x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იგავები ადამიანზე, რომლის სახელიც სიბრძნესთან ასოცირდება

იგავები ადამიანზე,  რომლის სახელიც სიბრძნესთან ასოცირდება
იგავი ბედნიერებაზე და ოცნებაზე


ერთხელ ერთი პატივსაცემი მოქალაქე მივიდა სოლომონთან, რომელიც იმ დროს, ტბაში მოცურავე თევზების ყურებით ტკბებოდა, და უთხრა:

- მეფეო დაბნეული ვარ! ჩემი ყოველი დღე, წინა დღეს გავს. მე ვეღარ ვარჩევ ერთმანეთისგან აისს და დაისს. მე დავკარგე ბედნიერების შეგრძნება.

სოლომონი დაფიქრდა და უთხრა:

- ბევრი ინატრებდა შენს ადგილზე ყოფნას, შენი სახლის ფლობას, შენი ბაღისა და სიმდიდრის ქონას.

და ბრძენმა მეფემ ჰკითხა:

- ნუთუ რაიმე სურვილი არა გაქვს? რამეზე ოცნებობ?

- მე თავიდან, მონობიდან გათავისუფლებაზე ვოცნებობდი. შემდეგ ვოცნებობდი, რომ ჩემს ვაჭრობას შემოსავალი მოეტანა. ახლა კი აღარ ვიცი რაზე ვიოცნებო.

მაშინ სოლომონმა წარმოთქვა:

- ადამიანი, რომელსაც ოცნება არა აქვს, ამ ტბაში მოცურავე თევზებსა ჰგავს, რომლებისთვისაც ყველა დღე ერთნაირია. ისინი ვერ არჩევენ ერთმანეთისგან განთიადს და ბინდს და არასოდეს არიან ბედნიერები.

და მეფემ კიდევ დაუმატა:

- მაგრამ, თევზებისგან განსხვავებით, შენ თავად ჩაკეტე შენი თავი საკუთარ ტბაში. თუ შენს ცხოვრებაში არ არის დიდი და სასიკეთო მიზანი, შენ უმიზნოდ იხეტიალებ საკუთარ სახლში და გარდაცვალების წინ, მიხვდები რომ, სულ ტყუილად გიცხოვრია ამ ქვეყანაზე. თუ მიზანი გაქვს, ყოველთვის, როდესაც ნაბიჯს გადადგავ, გეცოდინება, მიგაახლოვა მან შენს მიზანთან თუ პირიქით, დაგაშორა. და ეს შენს ცხოვრებას აზარტს შემატებს და ვნებას გაგიჩენს ცხოვრებისადმი.

დახმარებისთვის მოსულმა, კოპები შეკრა და წარმოთქვა:

- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყოველთვის, როდესაც ერთ მიზანს მივაღწევ, შემდეგი მიზანი უნდა დავისახო და ყოველთვის, როდესაც შესრულდება ჩემი ოცნება, მე უნდა ვიოცნებო კიდევ უფრო დიდ რაღაცაზე და ამ ოცნების ასრულების გზების ძიების დროს, ბედნიერი ვიქნები?

და უპასყხა მეფემ:

- დიახ.


იგავი ბეჭედზე (სრული ვერსია)


იგავი ბეჭედზე



როდესაც მეფე ახალგაზრდა იყო, მას გადასცეს ბეჭედი შემდეგი სიტყვებით, როდესაც მას ძალიან გაუჭირდება, ნაღველი შეიპყრობდა ან ძალიან შეეშინდება, ამ ბეჭდის შესახებ უნდა გაეხსენებინა და ხელში აეღო. სოლომონის სიმდიდრე განუსაზღვრელი იყო და კიდევ ერთი ბეჭედი დიდად არ გაამდიდრებდა. ამიტომ, ბეჭედი შეინახა და მისი არსებობის შესახებ დაივიწყა.

ერთხელ სოლომონის სამეფოში მოსავალი არ მოვიდა. მოსახლეობაში გაჩნდა ჭირი და დაიწყო შიმშილი: არამარტო ბავშვები და ქალები იხოცებოდნენ, არამედ ჯარისკაცებიც გამოიფიტნენ და ენერგია დაკარგეს. მეფემ გახსნა საუნჯის ყველა საცავი, ვაჭრებს დაურიგა მთელი თავისი სიმდიდრე. ვაჭრებს ყველაფერი უნდა გაეყიდათ, ხორბალი ეყიდათ და ხალხი დაეპურებინათ. სოლომონი გაწამაწიაში იყო, არ იცოდა რა ეღონა - და უეცრად, მას გაახსენდა ბეჭედი. მან ის აიღო და ხელში დაიჭირა... მაგრამ, არაფერი არ მოხდა. მოულოდნელად მან შენიშნა, რომ ბეჭედზე რაღაც ეწერა ძველი ანბანით. სოლომონმა ეს მივიწყებული დამწერლობა იცოდა და ბეჭედზე წაიკითხა.

გავიდა წლები... მეფე სოლომონი ცნობილი გახდა, როგორც ბრძენი მმართველი. მან ცოლი მოიყვანა და ბედნიერად ცხოვრობდა. მისი მეუღლე ძალიან მგრძნობიარე ქალი იყო, რომელიც მისთვის ცოლიც იყო, მეგობარიც, დამხმარეც და მრჩეველიც.

გავიდა ხანი და უცბად, სოლომონის მეუღლე გარდაიცვალა. მწუხარებამ და სევდამ შეიპყრო მეფე. არ ახალისებდა მას არც ცეკვები, არ სიმღერები და არც სპორტული სანახაობები. სიბერეც ახლოვდებოდა. როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება, აღარ იცოდა. მან ბეჭედი აიღო: “ყველაფერი გაივლის"? სევდისაგან გული შეეკუმშა. მეფეს არ უნდოდა ამ სიტყვებთან შეგუება: სიმწრისაგან ბეჭედი გადააგდო. ის გაგორდა და შიდა ზედაპირზე რაღაცამ გაიელვა. მეფემ ბეჭედი აიღი და კარგად დაათვალიერა. რატომღაც ადრე არ შეუმჩნევია ეს წარწერა. “ესეც გაივლის" - ეწერა ბეჭდზე შიგნიდან.

გავიდა წლები. სოლომონი ძალიან მოხუცდა. მეფე მიხვდა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო და ვიდრე მას შესწევდა კიდევ ძალა, უნდა მოესწრო და გაეცა ბოლო განკარგულებები, ყველას უნდა დამშვიდობებოდა, დაელოცა მემკვიდრეები და ბავშვები. “ყვერაფერი გაივლის", “ესეც გაივლის", - გაახსენდა მას. გაეღიმა: “აი ყველაფერმა გაიარა", გაიფიქრა მან. მას შემდეგ, ბეჭედი სულ ხელზე ეკეთა. გაცვეთილ ბეჭედზე, უკვე აღარ იკითხებოდა ძველი წარწერები. და მეფემ შეამჩნია, რომ ბეჭდის კიდეზე რაღაც გამოჩნდა. მან ბეჭედი, ჩამავალ მზის სხივებთან ახლოს მიიტანა და წაიკითხა: “არაფერი მიდის" - წაიკითხა სოლომონმა...



იგავი აქ სრულდება, მაგრამ ზოგიერთ ვარიანტში, ასეთი გაგრძელება აქვს:

და მიხვდა მეფე დიდ სიბრძნეს: ყველაფერი რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში, სამუდამოდ რჩება დროში და ისტორიაში.

2
732
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
732
  
2015, 15 აგვისტო, 17:01
ეგ იგავი მეც მომწონს, მაგრამ თემატურად ვერ ჩავსვი ამ სტატიაში
2015, 15 აგვისტო, 12:36
სოლომონი მართლაც ბრძენი იყო,ყველაზე მეტად მისი ერტერტი ბრძნულად გადაწყვეტილი საქმე მიყვარს,მსი კითXვა და გახსენება,თუ როგორ გაუნაწილა ჩვილი ორ ქალს.ალბათ გსმენია ამ ამბავზეც
0 1 2