x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რატომ უჭირთ პატარებს სკოლასთან შეგუება?

image

ბავშვი სკოლის მოთხოვნებს რომ შეესატყვისებოდეს, ის უნდა იყოს მომწიფებული ფიზიკური, გონებრივი, პიროვნული თვალსაზრისით, მაგრამ სკოლის

პირველი დღეები ბავშვებისთვის საკმაოდ რთულია.სკოლისთვის მზაობის გარდა გასათვალისწინებელია შეგუების თავისებურებანი, (სკოლასთან, ახალ გარემოსთან შეგუების თავისებურება). პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სკოლასთან შეგუება ბავშვებთან განსხვავებულად მიმდინარეობს. ზოგი ბავშვი იოლად ეგუება როგორც სკოლას, ისე ზოგადად ნებისმიერ ახალ გარემოს. ასეთი ტიპის ბავშვები ძირითადად მხნე განწყობილებაზე არიან. გაკვეთილებზე აქტიურობენ, არ უყვართ სკოლის გაცდენა, კეთილსინდისიერად ასრულებენ მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებებს.
ზოგ ბავშვს სკოლასთან შესაგუებლად გარკვეული დრო სჭირდება. ასეთ ბავშვები სკოლაში არ უშვებენ შანს რომ არ ითამაშონ, ხშირად ჭირვეულობენ, ტირიან, კამათობენ თანაკლასელებთან და ხშირად არიან უკმაყოფილონი.
ზოგი ბავშვი კი ძალიან რთულად ეგუება სკოლას. ხშირად არ უნდათ სკოლაში წასვლა, ხშირად არიან ცუდ ხასიათზე, უჭირთ თანაკლასელებთან ურთიერთობა. ზოგჯერ ხელს უშლიან მასწავლებელს გაკვეთილის ჩატარებაში.

რატომ უჭირთ ბავშვებს სკოლასთან შეგუება? პირველ რიგში ხდება


სოციალური როლის ცვლილება, უდარდელი სკოლამდელიდან ბავშვი იქცევა მოსწავლედ. მას უჩნდება ახალი და რთული ვალდებულებები: სკოლაში დროულად მისვლა, გაკვეთილებზე ყურადღებით ყოფნა, დავალებების შესრულება. ბავშვი ხვდება ახალ გარემოში, რომელსაც თავის წესები გააჩნია - თუ როდის რა უნდა გააკეთოს და როგორ მოიქცეს;იცვლება წამყვანი ქცევა სკოლაში შესვლამდე ბავშ

ვის ძირითადი საქმიანობა თამაშია. სკოლაში შესვლასთან ერთად კი მან უნდა “ისწავლოს სწავლა", დაიმახსოვროს გარკვეული მასალა, უპასუხოს მასწავლებელს.თამაში მეტად თავისუფალი საქმიანობაა. სწავლა კი ბავშვისგან ნებისყობას მოითხოვს, სკოლაში მას უწევს იმის კეთება, რაც ზოგჯერ არ უნდა ან დიდად არ მოსწონს, ამიტომ იძულებულია ისწავლოს საკუთარი ქცევის კონტროლი.გარდა ამისა, სკოლაში სწავლის დაწყებასთან ერთად 67 - 69% სკოლისთვის მოუმზადებელი ბავშვებისა უჩნდებათ შიშები, ტირილის შეტევები ან მოქმედებათა შეკავება. ასეთ ბავშვებს ხშირად ეშინიათ მასწავლებლის, დაფასთან საპასუხოდ გასვლის, შენიშვნის, სკოლაში დაგვიანების.ოჯახური გარემო, რომელშიც იმყოფება ბავშვი დიდად განაპირობებს მის წარმატებებს სკოლაში. დაძაბული, კონფლიქტური გარემო ნეგატიურად მოქმედებებს ბავშვის განვითარებაზე.
სკოლასთან ადაპტაცია ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ბავშვს თავის დამკვიდრება თანატოლთა წრეში. აქტიური, კონტაქტური ბავშვები ხშირად უკეთ სწავლობენ. ძალზედ წყნარ ბავშვებს, რომელთაც უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა ზოგჯერ სკოლასთან შეგუებისასაც უჩნდებათ პრობლემები. ბავშვის წარმატებას სკოლაში მნიშვნელოვნად განაპირობებს მასწავლებლის ბავშვთან ურთიერთობა (განსაკუთრებით პირველ წლებში) ბავშვი რომელიც “არ უყვარს" მასწავლებელს ხშირად გულს იცრუებს სწავლაზე, გამოირჩევა დაბალი თვითშეფასებით.

0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკატერინე იოსელიანი
ეკატერინე იოსელიანი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0