x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
საარსებო მინიმუმი იანვრის შემდეგ 2 ლარით გაიზარდა

image
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი იანვრის შემდეგ 2 ლარით გაიზარდა...


საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის იანვარში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმად 268, 7 ლარი იყო განსაზღვრული, აღნიშნული თანხა ყოველთვიურად გაიზარდა და ივნისში უკვე 270 ლარს გადააჭარბა.
ერთი წლის განმავლობაში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი საგრძნობლად გაიზარდა 2014 წელსაც. თუ წლის დასაწყისში ის 258, 7 ლარი იყო. წლის ბოლოს საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 267, 4 ლარი შეადგინა.
მაშინ, როდესაც საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2010 წელს 225, 3 ლარი იყო, 2011 წელს 264.6 ლარი; 2012 წელს 253, 5 ლარი; ხოლო 2013 წელს 250 ლარი.
საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2012 წლიდან 2015 წლის ივნისამდე 17, 3 ლარით არის გაზრდილი.
რაც შეეხება შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმს, ის 2012 წელს 151, 1 ლარს შეადგენდა. 2015 წლის ივნისის მონაცემებით კი 161, 4 ლარია.



0
73
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0