x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაუჯერებელი, მაგრამ რეალური ფაქტები ანუ შეშლილი, შეშლილი, შეშლილი... ჩინეთი!
ბოლო წლების მანძილზე ჩინეთმა, ამ უზარმაზარმა სახელმწიფომ არნახულ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია. მაგრამ ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ და განვითარების მოდელმა პრობლემებისა და უცნაური მოვლენების რიგი წარმოშვა.

გთავაზობთ რამდენიმე უცნაურ ფაქტს ჩინეთის ცხოვრებაზე.

1. ჩინეთში ბევრი კომპანია თავისი შენობის ფანჯრების ქვეშ აყენებს სპეციალურ ბადეებს, რათა თავიდან აიცილოს თანამშრომლების მხრიდან სუიციდი. ასევე ხშირად კომპანიები ქირაობენ ფსიქოლოგებს, რომლებიც პოტენციურ თვითმკვლელ თანამშრომლებთან მუშაობენ.
image

2. თვითდაწვა ჩინეთში პროტესტის სულ უფრო პოპულარული ფორმა ხდება. ამიტომ 2012 წელს, როცა ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, პეკინის ცენტრალურ მოედნებზე მთელი დღე და ღამე ყარაულობდნენ მეხანძრეები, რათა თავიდან აეცილებინათ პროტესტანტების მიერ თვითდაწვის შემთხვევები.
image
3. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე სიმღერა შეასრულა პატარა იანგ პეიმ. მაგრამ ორგანიზატორებმა მიიჩნიეს რა, რომ პატარა გოგონა არ იყო საკმარისად ლამაზი, სცენაზე იგი შეცვალეს სხვა ბავშვით, ლინ მიაოკით, რომელიც იანგის ნამღერის ქვეშ უბრალოდ პირს აღებდა. ცერემონიის მუსიკალურმა დირექტორმა განაცხადა: "აუდიტორია გაგვიგებს, რადგან ჩვენ ეროვნულ ინტერესებს ვიცავდით."

image

4. ის ფაქტი, რომ მსოფლიოში აღარ არსებობს თითქმის არც ერთი ტექნიკური პროდუქტი, რომლის გაყალბებაც ჩინეთში არ ხდება, ახალი არ არის. მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ ჩინელები ამით აღარ კმაყოფილდებიან და უკვე ბრენდული მაღაზიების გაყალბებაც დაიწყეს. ყველაზე "ცნობილი" გაყალბებული მაღაზია ჩინეთის სამხრეთში, ქალაქ კუნმინგში მდებარეობს. ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ეს არის Apple-ის მაღაზია.

image

5. ტერიტორიის უკმარისობის პრობლემა ჩინელებს აიძულებს ახალი და ორიგინალური ადგილები "შეარჩიონ" სახლების მშენებლობისთვის.

image

6. სიღარიბეს, კორუფციასა და ადამიანის უფლებების განუწყვეტელ დარღვევას საქმე იქამდე მიჰყავს, რომ ქვეყანაში, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არ არის გაუქმებული, ხშირად მდიდარი დამნაშავეების მაგივრად ასამართლებენ და ციხეში სვამენ მათ ღარიბ ორეულებს. ეს "ბაზარი" თანდათან სულ უფრო ფართოვდება: ადვილია ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც გარკვეული თანხის საფასურად თანახმა იქნება სხვის მაგივრად 10 წელი გაატაროს ციხეში.

image

7. ჩინეთში აქტიურად იზრდება ქალაქები და საჭირო ხდება გზების გაყვანა. მაგრამ თუ მაცხროვრებელი უარზეა საკუთარი სახლი გზების მშენებლობას "შესწიროს" ან კომპენსაციის თანხაზე ვერ თანხმდება, მაშინ პრობლემა ძალიან მარტივად იჭრება: სურათზე ნაჩვენებია ფერმერ ლუო ბაოგენის სახლი, რომელიც შუა გზაზე "აღმართული" აღამოჩნდა, რადგან მისი მფლობელი შეთავაზებულმა საკომპენსაციო თანხამ არ დააკმაყოფილა.


image


8. საპატიო ყარაულში მდგომ ჯარისკაცებს საყელოზე ქინძისთავს უბნევენ, რათა გაუნძრევლად იდგნენ და თავი არ მიაბრუნონ.


image



9. ჩინეთის პოლიცია გამოძიებაში იყენებს ხოლმე სპეციალურად გაწვრთნილ ბატებს - როგორც აღმოჩნდა, მათ ძალიან კარგი მხედველობა აქვთ და უფრო აგრესიულები არიან, ვიდრე ძაღლები.


image



3
861
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
861
  
2016, 16 ოქტომბერი, 23:50
ქინძისთავმა გაასწორა
2015, 2 სექტემბერი, 0:17
ჩინელები ანტიკვარები არიან. კარგი სტატია
2015, 28 აგვისტო, 14:50
კარგია
0 1 3