისა და გემოს მქონე წინაპარი.


image



ამოცანა ნომერი სამი


image

იცოდით, რომ 500 წლის წინ სტაფილო წარმოადგენდა მოლურჯო-იასამნისფერი შეფერილობის წვრილ, უხეშ, საკვებად თითქმის გამოუსადეგარ ძირხვენებს?


image


ამ ფოტოზე მარცხნივ სტაფილოს ველური წინაპარია აღბეჭდილი, ხოლო მარჯვნივ მისი კულტურული მემკვიდრე, რომლის ფერიც ხელოვნურად იქნა აღდგენილი.


image


ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნარინჯისფერი სტაფილო პირველად მე-16 საუკუნეში გამოჩნდა ჩრდილოეთ ევროპაში, შემდეგ ის ჩრდილოეთ ამერიკას "ესტუმრა" და მხოლოდ მე-18 საუკუნის დასასრულს "მიაღწია" იაპონიამდე.

დღეისათვის ეს ხრაშუნა, გემრიელი, ვიტამინებით სავსე ბოსტნეული მთელი წლის განმავლობაში ახარებს ჩვენს გულებს.



ამოცანა ნომერი ოთხი


image

კლასიკური არგუმენტი გენური ინჟინერიის სასარგებლოდ: დაახლოებით 1000 წლის წინათ სიმინდი მხოლოდ ცენტრალურ ამერიკაში იზრდებოდა და ჰქონდა წვრილი და გრძელი ღერო, რომელშიც მოთავსებული იყო ათიოდე ცალი უხეში და საკვებად არც თუ ისე სასარგებლო სიმინდის მარცვალი. ეს მარცვლები "ისხდნენ" ძალიან მაგარი გარსის ქვეშ, რომელიც კაკალივით უნდა დაგემტვრია, რომ სიმინდის მარცვლამდე მიგეღწია, რომლის გემო სულაც არ იყო სასიამოვნო და გამომშრალი და დამზრალი კარტოფილის გემოს წააგავდა.


image


ამჟამად სელექეციონერების მიერ გამოყვანილი გემრიელი, რბილი და სასარგებლო ნივთიერებებით სავსე სიმინდი მთელ მსოფლიოში მოჰყავთ. თეთრი და ოქროსფერი ტაროების გარჩევა და მოხარშვა ძალზე იოლია, ხოლო მისი მირთმევა ერთი სიამოვნებაა.


image


ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს სხვადასხვა ფერის სიმინდი, დაწყებული შავით, დამთავრებული ოქროსფერითა და ჭრელით.



ამოცანა ნომერი ხუთი


image

წარმოიდგინეთ, რომ ეს კენკრისმაგვარი მარცვლები, რომელიც ერთი შეხედვით უმწიფარ ყურძენს გვაგონებს, სინამდვილეში ბადრიჯანია, ოღონდ ველური. მას სხვაგვარად "ეშმაკის თითებსაც" უწოდებენ, "თურქულ კენკრას", "ბადრიჯნის ბარდას" ან "ბარდისმაგვარ ბადრიჯანს" - აირჩიეთ, თქვენ რომელი სახელწოდებაც მოგწონთ.


image


ტაილანდურ და იამაიკურ სამზარეულოში ბადრიჯნის ამ ველურ წინაპარს საკვებად გამოიყენებენ, მაგრამ ამერიკაში მისი შეტანა აკრძალულია მასში შხამიანი ნივთიერების სოლანინის მაღალი შეცველობის გამო. ეს ნივთიერება მცირე რაოდენობით ჩვულებრივ, გადამწიფებულ ბადრიჯანშიცაა, სწორედ ამიტომ აყრიან მას მარილს ან დებენ ცოტაოდენი ხნით მარილწყალში, რათა მარილმა გამოდევნოს შხამიანი ნივთიერებები და გაანეიტრალოს მისგან გამოწვეული მწარე გემო.


image


დღეს ყველასათვის კარგად ცნობილი მუქი-იასამნისფერი ბადრიჯნის გარდა გაყიდვაშია თეთრი, ლილისფერი, ზოლებიანი, გრძელი, მრგვალი და ასე განსაჯეთ, წახნაგებიანი ბადრიჯანიც კი, თუმცა ყველა მათგანს თითქმის ერთი და იგივე გემო აქვს.


image



ამოცანა ნომერი ექვსი


image

ძველ ჩინეთში რომ გეცხოვრათ, მოგიწევდათ ღრღნა ვარდისფერი მომჟავო-მარილიანი გემოს მქონე უხეშკანიანი კენკრისა და ჩუმად იოცნებებდით რაიმე უფრო წვნიანი და გემრიელი ხილის გასინჯვაზე. სწორედ ასეთი იყო ატმის "ნეოკულტურული" ნაყოფი. აბა რომელი თქვენგანი გაბედავს და იტყვის, რომ "ხელოვნურ" ატამს " ბუნებრივი" გაცილებით სჯობს?


image



ამოცანა ნომერი შვიდი


image

კიდევ ერთი ჩვენთვის კარგად ნაცნობი "ჩვეულებრივი" ბოსტნეული საკმაოდ "უჩვეულო" ნატურალური ფორმით:

მხოლოდ გამოცდილი ექსპერტი თუ ამოიცნობს ამ ყვითელ ყვავილებში ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბოსტნეულს - კომბოსტოს. სამაგიეროდ იოლად დარწმუნდებით, რომ ხანდახან ადამიანის ჩარევას ბუნებაში მშვენიერი შედეგი მოაქვს.


image


იმედია, ამ გიგანტურმა კომბოსტომ არ შეგაშინათ: ერთ-ერთი კანადელი ფერმერის მიერ მოყვანილი ეს უზარმაზარი ბოსტნეული გინესის რეკორდსმენად იქცა.

19
2763
20-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2763
  
2015, 23 სექტემბერი, 17:41
:*
2015, 23 სექტემბერი, 17:37
ძალიან საინტერესო სტატიაა
2015, 6 სექტემბერი, 10:23
მე ერთადერთი რამ ვიცი, ძალიან კარგი სტატიაა
2015, 2 სექტემბერი, 19:45
საინტერესოა რას რასთან აჯვარებდნენ ესეთი განსხვავებული ნაყოფი რო გამოდიოდა ;)
2015, 2 სექტემბერი, 19:15
მარწყვი გველის გენით? :)
2015, 2 სექტემბერი, 9:19
დიახ, სელექცია და გენური ინჟინერია აბსოლიტურად განსხვავებული მეცნიერებებია!
პომიდორი დათვის გენით თუ შეიძლება იყოს საკვებად სასიამოვნო?!!!
2015, 2 სექტემბერი, 0:03
სელექცია და გენური ინჟინერია შინაარსობრივად ერთი და იგივეა და მიზანიც იგივეა, ტექნიკურად განსხვავდება პროსტა, უბრალოდ სელექციას არ აქვს ფართე შესაძლებლობები,ნუ ყოველ შემთხვევაში იმდენი არა რაც გენურ ინჟინერიას. ნუ იტოგში ჩემთვის ერთი და იგივეა.
2015, 2 სექტემბერი, 0:03
მესმის, რომ სხვა რამეა..სტატიაში ორივეზეა საუბარი მგონი..სიტყვებზე თუ გსურთ გამოკიდება, ეგეთი უამრავი სტატიაა აქ, თავისუფლად შეგიძლიათ ყველგან იპოვოთ საკამათო თემა :)
2015, 1 სექტემბერი, 22:06
სტატიაში გენური ინჟინერია გიწერიათ, სელექცია და შეჯვარება სხვა რამაა... დღეს ბევრი მცენარეა გენური ინჟინერიით გამოყვანილი მაგრამ გემოთი არც თუ ისე კარგი
2015, 1 სექტემბერი, 22:01
გენური ინჟინერია არ იყო, მაგრამ იყო სელექცია და შეჯვარება და ა სე გამოჰყავდათ კულტურული მცენარეები.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10