x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ელიავაზე გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა - მეხანძრეებმა ორი ცხედარი აღმოაჩინეს
საშინელი შემთხვევა მოხდა დღეს თბილისში: ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი მოედო საღებავების საწყობს. ხანძარი ელვის სისწრაფით გავრცელდა, რასაც ჰაერის მაღალმა ტემპერატურამაც შეუწყო ხელი. თითქმის მთელი თბილისის ცა შავმა კვამლმა დაფარა.


image


ადგილზე სასწრაფოდ იქნა მობილიზებული სახანძრო მანქანების ჯგუფი, მათ სპეციალური სახანძრო ვერტმფრენიც დაემატა, რომელიც ხანძრის ლოკალიზებას მტკვრიდან ამოღებული წყლით ცდილობდა.


image



შემთხვევის ადგილზე მობილიზებულ იქნა სპეციალური ამწეებიც, რომელთა საშუალებითაც მეხანძრეები სიმაღლიდან მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. არიან დაკარგულებიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ საწყობში მომუშავე ადამიანებიდან ერთი ან ორი დაკარგული იყოს.
რაც შეეხება გაჩენილ ხანძარს, ამ დროისათვის ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია. ადგილზე 28 მანქანა და 125 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ცეცხლის გაჩენის გამოწვევი მიზეზი, წინასწარი ვარაუდით, დაუდევრობა გახდა.


image


დიდუბეში, ხანძრის ადგილზე იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელმაც ხანძრის შესახებ ინფორმაცია დიდუბის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილისგან მოისმინა. ასევე მობილიზებულნი არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები აქამდე გრძელდება.

როგორც გაირკვა, საწყობი, სადაც ხანძარი გაჩნდა, პარფიუმერიის მწარმოებელ კომპანიას - სააქციო საზოგადოება „ივერიას“ ეკუთვნის. სს „ივერიის“ გენერალური დირექტორი დავით სილაგავაა. დაცვის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, ცეცხლი საღებავების საამქროში გაჩნდა, იქ სადაც პარფიუმერიისათვის განკუთვნილი ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა.

image


უკანასკნელი მონაცემებით, რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე საღებავების საწყობში მეხანძრეებმა ორი ცხედარი აღმოაჩინეს – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს საგანგებო მართვის დეპარტამენტში განუცხადეს.

მათივე თქმით, გარდაცვლილები მამაკაცები არიან.


0
196
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0